Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
განსაკუთრებული საჭიროების სტუდენტების შეღავათი

იხილეთ დოკუმენტის pdf-ვერსია

 

დამტკიცებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

დირექტორის 2013 წლის 22 თებერვლის  #01-15 ბრძანებით

 

განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტებისათვის

სწავლების სპეციალური პირობების შექმნის წესი

 

მუხლი 1. მიზანი

აღნიშნული წესის მიზანია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტებისათვის სწავლების სპეციალური პირობების შექმნა მათთვის სასწავლო პროცესის ძირითად საქმიანობასთან ადაპტირებულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 2. განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტი

1. ამ წესის მიზნებისათვის განსაკუთრებულ კატეგორიის სტუდენტებს წარმოადგენენ:

1.1. მოქმედი სპორტსმენები, რომელთა სპორტული საქმიანობა რელევანტურად იქნა მიჩნეული უნივერსიტეტის მიერ;

1.2. სახელოვნებო-შემოქმედებით ანსამბლში, ჯგუფში, ან სხვა სახის კულტურულ დაწესებულებაში მოღვაწე სტუდენტები, რომელთა კულტურული საქმიანობა რელევანტურად იქნა მიჩნეული უნივერსიტეტის მიერ.

1.3. შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის ან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ საქმიანობის არასტანდარტული გრაფიკი;

1.4. საუნივერსიტეტო სპორტულ, კულტურულ, სახელოვნებო, ინტელექტუალურ ან/და შემოქმედებით საქმიანობაში აქტიურად ჩართული სტუდენტები. რომელთა საქმიანობა რელევანტურად იქნა მიჩნეული უნივერსიტეტის მიერ.

2. სტუდენტის განსაკუთრებული კატეგორია დგინდება:

2.1. ამ მუხლის 1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უნივერსიტეტის სპორტის განყოფილების უფროსის გადაწყვეტილებით, რომელიც გასცემს შესაბამის შიდა მოხმარების ცნობას.

2.2 ამ მუხლის 1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, რომელიც გასცემს შესაბამის შიდა მოხმარების ცნობას.

2.3. ამ მუხლის 1.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში -  შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული სამსახურეობრივი მოწმობით ან სხვა დოკუმენტით.

2.4. ამ მუხლის 1.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ან სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, რომელიც გასცემს შესაბამის შიდა მოხმარების ცნობას.

3. ამ მუხლის 2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული შესაბამისი შიდა მოხმარების ცნობის საფუძველზე მე-3 მუხლით დადგენილი შეღავათების დაწესების უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს.

 

მუხლი 3. სწავლების განსაკუთრებული პირობები

1. განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტს უფლება აქვს:

1.1. შუალედური გამოცდა ჩააბაროს/შუალედური გამოცდა აღადგინოს შუალედური გამოცდის/აღდგენის კვირებში ინდივიდუალური გრაფიკით;

1.2 ფინალური/დამატებითი გამოცდა ჩააბაროს ფინალური/დამატებითი გამოცდების პერიოდში ინდივიდუალური გრაფიკით;

2. განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტმა, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოსაყენებლად, შუალედური გამოცდის/აღდგენის კვირამდე, აგრეთვე ფინალური/დამატებითი გამოცდების პერიოდამდე არანაკლებ 7 დღით ადრე უნდა მიმართოს დეკანატს ინდივიდუალური გრაფიკის შესათანხმებლად;

3. განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტს სააუდიტორო მეცადინეობის, შუალედური ან/და ფინალური გამოცდის გაცდენა ეთვლება საპატიოდ შესაბამისი ცნობის წარმოდგენის გარეშე.

4. თუ განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტმა რომელიმე საგანში მიიღო „F“ შეფასება (ჩაიჭრა), ხოლო  ფაკულტეტზე დაინიშნა ამ საგნის ინტენსიური კურსი, განსაკუთრებული კატეგორიის სტუდენტს უფლება აქვს გაიაროს ეს ინტენსიური კურსი კურსის ღირებულების გადახდის გარეშე.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;