Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის დებულება

იხილეთ დოკუმენტის pdf-ვერსია

 

დამტკიცებულია შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“–ს დირექტორის

2011 წლის 10 ივნისის #01–14 ბრძანებით

 

შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“

დებულება

თავი პირველი

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1.  შპს “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  დებულების მოქმედების სფერო

წინამდებარე დებულება აწესრიგებს შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის”  (შემდგომში - უნივერსიტეტი) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უნივერსიტეტის მართვის პრინციპებსა და წესებს.

 

მუხლი 2. უნივერსიტეტის იურიდიული სტატუსი და სამართლებრივი საფუძველი

1. უნივერსიტეტი  არის აკრედიტირებული  სასწავლო დაწესებულება.

2. უნივერსიტეტი მოქმედებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა –  შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“.

4. უნივერსიტეტს აქვს შესაბამისი ბეჭედი, ბლანკი/ოფიციალური სატიტულო ფურცელი  და საბანკო ანგარიში;

5. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ჩარგლის ქ.#73

6.  უნივერსიტეტი ფუნქციონირებს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჩარგლის ქ.#73

7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, არსებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების, შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“–ს  წესდებისა და წინამდებარე  დებულების საფუძველზე.

 

მუხლი 3. უნივერსიტეტის მისია, მიზნები და ამოცანები (01-35, 27.03.2014).

1. უნივერსიტეტის შესახებ:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე და მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს კაპიტალს წარმოადგენს ღირსეული კადრები და თანამშრომლობის სწორი სქემა. უნივერსიტეტი ტრადიციული, კლასიკური გაგებით წარმოადგენს ადმინისტრაციის, პროფესორების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კორპორაციას. მისთვის ღირებულია მაღალი შეგნებისა და ზნეობის პრინციპების დამკვიდრება, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალების პრაქტიკული განხორციელება, პოლიტიკური ლიბერალიზმის ხელშეწყობა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეფუძნება  გელათისა და იყალთოს უძველეს საგანმანათლებლო ტრადიციებს. ასევე, ევროპული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის მეთოდებს. კსუ ადასტურებს ერთგულებას ევროპული საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ძირითადი მიმართულებების მიმართ, რომელიც ასახულია ბოლონიის პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებსა და კოპენჰაგენის დეკლარაციაში. ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კავკასიელ და კავკასიით დაინტერესებულ სტუდენტებს.

2. უნივერსიტეტის მისია:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე:

  • გაატაროს თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების   შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა;
  • შექმნას სტუდენტზე ორიენტირებული  საუკეთესო  სასწავლო და კვლევითი გარემო;
  • მოამზადოს მაღალკვალიფიკაციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები;
  • ჩამოუყალიბოს მათ კონვერგენტულ, დივერგენტულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები.

3. დასახული მისიის განხორციელებისათვის უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

  • დაიკავოს ღირსეული ადგილი თავისუფალ და დემოკრატიულ საუნივერსიტეტო საზოგადოებაში;
  • განახორციელოს და განავითაროს უმაღლესი საგანმანათლებლო  პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე;
  • ხელი შეუწყოს საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო და კვლევით ურთიერთობებს; 
  • უზრუნველყოს პროფესორ-მასწავლებლების აკადემიური თავისუფლება;
  • მოამზადოს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრები.

4. აღნიშნული მისიისა და ძირითადი მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტის ამოცანებია:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ახალი ცოდნის დანერგვის ხელშეწყობა;
  • საგანმანათლებლო პროცესის ინოვაციური განვითარება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო/აკადემიური თანამშრომლობის განვითარება და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა;
  • კვლევითი ცენტრების შექმნა და მათი ხელშეწყობა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავებისა და რეალიზებისათვის;
  • სტუდენტისა და პროფესორის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • პოტენციურ დამსაქმებელთან მჭიდრო ურთიერთობა;
  • საერთაშორისო პროექტებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვა;
  • უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა.

           

31. უნივერსიტეტის განვითარება (01-117, 14.09.2017)

1. უნივერსიტეტის სტრატეგია უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევას, რომელიც გამომდინარეობს უნივერსიტეტის მისიიდან, საქმიანობის პრიორიტეტებიდან, არის მიღწევადი, დროში გაწერილი და მათი განხორციელების შედეგები გაზომვადია.

2. უნივერსიტეტის მიზნების ეფექტურად მიღწევის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების გეგმასა და სამოქმედო გეგმას.

3. სტრატეგიული განვითარების გეგმა გაწერილია 7 წელზე და მოიცავს უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ყველა ასპექტს, მათ შორის, ინსტიტუციურ განვითარებას, ხარისხის უზრუნველყოფას, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვას, კვლევებს/სახელოვნებო-შემოქმედებით საქმიანობას, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს, სტუდენტურ სერვისებს, ინფრასტრუქტურასა და სხვა.

4. სამოქმედო გეგმა გაწერილია 3 წელზე და მასში ნათლად არის ჩამოყალიბებული განსახორციელებელი აქტივობები, განსაზღვრულია განხორციელების ვადები, შესრულების კრიტერიუმები და მის შესასრულებლად საჭირო რესურსები (მატერიალური, ფინანსური და ადამიანური).

5. უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და სამოქმედო გეგმას ბრძანებით ამტკიცებს უნივერსიტეტის კანცლერი გეგმის მოქმედების ვადის გასვლის წლის 30 ოქტომბრამდე.

6. უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება თანამონაწილეობითი პროცესია და მასში ჩართულნი არიან უნივერსიტეტის პერსონალი, სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. თანამონაწილეთა ჩართულობა გამოიხატება გამოკითხვით, წერილობით წარმოდგენილი კონკრეტული მიმართულებების განვითარების გეგმით, განვლილი წლების პრობლემების ანალიზით და სხვა მეთოდებით.

7. უნივერსიტეტის კანცლერი ახორციელებს სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობების შესრულების კონტროლს ვადების მიხედვით და შესრულების ხარვეზების შესაბამისად პასუხისმგებელი პირის მიმართ ახორციელებს უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გატარებას.

8. უნივერსიტეტის კანცლერი ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად განიხილავს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულებას და გამოვლენილი პრობლემების შემთხვევაში, ახდენს შესაბამის რეაგირებას სამუშაოს გადანაწილების, პასუხისმგებელი პირების შეცვლის ან სხვა საჭირო ღონისძიებების გატარების სახით.

9. სტრატეგიული განვითარების გეგმითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების მონიტორინგის შედეგების, უნივერსიტეტის წინაშე დამდგარი ახალი გამოწვევებისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, დამტკიცებულ გეგმაში კანცლერის ბრძანებით შესაძლებელია ცვლილებების შეტანა.

 

მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა

1. უნივერსიტეტის სტრუქტურა მტკიცდება უნივერსიტეტის კანცლერის მიერ.

2. უნივერსიტეტის მმართველი სუბიექტებია:

ა) კანცლერი;

ბ) რექტორი;

გ) აკადემიური საბჭო.

3. უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი;

გ) პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

დ) საფინანსო დეპარტამენტი;

ე) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ვ) სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი; (01-80, 21.06.2017)

ზ) იურიდიული სამსახური;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

ი) სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; (01-117, 14.09.2017)

კ) უწყვეტი განათლების სამსახური;

ლ) სამეურნეო სამსახური;

მ) დაცვის სამსახური;

1) ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი (01-24, 28.05.2012).

ნ) მონიტორინგის სამსახური;

ო) ამოღებულია (01-117, 14.09.2017)

პ) ბიბლიოთეკა;

ჟ) ლოჯისტიკის სამსახური (01-117, 15.10.2016)

რ) მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახური (01-69, 01.06.2017)

4. უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი.

5. უნივერსიტეტში არსებობს 4 ფაკულტეტი:

ა) სამართლის ფაკულტეტი;

ბ) ბიზნესის ფაკულტეტი;

გ) მედიცინის ფაკულტეტი;

დ) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (01-24, 28.05.2012).

ე. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (01-135, 30.12.2014), (01-106, 10.11.2015)

6. უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალს განეკუთვნება საჭიროების მიხედვით ხელშეკრულებით დაქირავებული პერსონალი.

 

მუხლი 51. უნივერსიტეტის ქონება (01-35, 27.03.2014)

1. უნივერსიტეტი ფუნქციონირებას ახორციელებს საკუთარი ქონებით და ხელშეკრულების საფუძველზე სხვისი ქონების სარგებლობით.

2. უნივერსიტეტის ქონებას წარმოადგენს მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

3. უნივერსიტეტის მატერიალურ ქონებას წარმოადგენს უნივერსიტეტის სარგებლობისათვის შეძენილი, საჩუქრად მიღებული, დამზადებული ან კანონით დადგენილი სხვა ფორმით მიღებული უძრავი და მოძრავი ნივთები.

3. უნივერსიტეტის არამატერიალურ ქონებას წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი (სახელწოდება, ლოგო, საგანმანათლებლო პროგრამა, სილაბუსი, სტატია, ჟურნალი, გაზეთი, ფოტო, ვიდეო, ვებ საიტი, კომპიუტერული პროგრამა, კვლევის შედეგები, პრეზენტაცია, და ა.შ).

4. უნივერსიტეტის არამატერიალურ ქონებას წარმოადგენს ის ინტელექტუალური პროდუქტი, რომლის შექმნა მოხდა უნივერსიტეტის ინტერესებისათვის თანამშრომლის ან სხვა პირის მიერ, თუ არ არსებობს სხვა შეთანხმება.

5. უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ადასტურებს, რომ დაიცავს მის ხელთ არსებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას, სამეწარმეო საიდუმლოებას, უნივერსიტეტის ქონებას, არ დაუშვებს მათ არასათანადო და არაკანონიერ გამოყენებას მისი ან სხვა პირის მხრიდან უნივერსიტეტის თანხმობის გარეშე.

6. უნივერსიტეტის ქონების ხელყოფის შემთხვევაში, გამოიყენება შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვრცელდება უნივერსიტეტში მუშაობისა და გათავისუფლების შემდეგ პერიოდზეც, იმ ვადით, რა ვადითაც მესამე პირის მხრიდან ინფორმაციისა თუ ქონების გამოყენება ზიანის მომტანია უნივერსიტეტისთვის.

 

 

თავი მეორე

უნივერსიტეტის მართვა

 

 მუხლი 5. უნივერსიტეტის მართვის ძირითადი ორგანოები და მმართველი სუბიექტები

უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და მმართველი სუბიექტებია:

1. უნივერსიტეტის დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება;

2. კანცლერი;

3. რექტორი;

4.აკადემიური საბჭო

 

მუხლი 6. უნივერსიტეტის დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება და მისი

უფლებამოსილებანი

1.  უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება;

2. პარტნიორთა კრება ნიშნავს და ათავისუფლებს  უნივერსიტეტის კანცლერს.

3. პარტნიორთა კრების დანარჩენი უფლებამოსილებები რეგულირდება შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ წესდებითა და საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ .

 

მუხლი 61. პერსონალის არჩევა/დანიშვნა (01-117, 14.09.2017)

1. უნივერსიტეტის საქმიანობას ახორციელებს არჩევითი და დანიშვნას დაქვემდებარებული აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.

2. აკადემიური თანამდებობა არის არჩევითი და არჩევის წესი განისაზღვრება „აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წესის“ შესაბამისად.

3. ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებზე დანიშვნა ხდება  ამ მუხლისა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების შესაბამისად.

4. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე რექტორის ბრძანებით შეიძლება დაინიშნოს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი, რომელსაც აქვს ორგანიზაციული მართვის უნარები, ფლობს უცხო ენებს, გამოირჩევა სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარებით.

5. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად კანცლერის ბრძანებით შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც კონკრეტული მიმართულებით აქვს განათლება ან სამუშაოს გამოცდილება, ფლობს უცხო ენებს, გამოირჩევა სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარებით.

6. სტრუქტურული ერთეულების სპეციალისტებად კანცლერის ბრძანებით შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელსაც კონკრეტული მიმართულებით აქვს განათლება ან სამუშაოს გამოცდილება, ფლობს უცხო ენებს, გამოირჩევა სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარებით.

7. კანცლერის ბრძანებით, ერთ წლამდე ვადით, სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს სტუდენტი რომელიც პროფესიული მიმართულების შესაბამისად გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით.

8. ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობაზე დანიშვნა ხდება კონკურის წესით ან კონკურსის გარეშე, კანცლერის გადაწყვეტილებით. კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, არჩევის პირობები გამოქვეყნდება წინასწარ.

9 კონკურსის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი (მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ფლობს უცხო ენას (დადგენა ხდება გასაუბრებით), აქვს შესაბამისი მიმართულებით წარმატებული მუშაობის გამოცდილება (დადგენა ხდება ცნობით, შრომის წიგნაკით, დახასიათებით), აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მუშაობის ხედვა და მიმართულების განვითარების გეგმა.

 

მუხლი 7. კანცლერი

1. უნივერსიტეტის კანცლერს თანამდებობაზე ნიშნავს საზოგადოების პარტნიორთა კრება.

2. კანცლერი წარმოადგენს უნივერსიტეტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, კანცლერი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საზოგადოების წესდების, უნივერსიტეტის წინამდებარე დებულებისა და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. უნივერსიტეტის კანცლერი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, დამხმარე და მოწვეულ პერსონალს, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებსა და მოვალეობებს;

ბ) ბრძანების გამოცემის გზით წყვეტს აკადემიურ, ადმინისტრაციულ, დამხმარე და მოწვეულ პერსონალთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის დებულებას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საევაკუაციო გეგმას, უსაფრთხოების წესს და სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს; 

დ) ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს;

ე) ამტკიცებს უნივერსიტეტის სხვა შიდა სამართლებრივ აქტებს;

ვ) უფლებამოსილია კეთილგონიერების ფარგლებში, გაატაროს დისციპლინარული ხასიათის ღონისძიებები, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ასევე სტუდენტების მიმართ;

ზ) უნივერსიტეტში შრომის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით უფლებამოსილია გაატაროს წამახალისებელი ღონისძიებები უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალისადმი. 

თ) განსაზღვრავს  უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე და მოწვეული პერსონალის ხელფასს; 

ი) გასცემს მინდობილობებს. კანცლერის არყოფნის შემთხვევაში ნიშნავს კანცლერის მოვალეობის შემსრულებელს.

კ) დებს ხელშეკრულებებს აკადემიურ პერსონალთან;

ლ) დებს ხელშეკრულებებს ადმინისტრაციულ, დამხმარე და მოწვეულ პერსონალთან;

მ) გამოსცემს ბრძანებებს უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;

ნ)  ზედამხედველობს წინამდებარე დებულების შესრულებას;

ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, მოქმედი კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების  შესაბამისად.

პ) იღებს სამართლებრივ აქტებს იმ საკითხების მოსაწესრიგებლად, რომელთა მოწესრიგება, წინამდებარე დებულების შესაბამისად, არ განეკუთვნება სხვა სტრუქტურულ ერთეულთა უფლებამოსილებას.

ჟ) უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით ქმნის წარმატებულ სტუდენტთა წამახალისებელ ფონდს და განსაზღვრავს ფონდის ფინანსურ მოცულობას. ბრძანების საფუძველზე წარმატებულ სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია, რომელიც გამოიყოფა ფონდიდან.

4. კანცლერს თავისი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით ჰყავს მოადგილე, რომლის რაოდენობასა და ფუნქციებს განსაზღვრავს კანცლერი დამფუძნებლებთან შეთანხმებით.

 

მუხლი 8. რექტორი

1.  რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს  და ათავისუფლებს უნივერსიტეტის კანცლერი.

2. რექტორი პასუხისმგებელია უნივერსიტეტში განხორციელებული სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ხარისხზე, უნივერსიტეტის უწყვეტ აკადემიურ განვითარებაზე.

3. უნივერსიტეტის რექტორი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) გამოსცემს ბრძანებას სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებით;

ბ)  ზედამხედველობს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის სწორად წარმართვას;

გ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და დიპლომის დანართის ფორმას;

დ) ხელს აწერს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამის – კურიკულუმისა და სასწავლო კურსის პროგრამის – სილაბუსის ერთიან საუნივერსიტეტო ფორმას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ საგანმანათლებლო  პროგრამას – კურიკულუმსა და სასწავლო კურსის პროგრამას სილაბუსს;

ზ) აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსს;

თ) აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს გამარჯვებულ კონკურსანტებს;

ი) ამტკიცებს აკადემიური თანამდებობის დაკავების საერთო წესს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

კ) განსაზღვრავს აკადემიური (სასწავლო) წლის დაწყების თარიღსა და ვადებს;

ლ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით;

მ) დებს ხელშეკრულებებს სტუდენტებთან;

ნ) ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ადგენს კოეფიციენტებსა და მისაღები კონტიგენტის ოდენობას ფაკულტეტების მიხედვით;

ო) ადგენს საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე სტუდენტების უნივერსიტეტში მიღების წესს;

პ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით, ამტკიცებს ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების გეგმას;

ჟ) ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსსა და სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებს;

რ) წინამდებარე დებულების შესაბამისად თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიურ პერსონალს;

ს) გამოსცემს ბრძანებას უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ;

4. რექტორს თავისი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით ჰყავს მოადგილე, რომელიც ამავდროულად არის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

5. რექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი/რექტორის მოადგილე.

 

მუხლი 81. რექტორის მოადგილე (01-35, 27.03.2014)

1.  რექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს  და ათავისუფლებს უნივერსიტეტის კანცლერი.

2. რექტორის მოადგილე წარმოადგენს უნივერსიტეტის ინტერესებს   საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო და საჯარო დაწესებულებებთან, უცხოეთის საგანმანათლებლო ერთეულებთან, პასუხისმგებელია უცხოელ სტუდენტთა ინტეგრირებაზე უნივერსიტეტში.

3. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებს.

ბ)  ახორციელებს უნივერსიტეტის კავშირების გაღრმავებას უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

გ) კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა მომსახურების სტრუქტურულ ერთეულს.

დ) კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სპორტულ და კულტურულ მიმართულებებს.

 

მუხლი 9. აკადემიური  საბჭო

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა აკრედიტებული პროგრამის ხელმძღვანელი. (01-91, 31.08.2016)

2. ამოღებულია (01-91, 31.08.2016)  

3. ამოღებულია (01-91, 31.08.2016)  

4. აკადემიური საბჭო არის მუდმივმოქმედი ორგანო და მისი წევრების ცვლილება ხდება პროგრამის ხელმძღვანელის ცვლილების შესაბამისად. (01-91, 31.08.2016)  

5. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე არის უნივერსიტეტის რექტორი.

51. რექტორის არყოფნის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო სხდომის დაწყებამდე დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს. (01-01, 03.01.2014)

 

მუხლი  10. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი

1. აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, იხილავს და  რეკომენდაციას აძლევს რექტორს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის  შესრულებისა და შეცვლის თაობაზე;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დასკვნის საფუძველზე განიხილავს და ამტკიცებს  ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებს. 

გ) ხელს უწყობს უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ)   მონაწილეობს უნივერსიტეტის მისიის შემუშავებაში;

ე) პარტნიორთა კრების და/ან დირექტორის დავალების საფუძველზე, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის სრულყოფასთან.

ვ) ახორციელებს  სხვა უფლებამოსილებას.

 

მუხლი 11.  აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს უნივერსიტეტის პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი და იურიდიული სამსახური.

2. პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი და იურიდიული სამსახური  უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.

 

მუხლი 12. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი

1. აკადემიური საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ.

2. აკადემიურ საბჭოს სხდომას იწვევს თავმჯდომარე, რომელიც 3 დღით ადრე აცნობებს წევრებს დღის წესრიგს.

3. აკადემიური საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას წევრთა 1/3 მოთხოვნით, რომლებიც 3 დღით ადრე აცნობენ სხვა წევრებს დღის წესრიგს.

31. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, აკადემიური საბჭო შეიძლება მოწვეულ იქნას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისაგან განსხვავებული წესით რექტორის ან კანცლერის მიერ. (01-01, 03.01.2014)

4. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. საკითხის განხილვისას, რომელიც ეხება ახალი პროგრამის დამტკიცებას ან არსებულ პროგრამაში ცვლილების შეტანას, აკადემიურ საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი პროგრამის ხელმძღვანელი არ მონაწილეობს კენჭისყრაში. (01-91, 31.08.2016)  

 

მუხლი 13. აკადემიური საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი

1. პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც 3 დღით ადრე გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.

2 აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე  2 დღით ადრე.

3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს.

31. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია, კრებაზე მოწვეულ იქნას მომხსენებელი. (01-01, 03.01.2014)

 

მუხლი 14. გადაწყვეტილების მიღება

1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2. აკადემიური საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში.

3.  ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

4. სხდომის ოქმის საფუძველზე აკადემიური საბჭო გამოსცემს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 15. ამოღებულია (01-91, 31.08.2016)  

 

მუხლი16. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს ღონისძიებებს სასწავლო მუშაობის ხარისხის სისტემური სრულყოფისათვის, ზრუნავს უნივერსიტეტში  მეთოდებისა და რესურსების, აგრეთვე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატურ  შეფასებასა და მის განვითარება–განახლებაზე.

2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელებას, თანამშრომლობს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, ხელს უწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას, საგანმანათლებლო პროგრამების მაქსიმალური მოქნილობის პრინციპით შემუშავების, ეროვნული დარგობრივი სტანდარტების საუნივერსიტეტო პროგრამებში დროული და ნოვატორული ასახვისათვის.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის, მათი მუშაობის სისტემატური შეფასებისა და უწყვეტი განვითარების  გზით.

4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მობილობის ფარგლებში აკონტროლებს  სტუდენტთა კონტიგენტის მოძრაობას, იძლევა რეკომენდაციებს სტუდენტთა მობილობის წახალისებისათვის უნივერსიტეტში სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად.

5. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით, იკვლევს დარგობრივი დოკუმენტების  ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს რეკომენდაციებს, მუდმივად მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კომპეტენციების დაკონკრეტებისა და დეტალიზაციის პროცესში.

6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რომელსაც ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

7. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ამავდროულად არის რექტორის მოადგილე და ასრულებს მის უფლებამოსილებას რექტორის არყოფნის შემთხვევაში.

8. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების სისტემის განსაზღვრა და აკადემიური ხარისხების დამტკიცება, მონიტორინგი და პერიოდული შეფასება;

გ) სტუდენტთა შეფასების ფორმების, სასწავლო პროცესისთვის საჭირო დოკუმენტების (კითხვარების, დანართების და სხვ.) სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციის შემუშავება.

დ) აკადემიური პერსონალის ხარისხის უზრუნველყოფა;

ე) საუნივერსიტეტო კურიკულუმის და სილაბუსისათვის წამოყენებული ჩარჩო მოთხოვნების განსაზღვრა;

9.         ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს შესაბამის პოლიტიკასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეფასების პროცედურებს;

ბ) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის;

გ) სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან ერთად მონაწილეობს პერსონალის დაკომპლექტების, დატვირთვის განსაზღვრის, სტუდენტთა მობილობის სისტემის სწორი გამოყენების რეგულაციაში;

დ) ახორციელებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტორიზაციისა  და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესს და ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას.

ვ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით.

10. კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, შესაძლებელია, მოკლევადიანი კონტრაქტების საფუძველზე აიყვანოს დამატებითი პერსონალი.

11. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი, იგი ანგარიშვალდებულია  უნივერსიტეტის რექტორის/კანცლერის წინაშე.

 

161. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი (01-118, 01.11.2014, 01-91, 31.08.2016)  

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და აკადემიური  პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის კონტროლს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ფუნქციებია:

ა) გამოკითხვის, პრეზენტაციების მომზადების, ლექციების მონიტორინგისა და სხვა საშუალებების გამოყენებით ფაკულტეტზე განხორციელებადი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის კონტროლი;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად მათი გაუმჯობესებისათვის  რეკომენდაციების  შემუშავება;

გ) სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მობილობის პროცესისა და კრედიტების აღიარების კონტროლი. შესაბამისი ფაკულტეტის კრედიტების აღიარების ფორმაზე ხელმოწერა;

დ) აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ე) კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ფაკულტეტის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა;

ვ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამის სამოქმედო გეგმის შემუშავება.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან.

 

მუხლი 17. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი

1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს  უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2. დეპარტამენტი  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების,  წინამდებრე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მართვას.

 

მუხლი 18. პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების  დეპარტამენტი

1. უნივერსიტეტის  პერსონალის მართვის  დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2. დეპარტამენტი  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების,  წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების და პერსონალის მართის და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულებით.

3. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის პერსონალის პირადი საქმეების წარმოებას, მოწესრიგებას, შენახვას დადგენილი წესის შესაბამისად.

4. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია  უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის/რექტორის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 19. საფინანსო დეპარტამენტი

1. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2. დეპარტამენტი  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო   უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისა  და საფინანსო დეპარტამენტის დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ფინანსური საკითხების ორგანიზებას, ურთიერთობას ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან.

4. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია  უნივერსიტეტის კანცლერის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 20. იურიდიული სამსახური

1. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და სამსახურის დებულების შესაბამისად.

3.  სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს უნივერსიტეტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია  უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის/რექტორის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 21. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

1. შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“–ს საერთაშორისო ურთიეთობების  სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  წესდების, წინამდებრარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების,  და სამსახურის  დებულების შესაბამისად.

3.  სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კავშირების დამყარებას უცხოურ უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვას საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის/რექტორის  მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 22. საზოგადოებასთან და სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (01-118, 01.11.2014)

1. შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“–ს საზოგადოებასთან და სტუდენტებთან ურთიერთობის  დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  წესდების, წინამდებრარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების,  და დეპარტამენტის  დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და სტუდენტებთან ურთიერთობის საკითხებს.

4. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის/რექტორის  მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 23.  სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი (01-80, 21.06.2017)

1. შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს. (01-80, 21.06.2017)

2. დეპარტამენტი  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის  წესდების, წინამდებრე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების,  და დეპარტამენის დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამეცნიერო პოლიტიკის სწორად დაგეგმვასა და მართვას.

4. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია  უნივერსიტეტის რექტორის/კანცლერის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორის/კანცლერის   მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 24. უწყვეტი განათლების სამსახური

1. შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის  წესდების, წინამდებრე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და სამსახურის დებულების შესაბამისად.

3. სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვას, რისთვისაც შეიმუშავებს პროგრამებს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.  

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია  უნივერსიტეტის რექტორის/კანცლერის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორის/კანცლერის   მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 25.სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახური (ძალადაკარგულია 01-118, 01.11.2014)

 

მუხლი 26. მონიტორინგის სამსახური

1. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მონიტორინგის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო   უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისა  და სამსახურის დებულების შესაბამისად.

3. სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის/რექტორის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 27. სამეურნეო სამსახური

1. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეურნეო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს  უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავისი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და   დებულების შესაბამისად.

3. სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამეურნეო საკითხების ზედამხედველობას.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის/რექტორის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

271. ლოჯისტიკის სამსახური (01-117, 15.10.2016)

1. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლოჯისტიკის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს  უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავისი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და   დებულების შესაბამისად.

3. სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, შესყიდვებისა და კომუნიკაციების კონტროლს.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერის წინაშე, ასრულებს კანცლერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

272. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახური (01-69, 01.06.2017)

1. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს  უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავისი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და   დებულების შესაბამისად.

3. სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერასა და კოორდინაციას.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერისა და რექტორის წინაშე.

 

 

მუხლი 28. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

1. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საინფორამციო ტექნოლოგიებისდეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2.დეპარტამენტი  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, “მეწარმეთა შესახებ“, .შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და დეპარტამენტის  დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეფექტური  საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას და მუდმივ განახლებას.

4. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის/რექტორის   მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 29.დაცვის სამსახური

1. შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის  დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და სამსახურის  დებულების შესაბამისად.

3. სამსახური დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას, ასევე, მატერიალური ქონების დაცვას.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის  წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის/რექტორის   მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 291. ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

1. უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვიტარების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს.

2. დეპარტამენტი  თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო   უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისა  და ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მუდმივ განვითარებას, რისთვისაც ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და შეიმუშავებს განვითარების პოლიტიკას.

4. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია  უნივერსიტეტის კანცლერის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, კანცლერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 30. ბიბლიოთეკა (01-117, 14.09.2017)

1. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს  უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

2. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ“, შპს კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების  და   ბიბლიოთეკის დებულების (სარგებლობის წესი) შესაბამისად.

3. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს პროგრამებითა და სილაბუსებით გათვალისწინებული თანამედროვე წიგნადი ფონდით, როგორც ელექტრონული სახის, ასევე ციფრულ მატარებელზე არსებული რესურსებით.

4. ბიბლიოთეკა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე, ასრულებს რექტორის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 301. დამატებითი სტრუქტურული ერთეული (01-35, 27.03.2014)

1. კონკრეტული მიმართულების ორგანიზებული საქმიანობისათვის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის ფარგლებში ან დამოუკიდებლად იქმნება დამატებითი სტრუქუტურული ერთეული.

2. დამატებითი სტრუქტურული ერთეული შეიძლება იყოს ცენტრის, ლაბორატორიის ან სხვა ფორმით.

3. დამატებითი სტრუქტურული ერთეულის შექმნა ხდება კანცლერის ბრძანების საფუძველზე.

4. დამატებით სტრუქტურულ ერთეულის საქმიანობა რეგულირდება დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს კანცლერი.

 

თავი  I I I

უნივერსიტეტის ძირითადი საგანამანთლებლო სტრუქტურული ერთეულები

 

მუხლი 31. უნივერსიტეტის ფაკულტეტები

1. უნივერსიტეტში არსებობს 5 ფაკულტეტი:

ა) სამართლის  ფაკულტეტი;

ბ) ბიზნესის ფაკულტეტი;

გ) მედიცინის ფაკულტეტი.

დ) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (01-24, 28.05.2012).

ე. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (01-135, 30.12.2014), (01-106, 10.11.2015).

2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულები - ფაკულტეტები წარმართავენ სასწავლო პროცესს და სამეცნიერო მუშაობას.

3. ფაკულტეტი ვალდებულია, შეუქმნას სტუდენტებს საუკეთესო პირობები სწავლისათვის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად, ხელი შეუწყოს   საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე.

 

მუხლი 32. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს ფაკულტეტის დეკანი, რომელიც წარმოადგენს ფაკულტეტის აკადემიურ, პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობის ხელმძღვანელს.

2. ფაკულტეტის დეკანს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  უნივერსიტეტის რექტორი.

3. ფაკულტეტის დეკანი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო მუშაობის ეფექტურად მიმდინარეობას;

ბ) აკონტროლებს და წაახალისებს ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეული პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

გ) თვალყურს ადევნებს სტუდენტთა სარეიტინგო მონაცემებს, მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს სტუდენტებთან.

ე) ქმნის საჭირო პირობებს პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის, აგრეთვე, სტუდენტთა ინდივიდუალური და დამოუკიდებელი სწავლისათვის.

ვ) პასუხისმგებელია სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება–მოწესრიგებასა და დაცვაზე.

1) პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანატში არსებული კომპიუტერული ტექნიკის დაცვა-შენახვაზე. აღრიცხვის მიზნით გამოყოფს დეკანატის სპეციალისტს, რომელიც წერილობით აწარმოებს კომპიუტერული ტექნიკის გატანისა და დაბრუნების აღწერას. (01-35, 27.03.2014)

4. ფაკულტეტის დეკანს საქმიანობაში დახმარებას უწევენ ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტები და პროგრამის ხელმძღვანელები.

 

მუხლი 321. დეკანის მოადგილე (01-47, 20.05.2016)

1.ფაკულტეტზე განხორციელებადი პროგრამების მრავალფეროვნების, სტუდენტთა დიდი რაოდენობის ან სხვა ობიექტური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფაკულტეტზე ინიშნება დეკანის მოადგილე.

2.დეკანის მოადგილეს კანცლერთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი.

3. დეკანის მოადგილე ვალდებულია ფაკულტეტის დეკანის, რექტორისა და კანცლერის წინაშე.

4. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება დეკანთან და რექტორთან შეთანხმებით.

 

მუხლი 322. კოორდინატორი (01-47, 20.05.2016)

1.საგანმანათლებლო საფეხურის, პროგრამული მიმართულებების ან სხვა რაიმე ფორმით არსებული ჯგუფის სასწავლო პროცესის ეფექტურად გაძღოლის მიზნით ინიშნება კოორდინატორი.

2. კოორდინატორი თავისი ფუნქციის ფარგლებში ასრულებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ თუ სამართლებრივ ღონისძიებას, რაც საჭიროა შესაბამისი მიმართულების სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის.

3. კოორდინატორი ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის დეკანისა და რექტორის წინაშე. კოორდინატორი ვალდებულია უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან მუშაობით კოორდინაცია გაუწიოს პროცესს.

4. კოორდინატორის ფუნქციას შეადგენს ყველა იმ საქმიანობის განხორციელება და სამუშაოს კონტროლი, რაც შესაბამისი მიმართულებისთვის დადგენილია უნივერსიტეტის სხვადასხვა შიდა სამართლებრივი აქტებით ან საქართველოს კანონმდებლობით.

5. კოორდინატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კანცლერი.

 

მუხლი 33. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი

1. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტს ბრძანებით ნიშნავს უნივერსიტეტის კანცლერი და ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის დეკანის, კანცლერის/რექტორის  წინაშე. (01-91, 31.08.2016)  

2. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი ძირითადად ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება;

ბ) წარჩინებულ სტუდენტთა პერსონალური მონაცემებზე ინფორმაციის დროულად მიწოდება უნივერსიტეტის რექტორისათვის.

გ) სტუდენტთა განცხადებების, პრეტენზიების მიღება და განსახილველად მომზადება;

დ) ფაკულტეტის საქმეების კოორდინირება;

ე)  ამოღებულია (01-91, 31.08.2016)

ვ)  სტუდენტთა სასწავლო ბარათების შევსება;

ზ) კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების შევსება;

თ) სტუდენტთა პირადი მონაცემების წარმოება (01-91, 31.08.2016);

ი) ამოღებულია (01-91, 31.08.2016)

კ) ამოღებულია (01-91, 31.08.2016)

ლ) კოორდინაციას უწევს ლექციების, სემინარების, პრაქტიკული მეცადინეობების დადგენილი ცხრილის მიხედვით ჩატარებას უნივერსიეტეტის ტერიტორიაზე და სასწავლო ბაზებზე. (01-91, 31.08.2016)

მ) ასრულებს ფაკულტეტის დეკანისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დავალებებს, რაც უკავშირდება ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ საკითხებს. (01-91, 31.08.2016)

 

მუხლი 331. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი (01-117, 14.09.2017)

1. საგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც არის კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი და არჩეულია აკადემიურ თანამდებობაზე.

2. პროგრამის ხელმძღვანელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

3. პროგრამის ხელმძღვანელის ფუნქციებია:

ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას, აკონტროლებს კურიკულუმისა და სილაბუსების შესაბამისად სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;

ბ) მოიზიდავს მაღალკვალიფიციური პედაგოგებს პროგრამის განსახორციელებლად. მონაწილეობს აკადემიური პერსონალის არჩევის პროცესში.

გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კოორდინაციით მონაწილეობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გამოკითხვებში, წარმოადგენს გამოკითხვის ანალიზს და შეიმუშავებს საჭირო ცვლილებებს პროგრამაში და სილაბუსებში.

დ) ხელმძღვანელობს სტუდენტთა საგნების აღიარებისა და გადაღიარების პროცესს, მობილობის, შიდა მობილობის და სხვა შემთხვევებში და ხელს აწერს აღიარების დოკუმენტებს;

ე) პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით წარადგენს წინადადებებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის და საგანმანათლებლო-კვლევითი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით;

ვ) აკონტროლებს სტუდენტთა პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას და ხელს აწერს კვალიფიკაციის მინიჭების გადაწყვეტილებას;

4. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ავტომატურად არის აკადემიური საბჭოს წევრი და ვალდებულია დაესწროს სხდომებს დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

5. ერთი პირი შესაძლოა ხელმძღვანელობდეს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას.

 

თავი I V

უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები

 

მუხლი 34. უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორებისაგან. აკადემიური პერსონალი მონაწილეობს და წარმართავს სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო მუშაობას.

2. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც შეესაბამება გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;

3. კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს და სხვა აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს „აკადემიური თანამდებობათა დაკავების წესი“, რომელსაც  ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი. (01-114, 14.09.2017)

4. აკადემიური პერსონალი თანამდებობაზე აირჩევა  4 წლის ვადით. (01-47, 20.05.2016), (01-114, 14.09.2017)

5. აკადემიური პერსონალი, საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვრავს სასწავლო კურსის შინაარსს, სწავლების მეთოდებსა და საშუალებებს.

6. უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორებს მიეკუთვნება საათობრივი ანაზღაურების წესით, საკონტრაქტო საფუძველზე მომუშავე პერსონალი. მოწვეული ლექტორი  უფლებამოსილია გაუძღვეს სალექციო, სასემინარო, პრაქტიკულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე;

61. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის  თანახმად, უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირი, რომელსაც აქვს კვალიფიკაცია პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. (11.07.2011 #01-20)

 

მუხლი 341 . უნივერსიტეტთან აფილირება (01-114, 14.09.2017)

1. აფილირება გულისხმობს უნივერსიტეტსა და აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ პირს შორის წერილობით შეთანხმებას, რომლითაც აკადემიური თანამდებობის მქონე პირი განსაზღვრავს თავის აფილირებას მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში.

2. უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური თანამდებობის მქონე პირი გარდა აკადემიური პერსონალისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობებისა:

ა) ახორციელებს ძირითად საგანმანათლებლო, კვლევით/სამეცნიერო საქმიანობას და მისი კვლევის შედეგები ეთვლება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს;

ბ) აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;

გ) აქტიურად არის ჩართული სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევისა და აკადემიური/სამეცნიერო ხელმძღვანელობის პროცესებში.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით უნივერსიტეტს ერთ პროგრამაზე ჰყავს მინიმუმ ორი აფილირებული აკადემიური თანამდებობის მქონე პირი.

4. აკადემიური თანამდებობის მქონე პირთან აფილირების შეთანხმება იდება არჩევის შემდეგ ან აკადემიურ თანამდებობათა დაკავების კონკურსის გამოცხადების დროს თავიდანვე მიეთითება არჩევის პირობებში აფილირების ვალდებულების შესახებ.

 

მუხლი 35. აკადემიური პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

1. აკადემიურ პერსონალს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ:

ა) პირადი განცხადებით ;

ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულების, შრომითი ხელშეკრულებისა და უნივერსიტეტის სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში;

გ) გარდაცვალებისას.

 

მუხლი 36. უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომითი ურთიერთობა

1. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ინიშნება  უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შრომის კოდექსის  მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. თითოეული აკადემიური თანამდებობის მქონე პირის მიერ წასაკითხი სალექციო კურსების გადანაწილება ხდება სასწავლო წლის დაწყებისას, აკადემიურ პერსონალთან შეთანხმების საფუძველზე.

3. მოწვეული პერსონალის უნივერსიტეტთან სამსახურებრივი ურთიერთობის დამყარება ხდება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. მოწვეულ პერსონალთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში უნივერსიტეტს წარმოადგენს კანცლერი.

5. უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის უფლება–ვალდებულებები დამატებით განისაზღვრება კანონმდებლობით (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ და სხვა), უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

თავი V

სტუდენტები

მუხლი 37. სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტი უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და წინამდებარე დებულების შესაბამისად:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში და პროფესიულ პრაქტიკაში, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ფარგლებში და შეთავაზებული პირობებით;

გ) უნივერსიტეტის დებულებით, შინაგანაწესითა და სხვა დებულებებით დადგენილი წესით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციიო და სხვა საშუალებებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ;

ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნას სტუდენტურ თვითმმართველობაში;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში, თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელთაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) საქართველოს კანომდებლობითა და უნივერსიტეტის დებულებით განსაზღვრული წესით, ისარგებლოს მობილობის უფლებით და სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების შესაბამის დაწესებულებაში გადატანა;

ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის დებულების შესაბამისად, სახელმწიფოსგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება და სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა, ასევე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ცალკეული არჩევითი კომპონენტები;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) საგანამანთლებლო პროგრამის შეფასების ფარგლებში მოახდინოს უნივერსიტეტისა და აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) ისარგებლოს სწავლის საფასურის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით;

ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. უნივერსიტეტი ვალდებულია ყველა სტუდენტისთვის შექმნას ერთნაირი საგანმანათლებლო პირობები. ამ მიზნით მოახდინოს ინფრასტრუქტურის ადაპტირება განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის. (01-117, 14.09.2017)

3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული განცხადების/ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა სტუდენტისათვის (ქართული, ინგლისური). (01-117, 14.09.2017)

4. უნივერსიტეტი ვალდებულია მოახდინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტების ინტეგრირება, მათი ცნობადობის ამაღლება საქართველოში ცხოვრების საჭირო დეტალებთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ტურების მოწყობა, რელიგიური და ეთნიკური თავისუფლების უზრუნველყოფა, კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა და ა.შ. (01-117, 14.09.2017)

 

მუხლი 38. სტუდენტური თვითმმართველობა

1. წინამდებარე დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების უკეთ რეალიზებისთვის, უნივერსიტეტში იქმნება სტუდენტური თვითმართველობა, რომელიც წარმოადგენს სტუდენტთა ნებაყოფლობითი ხასიათის გაერთიანებას.

2. სტუდენტური თვითმმართველობა საკუთარ საქმიანობას ახორციელებს თვითმართველობის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმართველობის წევრები ხმების უმრავლესობით. სტუდენტური თვითმართველობა მიმართულების განსაზღვრისას თუ ნებისმიერი აქტივობის განხოციელებებისას, სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით უნივერსიტეტის მხრიდან.

3. არავის აქვს უფლება ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში, თუკი ჩარევა მიზნად არ ისახავს მათი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

 

მუხლი 39. სტუდენტის ვალდებულებები

1. სტუდენტი ვალდებულია:

ა) მის მიერ არჩეული საგანამანთლებლო პროგრამის ფარგლებში ისწავლოს ყველა ის დისციპლინა, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო გეგმით და რომლის სწავლება სავალდებულოა;

ბ) დაიცვას უნივერსიტეტის დებულება, შინაგანაწესი და სხვა შიდა სამართლებრივი აქტები;

გ) დროულად და სრულად გადაიხადოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სწავლის საფასური.

2. სტუდენტის უნივერსიტეტში ქცევის სხვა წესების განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 40. დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს  კანცლერის ბრძანების საფუძველზე.

2. ახალი დებულების მიღებით ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული წინამდებარე დებულება.

3. წინამდებარე დებულებას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს უნივერსიტეტის კანცლერისა და უნივერსიტეტის რექტორის სხვა აქტებით დადგენილ ნორმებთან, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ სამართალურთიერთობებს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;