Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სტიპენდიის დანიშვნის წესი

იხილეთ დოკუმენტის pdf-ვერსია

 

დამტკიცებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

2011 წლის 2 ნოემბრის დირექტორის #01-33 ბრძანებით

 

წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს  და სხვა სახის წახალისების წესი

 

მუხლი1. ზოგადი დებულებები

1. სტიპენდია, ერთჯერადი ჯილდო და სხვა სახის წახალისება ემსახურება სტუდენტთა მოტივაციასა და კორკურენტული სასწავლო გარემოს შექმნას.

2.ეს წესი ვრცელდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტზე.

 

მუხლი2. სტიპენდიის მინიჭების პროცედურა

1. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი ყოველი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ორი კვირის  ვადაში ბრძანებით განსაზღვრავს სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობას, სტიპენდიანტების რაოდენობასა და სტიპენდიის ოდენობას.

2. სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია შედგება სამი წევრისაგან, რომლებიც შეირჩევა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისაგან.

3.კომისია განსაზღვრავს სტიპენდიის მსურველთა რეგისტრაციის ვადას.

4.კომისიის სხდომა უნდა დაინიშნოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 15 დღისა.  კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომლის საფუძველზეც  დირექტორი გამოსცემს ბრძანებას გამარჯვებული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

5. სტიპენდიანტს სტიპენდია შეიძლება შეუწყდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის ან ისეთი უღირსი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც უხეშად არღვევს უნივერსიტეტის დებულებას ან შინაგანაწესს.

 

მუხლი3. სტიპენდიის მაძიებელთა შეფასების კრიტერიუმები

1. სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასება ხორციელდება სტუდენტის აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

2. აკადემიური მოსწრება გამოითვლება სტუდენტის მიერ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წინა სემესტრის სასწავლო კურსებში (არანაკლებ 30 კრედიტი)  მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

3. სტიპენდიას მიიღებს სტუდენტები, რომლებსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სემესტრული GPA აქვთ 3,5-ზე მეტი. (01-28, 18.03.2015)

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ერთი ფაკულტეტიდან სტიპენდიას მიიღებს არაუმეტეს 10 სტუდენტი. (01-28, 18.03.2015)

 

მუხლი4. ერთჯერადი ჯილდო

1. ერთჯერადი ჯილდო გადაეცემა სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტი წარმოაჩინა საერთაშორისო ან ეროვნულ კონფერენციაში, სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში და სხვა.

2. სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს ერთჯერადი ჯილდოს მიმღებსა და ჯილდოს სახეს.

 

მუხლი5. სხვა სახის წახალისება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი თავისი ინიციატივით ან სტუდენტ(ებ)ის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სხვადასხვა სახის წამახალისებელ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;