კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტუდენტური თვითმართველობის შესახებ

სტუდენტური ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას. ამიტომ კსუ მიმართულია უნივერსიტეტში ჯანსაღი სტუდენტური გარემოს შექმნისკენ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ და შესაძლებლობა მივცეთ თითოეულ სტუდენტს, გამოავლინოს საკუთარი თავი, განავითაროს საკუთარი ინტერესების სფერო და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სტუდენტურ საქმიანობაში, რომელიც უნივერსიტეტის ფარგლებში ან მის ფარგლებს გარეთ ჩატარდება. მთავარია, მაღალი იყოს თითოეული მათგანის პიროვნული თავისუფლების ხარისხი.

 

კსუ-ს სტუდენტური ცხოვრება აქტიურია, საინტერესო და დატვირთული! ეს ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია! ამ პროცესების სრულყოფისა და განვითარების პროცესში ინტენსიურადაა ჩართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რომელმაც დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შექმნა და განახორციელა.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან. შედეგად სტუდენტებს არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები. უნივერსიტეტის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი  ხელს უწყობს  სტუდენტების აქტიურ ცხოვრებას როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ-რეკრეაციული მიმართულებით. მათი ინტერესების სფეროა: განათლება და მეცნიერება, სპორტი და ტურიზმი, სტუდენტების უფლებების დაცვა, კულტურა და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;