კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტუდენტური თვითმმართველობის წესდება

კავკასიის  საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წესდება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.   სტუდენტური თვითმმართველობა

1. ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დებულების შინაარსს, არ გააჩნია  იურიდიული ძალა და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, არის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" მოთხოვნათა დაცვის შესაბამისად. თვითმართველობის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და  საქართველოს სტუდენტთა უფლებების დეკლარაციას.

3. სტუდენტური თვითმმართველობის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ”, უნივერსიტეტის დებულებითა და წინამდებარე დებულებით.

4. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად. 

 5. სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის სისტემა, რომელიც კანონდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად ახორციელებს მის უფლებამოსილებას, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სტუდენტური თვითმმართველობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

 

მუხლი 2. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. სტუდენტი – პირი, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს  კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,  ერთსაფეხურიანი ან  დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად; 

2. უნივერსიტეტი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,  (კსუ) ;

3. სტუდენტური თვითმმართველობა - კავკასიის საერთაშორისო   უნივერსიტეტის სტუდენტების წარმომადგენლობითი ორგანო;

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია - კავკასიის საერთაშორისო   უნივერსიტეტის ყველა რგოლის მმართველობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას-გამგეობას, ადმინისტრირებასა და სასწავლო პროცესს;

5. ფაკულტეტი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას;

6. დელეგატი - სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული  პირი, (სტუდენტური თვითმმართველობის წევრი);

7. თვითმმართველობის პრეზიდენტი - დელეგატების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეული, სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი.

8. თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი - პირი, რომელსაც თვითმმართველობის პრეზიდენტი ირჩევს და ნიშნავს დელეგატებიდან. თვითმმართველობის პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს სამი ვიცე პრეზიდენტი.

9. არასასურველი პერსონა – სტუდენტური თვითმმართველობის წევრი რომელიც, თავისი ქმედებით ან უმოქმედობით ლახავს თვითმმართველობის ავტორიტეტს, არ ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას, პატივს არ სცემს დელეგატებს.

 

მუხლი 3. თვითმმართველობის არჩევნები

1. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.   სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 5 დღის ვადაში.

2. თითოეული ფაკულტეტიდან უნდა აირჩეს 8 დელეგატი, ხმათა უმრავლესობით.

3. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ნიშნავს თვითმმართველობის პრეზიდენტი (პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში - პირველი  ვიცე პრეზიდენტი). თვითმმართველობის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით.

4. თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს სექტემბრის  15 - დან  25 რიცხვის ჩათვლით. არჩევნებისათვის დადგენილი დღე, დადგენისთანავე, უნდა ეცნობოს: კსუ-ს სტუდენტებს, ადმინისტრაციის წევრებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.

5. არჩევნების დღედ უნდა შეირჩეს ნებისმიერი რიცხვი (დასვენების დღეების გარდა) 15 -დან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

6. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს თავმჯდომარე არჩევნების დღის გამოცხადებასთან ერთად. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ან სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე კანდიდატთან.

7. არჩევნების დროის ხანგრძლივობას ადგენს თვითმმართველობის პრეზიდენტი (პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში - პირველი  ვიცე პრეზიდენტი), თვითმმართველობის წევრების სიითი შემადგენლობის  ხმათა უმრავლესობით.

8. არჩევნების დროის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 7 საათისა. არჩევნები დასრულებულად ცხადდება იმავე დღის 18 საათზე.

9. არჩევნების შედეგები საჯარო  უნდა გახდეს, არჩევნების დასრულებიდან არაუგვიანეს 24  საათში.

10.  ახლად არჩეული თვითმმართველობის წევრთა  უფლებამოსილება ძალაში შედის,  არჩევნების შედეგების გამოცხადების მომდევნო დღეს.

11. თვითმმართველობის პრეზიდენტი არჩეულ უნდა იქნეს ახალი თვითმარველობის წევრების არჩევის დღიდან 15 სამუშაო დღეში.  თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩევა დელეგატთა მიერ ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. პრეზიდენტობის კანდიდატებს ხმის უფლება არ გააჩნიათ საპრეზიდენტო არჩევნებში.

პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია დელეგატებს წარუდგინოს თავისი  2 წლიანი საარჩევნო  პროგრამა (პროგრამის წარდგენა დაუშვებელია არჩევნების დღეს).

12. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის რაოდენობა შეზღუდული არ არის.

13. თვითმმართველობის მისამართი: ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73 , ოთახი 607. 317

14. არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა საინიციატივო ჯგუფმა ან პარტიამ უნდა მიმართოს „კსუ“-ს საარჩევნო კომისიას განცხადებით, არაუგვიანეს არჩევნებამდე 20 დღით ადრე. განცხადება რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს ჯგუფის სახელს, ჯგუფის წევრების მონაცემებს (სახელი, გვარები, ფაკულტეტი, კურსი) ფაკულტეტის მითითებას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს რომელიმე პარტიას, ამ შემთხვევაში  აუცილებელია პარტიის წევრთა სრული სია და პარტიის დასახელება). განცხადებას თან უნდა დაერთოს 2 წლიანი სამოქმედო გეგმა. 

15. საარჩევნო კომისია შეისწავლის წარდგენილ განცხადებას და განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პარტიის/ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ.

მუხლი 4. სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები

1. სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:

ა) დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან ურთიერთობაში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტის  სამართლებრივი დაცვა არასაუნივერსიტეტო ურთიერთობებშიც;

ბ) ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლებების, მათი კანონიერი  ინტერესების დაცვას;

გ) დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში  პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებასა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. დახმარება გაუწიოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სასწავლო პროცესის დახვეწასა და ეტაპობრივ განვითარებაში;

დ) ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას  საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა  ჩართულობა;

ე)  ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის ამაღლებას.  

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას  უფლება არ აქვს რაიმე სახით  უხეშად  ჩაერიოს, ან უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაზე და მის დამოუკიდებლობაზე. (უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილით)

3. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, არსებული ინფორმაციის გამოთხოვნის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.

 

მუხლი 5. სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილება

1. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა)  იცავს სტუდენტთა უფლებებს,თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის საფუძველზე წყვეტს სასწავლო პროცესთან, მატერიალურ საკითხებთან  და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტის, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს  განსახილველად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

დ) პერიოდულად აფასებს  აკადემიური პერსონალის მუშაობას;

ე) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;

2. წინამდებარე მიზნების მისაღწევად ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით, უნივერსიტეტის  შინაგანაწესითა და ამ დებულებით გაუთვალისწინებლ სხვა უფლებამოსილებას;

3. სტუდენტური თვითმმართველობა, უფლებამოსილია მე-4 მუხლში მითითებული მიზნების განსახორციელებლად მოაწყოს შესაბამისი შეხვედრები, დებატები, დისკუსიები, ტრენინგები, ინტელექტუალურ თამაშები, საგანმანათლებლო, ლიტერატურული, სპორტული, კულტურული, გასართობი,  სამეცნიერო  და  კანონით  ნებადართული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სტუდენტური თვითმმართველობა  უფლებამოსილია განახორციელოს საქველმოქმედო საქმიანობა.

4. სტუდენტური თვითმმართველობა  უფლებამოსილია ითანამშრომლოს  სხვადასხვა საუნივერსიტეტო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აგრეთვე გაერთიანებებთან, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რელიგიური გაერთიანებების, სექტების, გარდა).

5. სტუდენტურ თვითმმართველობას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შესაძლებელია ჰქონდეს საკუთარი ბეჭედი და შტამპი.

 

მუხლი 6. სტუდენტური თვითმმართველობის წევრობა

1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრია ის სტუდენტი, რომელიც ამ წესდების მე-3  მუხლის  თანახმად იქნება არჩეული .

2. სტუდენტური თვითმმართველობის სისტემაში არჩეული შეიძლება იყვნენ მხოლოდ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები.

3. სტუდენტური თვითმმართველობის წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

4. სტუდენტური თვითმმართველობის წევრის უფლებამოსილება ძალაში შედის არცევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების მეორე დღეს.

5. სტუდენტური თვითმმართველობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა  ხდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში;

გ) თუ იგი აღარ არის სტუდენტი და ექვსი თვის განმავლობაში არ აღუდგენია სტუდენტის სტატუსი

დ) თვითმმართველობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ იგი უხეშად არღვევს უნივერსიტეტის, ან სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას, გულგრილად ეკიდება და არ ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას, ხელს უშლის თვითმმართველობას ფუნქციონირებაში; 

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობისა ან, უგზოუკვლოდ დაკარგვის, ან სხვა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვერ შეძლებს უფლებებისა და მასზედ დაკისრებული  მოვალეობების განხორციელებას უახლოესი 6 თვის განმავლობაში;  

ვ) თუ დელეგატი გადავიდა მობილობის წესის საფუძველზე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.        

6. თვითმმართველობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველობის წევრი ხდება ის პირი (იმავე ფაკულტეტიდან), რომელმაც ბოლო არჩევნების დროს დააგროვა ხმების მეტი რაოდენობა, მაგრამ ვერ მოხვდა 8 გამსვლელ კანდიდატში.

 

მუხლი 7. თვითმმართველობის წევრის (დელეგატის) უფლებები და მოვალეობები

1. თვითმმართველობის წევრი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის მართვის ორგანოების მუშაობაში;

ბ) იქონიოს სათათბირო ხმის უფლება;

გ) დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად  წინადადებებით მიმართოს თვითმმართველობის მართვის ორგანოებს;

ე) მიიღოს მონაწილეობა   თვითმმართველობის მიერ ორგანიზიებული ღონისძიებების  შემუშავებაში, ან თავად შეიმუშაოს  პროექტები;

ვ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია  თვითმმართველობის   საქმიანობისა და მისი სტრუქტურის შესახებ;

ზ)  სრულად განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით მისთვის მინიჭებული   უფლებამოსილება;

2. თვითმმართველობის წევრი ვალდებულია:

ა) შეასრულოს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით მასზედ დაკისრებული მოვალეობები;

ბ) დაიცვას სტუდენტური თვითმმართველობის სახელი, ავტორიტეტი, ერთობა და ქონება;

გ) ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

3. თვითმმართველობის ნებისმიერი წევრის მიერ 2 ჯერ არა საპატიო მიზეზით საერთო კრებაზე არ გამოცხადების შემთხვევაში იგი ტოვებს უნივერსიტეტის თვითმმართველობას.

4. თვითმმართველობის წევრი, რომელიც 2-ჯერ არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს თვითმმართვეობის პრეზიდენტისა და მისი რომელიმე მოადგილის მიერ, დაკისრებულ დავალებას, იგი ტოვებს უნივერსიტეტის თვითმმართველობას.

 

მუხლი 8.  თვითმმართველობის საერთო კრება

1. თვითმმართველობის წევრთა საერთო კრება წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც შედგება სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული ყველა წევრისაგან.

ა) თვითმმართველობის წევრთა საერთო კრება უნდა  ჩატარდეს თვეში ერთხელ;

ბ) თვითმმართველობის   წევრთა საერთო კრების ჩატარების თარიღის შესახებ, თვითმმართველობის წევრებს უნდა ეცნობოთ კრების ჩატარებამდე  1 დღით ადრე;

გ) თვითმმართველობის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის  ნახევარზე მეტი;

 დ)  თვითმმართველობის კრებას ნიშნავს თვითმმართველობის პრეზიდენტი (პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში - ვიცე პრეზიდენტი).

ე)  საერთო კრება  განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებს მომავალი კვირის (კვირების)  განმავლობაში; 

 ვ) კრებამ უნდა განიხილოს და საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცოს თვითმმართველობის საქმიანობისათვის აუცილებელი პროგრამები და პროექტები, რომელსაც მას წარუდგენენ თვითმმართველობის წევრები ან მესამე პირები;

ზ) კრება, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის დროებით კომისიას (კომისიებს), რომლებიც თავის უფლებამოსილებას წყვეტენ საკითხის ამოწურვის შემდეგ;

თ) კრებამ  თვის  ბოლოს  უნდა მოისმინოს  პრეზიდენტის ანგარიში გაწეული  სამსახურის შესახებ;

ი) კრება უფლებამოსილია მიიღოს დებულება და შეიტანოს ცვლილებები მასში დელეგატთა  სიითი შემადგენლობის    უმრავლესობით. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდება სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის მოგროვება, მაშინ დამსწრე დელეგატთა ხმათა უმრავლესობოთ. ინიციატივის უფლების მქონე პირი არის, თვითმმართველობის წევრი  

 

მუხლი 9. თვითმმართველობის  პრეზიდენტი

1.თვითმმართველობის  პრეზიდენტის  უფლება - მოვალეობები:

ა) წარმოადგენს თვითმმართველობას კსუ-ს ხელმძღვანელი ორგანოების, სტუდენტების, ორგანიზაციების, უწყებების,  მესამე პირებისა და სხვათა  წინაშე;

ბ) კოორდინაციას უწევს თვითმმართველობის ორგანოთა მუშაობას;

 გ)  ყოველი  თვის  ბოლოს     საერთო კრებას გაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგენს ანგარიშს;                                  

დ) იწვევს თვითმმართველობის წევრთა საერთო კრებას;

ე) აქვს ინიციატივის უფლება თვითმმართველობის არჩევნების დღესთან დაკავშირებით;

2.  თვითმმართველობის პრეზიდენტის  უფლებამოსილება  ვადამდე   წყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში;

დ) სასამართლოს მიერ კანონიერი ძალაში შესული გადაწვეტილების ქმედითუუნაროდ ცნობის, ან უგზოუკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;

ე) დებულების, მოვალეობების  არაჯეროვნად  შესრულებლობისათვის, იმპიჩმენტის პროცედურით, რომლის დაწყებისათვის აუცილებელია  სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატების სიითი შემადგენლობის  70% -ის თანხმობა და აგრეთვე იგივე რაოდენობა იმპიჩმენტის დამტკიცებისათვისაა საჭირო.

ე) პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მისი პირველი მოადგილის არყოფნაში მისი მეორე მოადგილე, ვიდრე არ იქნება არჩეული თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი.

3. იმპიჩმენტის  პროცედურა უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 14-ი სამუშაო დღეში, მისი დაწყების დღიდან.

4. პრეზიდენტის  უფლებამოსილების შეწყვეტის  მომენტიდან  მისი უფლებამოსილება ავტომატიურად გადაეცემა პირველ ვიცე პრეზიდენტს,  პრეზიდენტის ხელახალ არჩევნებამდე.

5. ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩეს  არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

6. თვითმმართველობის პრეზიდენტს უფლება აქვს, ერთპიროვნულად არაუმეტეს   50 წევრისა, საპატიო წევრად დანიშნოს თვითმმართველობაში პირი, რომელსაც ექნება ხმის უფლება და ამავდროულად, მას მიეცემა 14-ი სამუშაო დრით გამოსაცდელ ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი, ვერ შეასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას, დელეგატების მოთხოვნათა ხმათა უმრავლესობით, დატოვებს უნივერსიტეტის თვითმმართველობას. ხოლო საპატიო წევრები შეიძება დაინიშნო სხვადასხვა დანაყოფებში

7. ყოველ ფაკულტეტზე ინიშნება ფაკულტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე მაგისტრატურატურის საფეხურზე ინიშება ერთი თვითმმართველობის თავმჯდომარე,  რომელთაც/რომელსაც ნიშნავს თვითმმართველობის პრეზიდენტი ფაკულტეტის დელეგატებთან კონსულტაციების საფუძველზე.

71. სტუდენტური თვითმმართველობის ბაზაზე აგრეთვე იქმნება დეპარტამეტები: სპორტის, კულტურის, განათლების, სოციალური, საზოგადოებათან ურთიერთობის, იურიდიული, ტურიზმის. სამუშაო ჯგუფები: საორგანიზაციო, განვითარების, პიარი, ივენთის, უსაფრთხოების, ინტელექტ და საუნივერსიტეტო კლუბები. აგრეთვე: მრჩეველტა საბჭო, ინტერნაციონალური საბჭო, მონიტორინგი, ფონდი და აპარატი.

8. თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიშნავს მდივანს, რომელიც ვალდებული იქნება ყოველ საერთო კრებაზე შეადგინოს სხდომის ოქმი.

 

 

წესდებას ხელმოწერით  ამტკიცებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმარეთველობა

20/09/2013წ                                                                                                             ქ.თბილისი

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;