კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სასერტიფიკატო პროგრამაზე - ზოგადი ესპანური ენა - რეგისტრაცია დაიწყო.
პროგრამა სპეციალურად შედგენილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ესპანური და გამოიმუშაოს ენის ფლობის მნიშვნელოვანი და ძირითადი უნარ-ჩვევები: წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა, პრაქტიკა, რაც ესპანეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში მარტივი ინტეგრაციის საშუალებას მოგცემთ.
კურსის ფარგლებში მოეწყობა შეხვედრები და დისკუსიები, სადაც მსმენელს საშუალება ექნება მეგობრულ გარემოში ისაუბროს მხოლოდ ესპანურად და რეალურად ჩაერთოს პრაქტიკის პროცესში. პროგრამაში შედის დიალოგები და ინტერაქციული საუბრები:
პროგრამა მორგებულია ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებისთვის და მათთვის, ვისაც სურს სწავლა და მოღვაწეობა ესპანეთში განაგრძოს.
A1-A2 ელემენტარული: შეისწავლება წერა-კითხვა, სასაუბრო დონე მარტივი წინადადებების შედგენით, გრამატიკა საუბრისთვის აუცილებელი დროებით.
B1-B2 გაანალიზება და თარგმანი, გრამატიკა საფუძვლიანად სრული დროებით, რთული წინადადებების შედგენა დამუშავება, ნებისმიერი სირთულის თემის გაანალიზება, დახვეწა, მსჯელობა. პრესისა და მედიის აღქმა. ენისთვის დამახასიათებელი დიალექტების დახვეწა.
C1- უმაღლესი დონე, სალიტერატურო და პროფესიული დონის საუბარი; სხვადასხვა სპეციფიური ტერმინების დამუშავება (მაგ: სამედიცინო, იურიდიული და ა.შ.).
თითეული დონის ათვისების საშუალო ვადა - 6 თვე.
კურსს გაუძღვებიან როგორც ქართველი, ასევე ესპანეთიდან მოწვეული ახალგაზრდა სპეციალისტები. წარმატებული კურსდამთავრებულები გაემგზავრებიან ესპანეთში, როგორც სასწავლებლად, ასევე პრაქტიკის გასავლელად.
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა - მაქსიმუმ 10.
გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1 საათი და 15 წუთი.
სწავლის 1 თვის ღირებულება ჯგუფებზე:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის (ჯგუფებზე) მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
სწავლის 1 თვის ღირებულება ჯგუფებზე - თვეში 8 გაკვეთილი (კვირაში 2-ჯერ) – 80 ლარი;
ინდივიდუალური - თვეში 8 გაკვეთილი - 220 ლარი ესპანელ პედაგოგთან, ხოლო 180 ლარი ქართველ პედაგოგთან.
რეგისტრაციის მსურველები დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 557 62 62 40
ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე: Faebook Page ან ელექტრონულ ფოსტაზე asociacioniberia@gmail.com
მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ჩარგლის ქუჩა. # 73. მე-8 სართული. 81-ე კაბინეტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება