Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სამაგისტრო ნაშრომის შესრულების წესი

სამაგისტრო ნაშრომის შესრულების წესი

დანართი #4

დამტკიცებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

კანცლერის 2014 წლის 27 მარტის #01-36 ბრძანებით

 

სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და

კომისიაზე დაცვის წესი

 

მუხლი 1. სამაგისტრო ნაშრომის მიზანი

1. სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად შესრულებულ სამუშაოს. იგი არ არის ჯგუფური პროექტი. მასში უნდა აისახოს სწავლის პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ღრმა და სისტემური ცოდნა.  

2. სტუდენტმა სამაგისტრო ნაშრომში უნდა შეძლოს კომპლექსური პრობლემის გადაწყვეტის ახალი,ორიგინალური გზების მოძიება,    უნდა გამოავლინოს კვლევისდამოუკიდებლად განხორციელების უნარი უახლესი მეთოდებისა დამიდგომების გამოყენებით. ნაშრომში უნდა ჩანდეს, რომ სტუდენტს შეუძლია  რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის უახლესიკვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზედასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციისინოვაციური სინთეზი. ნაშრომში შემოქმედებითად უნდა იყოს გამოყენებული თანამედროვე საინფორმაციო დასაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, დარგისთავისებურებებისგათვალისწინებით.

3. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია სწავლის პროცესში მიღებული მთელი ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნის, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.

 

მუხლი 2. სამაგისტრო  ნაშრომის ხელმძღვანელი

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ან მოწვეული პროფესორი. სამაგისტრო ნაშრომს შესაძლებელია ჰყავდეს თანახელმძღვანელიც.

 

მუხლი 3. სამაგისტრო  ნაშრომის თემის არჩევა

1. სამაგისტრო თემას სტუდენტი ირჩევს ხელმძღვანელთან შეთანხმებით რექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამაგისტრო ნაშრომთა თემატიკიდან;

2. სამაგისტრო ნაშრომის თემის სახელწოდების შეთანხმება სამაგისტრო პროგრამის ხელმძ­ღ­ვა­ნელთან  უნდა მოხდეს მესამე სემესტრის დასაწყისში.

3. სამაგისტრო ნაშრომის სახელწოდების დაზუსტება შესაძლებელია მეოთხე სემესტრის დაწყებამდე.

 

მუხლი 4. სამაგისტრო ნაშრმის შესრულების ენა

1. სამაგისტრო ნაშრომის სრულდება ქართულ ენაზე.

2. უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრები წარმოადგენენ ნაშრომს იმ ენაზე, რა ენაზეც მიმდინარეობს სწავლება.

 

მუხლი 5. სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა

1. სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურაშედგება შემდეგი პუნქტებისაგან:

  1. თავფურცელი;
  2. ანოტაცია;
  3. შინაარსი (სარჩევი);
  4. შესავალი;
  5. ტექსტის ძირითადი ნაწილი; (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე ტექსტის სტრუქტურა შეიძლება შედგებოდეს: შესავალი, ტექსტის ძირითადი ნაწილი, მეთოდი, შედეგები/მონაცემები, განხილვა);
  6. დასკვნა;
  7. გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული ნუსხა;

2. სამაგისტრო ნაშრომისარააუცილებელი შემადგენელი ნაწილებია:

  1.  ცხრილები;
  2.  გამოყენებული აბრევიატურების ნუსხა;
  3.  დანართები.
  1. თავფურცელი (სატიტულო ფურცელი) – ივსება ქვემოთმოყვანილი წესის მიხედვით:
  • ზემოთ უნდა მიეთითოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სრული დასახელება;
  • ქვევით 2–3 სმ–ის დაშორებით იწერება მაგისტრანტის სახელი და გვარი (სახელობით ბრუნვაში), (შრიფტის ზომა: 16);
  • შუა ნაწილში იწერება სამაგისტრო ნაშრომის დასახელება (შრიფტის ზომა: 16); (მას არ მიეწერება სიტყვა „თემა“ და ბრჭყალებში ჩასმას არ საჭიროებს);
  • სათაურის შემდეგ იწერება სამაგისტრო პროგრამის დასახელება (შრიფტის ზომა: 14);
  • სამაგისტრო პროგრამის დასახელების ქვემოთ იწერება მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი, რომლის მოსაპოვებლად არის წარდგენილი ნაშრომი დასაცავად. (შრიფტის ზომა: 14); (მაგ: სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად);
  • თავფურცელის მარჯვენა ქვედა მხარეს იწერება სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის – სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, წოდება, აკადემიური თანამდებობა;
  • სულ ქვემოთ შუა ნაწილში იწერება სამაგისტრო ნაშრომის შესრულების ადგილი, ანუ ქალაქი და წელი.
  1. ანოტაციააისახება თემის მოკლე შინაარსი დაახლოებით 150 სიტყვის ოდენობით.  ანოტაცია უნდა დაიწეროს ქართულ და ინგლისურ ენებზე. აუცილებელია ინგლისურ ენაზე ანოტაციასთან ერთად მაგისტრანტის სახელის, გვარის და თემის სათაურის ზუსტი მითითება.

5. შინაარსი (სარჩევი)ასახავსსამაგისტრო ნაშრომისსრული ტექსტის ყველა თავსა და პარაგრაფის ზუსტ დასახელებას თანმიმდევრულად მათი გვერდების ნომრის მარჯვენა მხარეს მითითებით. გვერდების ნუმერაცია უნდა დაიწეროს სარჩევის მომდევნო გვერდიდან თავფურცელის, ანოტაციის და შინაარსის გვერდების რაოდენობის გათვალისწინებით.

6. შესავალი წარმოადგენს ნაშრომის ზოგად ნაწილს, რომელშიც უნდა აისახოს:

  • თემის აქტუალობის დასაბუთება;
  • მიზნები;
  • დასმული ამოცანების შინაარსი;
  • საკვლევი საგნისა და ობიექტის ფორმულირება;
  • კვლევისათვის გამოყენებული მეთოდი/მეთოდები;
  • პრობლემის კვლევის მდგომარეობა, ანუ თუ არის საკითხი დამუშავებული, ვის მიერ, როდის და რა კუთხით;
  • რით განსხვავდება მოცემული სამაგისტრო ნაშრომი წინა კვლევებისგან;
  • მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და საინფორმაციო რესურსები.

შესავლის მოცულობა, სასურველია არ აღემატებოდეს 3–5 გვერდს.

7. ტექსტის ძირითადი ნაწილიძირითადი ტექსტი უნდა დაიყოს თავებად /პარაგრაფებად. თავები გადაინომრება თანმიმდევრულად. პარაგრაფებს დაესმის თავისა და პარაგრაფის ნომრები. თავის დასახელება იწერება 14/16–იანი ზომის შრიფტით. ტექსტი შეიძლება მოიცავდეს 3–6 თავს, თითოეული თავი კი 3–5 პარაგრაფს. შესავალი, თითოეული თავი და დასკვნა უნდა დაიწყოს ახალი გვერდიდან, ხოლო ქვეთავები გაგრძელდეს იმავე გვერდზე.

8. დასკვნაწარმოადგენს სამაგისტრო შრომის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული შედეგების ნაწილს. დასკვნაში შეიძლება ჩამოყალიბებულ იქნეს შესაბამისი რეკომენდაციები.

9. გამოყენებული ლიტერატურის მიმართ გასათვალისწინებელი მოთხოვნები:

  • ლიტერატურის ნუსხა წარმოდგენილი უნდა იყოს ანბანური თანმიმდევრობით (ჯერ ქართულ, შემდეგ უცხოურ ენებზე);
  • წიგნის ან მონოგრაფიის მითითებისას საჭიროა დასახელდეს ავტორის გვარი და ინიციალი, ნაშრომის სახელწოდება, გამოცემის ქალაქი,  გამომცემლობა, წელი;
  • სამეცნიერო სტატიის მითითებისას უნდა დასახელდეს ავტორის გვარი, ინიციალი, ნაშრომის სახელწოდება, სამეცნიერო ჟურნალის სახელწოდება, წელი, ტომი/ნომერი, საწყისი და ბოლო გვერდები;
  • ტექსტში გამოყენებული საილუსტრაციო მასალა – ცხრილები, დიაგრამები, სურათები, ჰისტოგრამები, სქემები უნდა გადაინომროს. მაგალითად, ნაშრომის თავის ნომერი და ცხრილის ნომერი. მაგ.: 2.1, ,2.2 და ა.შ

10. სამაგისტრო ნაშრომის ტექსტში გამოყენებული კონკრეტული ნაშრომის მითითებისას და ავტორისეული მოსაზრების დაფიქსირებისას მრგვალ ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს მისი ინიციალი, გვარი და ნაშრომის გამოქვეყნების წელი; მაგ: (დ. უზნაძე 1998);

11. ტექსტში გამოყენებული ციტატების ბოლოს კვადრატულ ფრჩხილებში უნდა მიეთითოს ავტორის  ინიციალი, გვარი, წელი და გვერდი. მაგ:  [დ. უზნაძე 1998: 6]; მოკლე ციტატა (არაუმეტეს სამი სტრიქონი) უნდა იყოს მთლიანად ტექსტში ჩართული, იტალიკით, ბრჭყალებში. გრძელი ციტატა (სამ სტრიქონზე  მეტი) - ტექსტიდან აბზაცით გამოყოფილი, იტალიკით.

12. ტექსტში გამოყენებული ფორმულებიდან უნდა გადაინომროს მხოლოდ ისინი, რომელთა მითითებაც ხდება შემდგომში. ფორმულების აღმნიშვნელი ნუმერაცია, გამოსახული არაბული რიცხვებით მაგ (4.5) რაც ნიშნავს მე–4 თავის მე–5 ფორმულას.

13. შენიშვნები და დამატებითი ინფორმაცია სქოლიოების სახით, საჭიროების შემთხვევაში, დაერთვის თითოეული გვერდის ბოლოს უწყვეტი ნუმერაციით. შენიშვნების/სქოლიოების  შრიფტის ზომა: 10.

 

მუხლი 6. ტექსტის დაკაბადონების წესი

  1. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
  2. შრიფტის სახე - Sylfaen;
  3. ტექსტის შრიფტის ზომა - 12;
  4. თავები/ქვეთავების შრიფტის ზომა - 14/16;
  5. სქოლიოს შრიფტის ზომა  -10;
  6. სტრიქონებს შორის მანძილი -1,5 ინტერვალი;
  7. ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან - 38 მმ, მარჯვნიდან -15 მმ, ზემოდან - 25 მმ, ქვემოდან - 25 მმ;
  8. ნაშრომის მოცულობა, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია მერყეობდეს - არაუმეტეს 75 გვ. და არანაკლებ 60 გვ.

 

მუხლი 7. პლაგიატი

1. ნაშრომში სხვათა მოსაზრებების, ფრაზებისა და წინადადებების გამოყენებას არასათანადო წესებით (ლიტერატურული წყაროს მითითების გარეშე)  ეწოდება პლაგიატი.

2. პლაგიატი (plagiatus ლათ.) ნიშნავს მიტაცებულს. მეცნიერებაში პლაგიატი ეწოდება ნებსითთუუნებლიეთ, სხვისიიდეებისსაკუთარიდეებადგასაღებას. ეს „იდეები“ შეიძლებაიყოსნაბეჭდიანელექტრონულიმასალა, დაწყებულიმარტივიწინადადებებითადადამთავრებულიმთელიპარაგრაფებით; ამასთან, ესშეიძლებაიყოსსტატისტიკურიმონაცემები, ლაბორატორიული კვლევისშედეგები, ხელოვნებისნიმუშებიდაა.შ.

3. პლაგიატის  აღმოჩენის ნებისმიერ შემთხვევაში სტუდენტის მიმართ გავრცელდება დისციპლინარული ღონისძიებები, რაც გათვალისწინებულია სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით და შინაგანაწესით. 

 

მუხლი 8. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა და დაცვა

სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად წარდგენის წინაპირობაა ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა;

  • ნაშრომი წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის ფაკულტეტზე დაცვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე.
  • წინასწარ განხილვაზე მას განესაზღვრება რეცენზენტი;
  • ნაშრომის რეცენზენტი უნდა იყოს დარგის სპეციალისტი, რომელიც რეცენზიის დროს არ არის უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე.
  • რეცენზენტს ნაშრომი უნდა გადაეცეს დაცვამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე. იგი დაცვამდე 5 დღით ადრე  წარადგენს რეცენზიას წერილობითი ფორმით;
  • სამაგისტრო ნაშრომი უნდა იყოს ყდაში ჩასმული A4 ფორმატის ფურცელზე;
  • სამაგისტრო ნაშრომს უნდა ახლდეს ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, შეფასებით;
  • მაგისტრანტმა ასევე უნდა წარადგინოს ნაშრომის სრული ელექტრონული ვერსია - CD დისკზე;
  • ნაშრომის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში დაცვა გადაიდება ერთი სემესტრით.
  • ნაშრომში 51 ქულაზე ნაკლები შეფასების მიღების შემთხვევაში, სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გადაიდება ერთი სემესტრით.

 

მუხლი 9. შეფასების კრიტერიუმები:

1. ნაშრომი ფასდება 100 ქულიანი სისტემით.

2. ნაშრომის შეფასება ხდება 3 რგოლის მეშვეობით: (01-59, 03.06.2016)

2.1. თემის ხელმძღვანელი - 30 ქულით, ქვემოთ მოყვანილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად:

  1. თემის აქტუალობის წარმოჩენა - 5 ქულა

5 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობალოგიკურადაა  განმარტებული და დასაბუთებული

4 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ლოგიკურადაა  განმარტებული, მაგრამ აკლია სიცხადე/დასაბუთება

3 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა განმარტებულია, მაგრამ ბოლომდე არ არის დასაბუთებული

2 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ზედაპირულად და არაარგუმენტირებულადაა ჩამოყალიბებული

1 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ჩამოყალიბებულია არაკვალიფიციურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე

0 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა არ არის ჩამოყალიბებული

  1. საკითხის კვლევის ისტორიის წარმოჩენა - მაქსიმუმ 5 ქულა

5 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, სიღრმისეულად გაანალიზებული და შეფასებული.

4 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია არის ჩამოყალიბებული, გაანალიზებული და შეფასებული.

 

3 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია არის ჩამოყალიბებული, მაგრამ არ არის გაანალიზებული და შეფასებული

2 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია ზედაპირულად არის ჩამოყალიბებული, არ არის გაანალიზებული და შეფასებული

1 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია არაკვალიფიციურად არის ჩამოყალიბებული

0 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია საერთოდ არ არის წარმოჩენილი

  1. შერჩეული თემის კვლევის  მეთოდოლოგია - მაქსიმუმ 5 ქულა

5 ქულა

კვლევის მეთოდები კომპლექსურად, კვალიფიციურად, და სრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი წარმატებით შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას.

4 ქულა

კვლევის მეთოდები კვალიფიციურადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას.

3 ქულა

კვლევის მეთოდები არასრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი ვერ შეძლებს სრულად უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას

2 ქულა

შერჩეული მეთოდოლოგია მოძველებულია და შეუსაბამოა თემასთან. მაგისტრანტი ვერ შეძლებს  უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას

1 ქულა

კვლევის მეთოდები შერჩეულია არაკვალიფიციურად

0 ქულა

კვლევის მეთოდები საერთოდ არ არის შერჩეული

 

  1. შერჩეული მასალა, სამეცნიერო ლიტერატურა - მაქსიმუმ 5  ქულა

5 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასრულად შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

4 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაშეესაბამება კვლევის მოთხოვნებს, მაგრამ  საჭიროებს შევსებას

3 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა მხოლოდ ნაწილობრივაკმაყოფილებს კვლევის მოთხოვნებს

2 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული

1 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაარის შემთხვევითი, აკლია შესაბამისობა დახარისხი

0 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასაერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. ნაშრომის სტრუქტურა- 5 ქულა

5 ქულა

ნაშრომის სტრუქტურა ზედმიწევნით პასუხობს თემის სათაურს.

4 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა პასუხობს თემის სათაურს, მაგრამ საჭიროებს დაზუსტებას.

3 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა ნაწილობრივ პასუხობს თემის სათაურს,

2 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული.

1 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა აკლია შესაბამისობა დახარისხი.

0 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა საერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. კვლევის საბოლოო შედეგები - მაქსიმუმ 5 ქულა

5 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია მაღალი თეორიული და გამოყენებითი მნიშვნელობის შედეგების მიღება.

4 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულების შედეგების მიღება.

3 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო დანიშნულების შედეგების მიღება.

2 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით ნაკლებად აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება  მოითხოვს დამატებით დაზუსტებას

1 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით არ აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება საეჭვოა.

0 ქულა

მაგისტრანტსარ გააჩნია შეხედულება კვლევის საბოლოო შედეგების შესახებ. რაიმე დანიშნულების მქონე შედეგების მიღებაშეუძლებელია.

 

2.2. რეცენზენტი- 30 ქულით, ქვემოთ მოყვანილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად:

  1. თემის აქტუალობის წარმოჩენა - 7 ქულა

6-7ქულა

საკვლევი თემის აქტუალობალოგიკურადაა  განმარტებული და დასაბუთებული

5-6 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ლოგიკურადაა  განმარტებული, მაგრამ აკლია სიცხადე/დასაბუთება

4-5 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა განმარტებულია, მაგრამ ბოლომდე არ არის დასაბუთებული

3-4 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ზედაპირულად და არაარგუმენტირებულადაა ჩამოყალიბებული

1-2 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ჩამოყალიბებულია არაკვალიფიციურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე

0 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა არ არის ჩამოყალიბებული

  1. შერჩეული თემის კვლევის  მეთოდოლოგია - მაქსიმუმ 5 ქულა

5 ქულა

კვლევის მეთოდები კომპლექსურად, კვალიფიციურად, და სრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით დოქტორანტი წარმატებით შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას.

4 ქულა

კვლევის მეთოდები კვალიფიციურადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით დოქტორანტი შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას.

3 ქულა

კვლევის მეთოდები არასრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით დოქტორანტი ვერ შეძლებს სრულად უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას

2 ქულა

შერჩეული მეთოდოლოგია მოძველებულია და შეუსაბამოა თემასთან. დოქტორანტი ვერ შეძლებს  უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას

1 ქულა

კვლევის მეთოდები შერჩეულია არაკვალიფიციურად

0 ქულა

კვლევის მეთოდები საერთოდ არ არის შერჩეული

 

  1. შერჩეული მასალა, სამეცნიერო ლიტერატურა - მაქსიმუმ 5  ქულა

5 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასრულად შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

4 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაშეესაბამება კვლევის მოთხოვნებს, მაგრამ  საჭიროებს შევსებას

3 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა მხოლოდ ნაწილობრივაკმაყოფილებს კვლევის მოთხოვნებს

2 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული

1 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაარის შემთხვევითი, აკლია შესაბამისობა დახარისხი

0 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასაერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. ნაშრომისსტრუქტურა5 ქულა

5 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა ზედმიწევნით პასუხობს თემის სათაურს.

4 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა პასუხობს თემის სათაურს, მაგრამ საჭიროებს დაზუსტებას.

3 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა ნაწილობრივ პასუხობს თემის სათაურს,

2 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული.

1 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა აკლია შესაბამისობა დახარისხი.

0 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა საერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. კვლევის საბოლოო შედეგები - მაქსიმუმ 8 ქულა

7-8 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია მაღალი თეორიული და გამოყენებითი მნიშვნელობის შედეგების მიღება.

5-6 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო დანიშნულების შედეგების მიღება.

3-4 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით ნაკლებად აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება  მოითხოვს დამატებით დაზუსტებას

1-2 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით არ აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება საეჭვოა.

0 ქულა

მაგისტრანტსარ გააჩნია შეხედულება კვლევის საბოლოო შედეგების შესახებ. რაიმე დანიშნულების მქონე შედეგების მიღებაშეუძლებელია.

 

2.3. კომისია - 40 ქულით, ქვემოთ მოყვანილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად:

 

  1. შერჩეული თემისა და პრობლემის აქტუალობა- 10 ქულა

9-10 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობალოგიკურადაა  განმარტებული და დასაბუთებული

7-8 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ლოგიკურადაა  განმარტებული, მაგრამ აკლია სიცხადე/დასაბუთება

5-6 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა განმარტებულია, მაგრამ ბოლომდე არ არის დასაბუთებული

3-4 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ზედაპირულად და არაარგუმენტირებულადაა ჩამოყალიბებული

1-2 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ჩამოყალიბებულია არაკვალიფიციურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე

0 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა არ არის ჩამოყალიბებული

  1. ნაშრომის სტრუქტურა -5 ქულა

5 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა ზედმიწევნით პასუხობს თემის სათაურს.

4 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა პასუხობს თემის სათაურს, მაგრამ საჭიროებს დაზუსტებას.

3 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა ნაწილობრივ პასუხობს თემის სათაურს,

2 ქულა

ნაშრომის სტრუქტურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული.

1 ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა აკლია შესაბამისობა დახარისხი.

0  ქულა

ნაშრომის  სტრუქტურა საერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. კვლევის  მეთოდოლოგიადა შერჩეული სამეცნიერო ლიტერატურა- მაქსიმუმ 10 ქულა

9-10 ქულა

კვლევის მეთოდები კომპლექსურად, კვალიფიციურად, და სრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი წარმატებით შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასრულად შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

7-8 ქულა

კვლევის მეთოდები კვალიფიციურადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაშეესაბამება კვლევის მოთხოვნებს, მაგრამ  საჭიროებს შევსებას

5-6 ქულა

კვლევის მეთოდები არასრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი ვერ შეძლებს სრულად უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა მხოლოდ ნაწილობრივაკმაყოფილებს კვლევის მოთხოვნებს

3-4 ქულა

შერჩეული მეთოდოლოგია მოძველებულია და შეუსაბამოა თემასთან. მაგისტრანტი ვერ შეძლებს  უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული

1-2 ქულა

კვლევის მეთოდები შერჩეულია არაკვალიფიციურად, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაარის შემთხვევითი, აკლია შესაბამისობა დახარისხი

0 ქულა

კვლევის მეთოდები საერთოდ არ არის შერჩეული, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასაერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. კვლევის საბოლოო შედეგები - მაქსიმუმ 10 ქულა

9-10 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია მაღალი თეორიული და გამოყენებითი მნიშვნელობის შედეგების მიღება.

7-8 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულების შედეგების მიღება.

5-6 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო დანიშნულების შედეგების მიღება.

3-4 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით ნაკლებად აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება  მოითხოვს დამატებით დაზუსტებას

1-2 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით არ აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება საეჭვოა.

0 ქულა

მაგისტრანტსარ გააჩნია შეხედულება კვლევის საბოლოო შედეგების შესახებ. რაიმე დანიშნულების მქონე შედეგების მიღებაშეუძლებელია.

  1. პრეზენტაციის უნარი - მაქსიმუმ 5 ქულა

5 ქულა

ორგანიზაციული ნიმუში(განსაკუთრებულიმისალმება და დასკვნა,თანდართულიდოკუმენტები) არისაშკარა და ღია,პრეზენტაცია არისშეკრული.

4 ქულა

ორგანიზაციული ნიმუში(განსაკუთრებულიმისალმება და დასკვნა,თანდართულიდოკუმენტები) ცხადიადა აშკარად შესამჩნევიაპრეზენტაციისას

3 ქულა

ორგანიზაციული ნიმუში(განსაკუთრებულიმისალმება და დასკვნა,თანდართულიდოკუმენტები)დროდადრო შესამჩნევიაპრეზენტაციისას

2 ქულა

ორგანიზაციული ნიმუში(განსაკუთრებულიმისალმება და დასკვნა,თანდართულიდოკუმენტები) არ არისშესამჩნევიპრეზენტაციისას

1 ქულა

პრეზენტაციაარაეფექტიანად არისშესრულებული დაყურადღება არაარსებითსაკითხებზეაგადატანილი

0 ქულა

პრეზენტაციაარაეფექტიანად არისშესრულებული და მაგისტრანტი საუბრობს თემისაგან გასხვავებულ საკითხებზე

შენიშვნა: შესრულებული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია მხედველობაში  მიღებული იქნეს შეფასების ზოგიერთი სპეციფიკური კრიტერიუმი.

 

მუხლი 10. კომისია

1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხდება სპეციალურად შექმნილ კომისიაზე, რომლის შემადგენლობასაც ბრძანებით ამტკიცებს რექტორი.

2. კომისია უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი წევრისა და კომისიის მდივნისაგან.

3. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც არის დარგის სპეციალისტი და დაცვის მომენტისათვის არ არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრი.

4. კომისია ნაშრომს აფასებს 40 ქულის ფარგლებში. კომისიის შეფასება არის მისი ყველა წევრის შეფასების  საშუალო. დადებითი შეფასებისათვის აუცილებელია კომისიის შეფასება იყოს არანაკლებ 21 ქულისა. (01-59, 03.06.2016)

 

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

1. სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და კომისიაზე დაცვის წესს ბრძანებით ამტკიცებს უნივერსიტეტის კანცლერი.

2. აღნიშნულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანცლერის ბრძანებით.

 

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;