Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საბაკალავრო ნაშრომის წესი

იხილეთ დოკუმენტის pdf-ვერსია

დამტკიცებულია კანცლერის 2014 წლის 27 მარტის #01-36 ბრძანებით

 

საბაკალავრო ნაშრომის შესრულებისა და

კომისიაზე დაცვის წესი

მუხლი 1

საბაკალავრო ნაშრომი წარმოადგენს ერთგვარ შემაჯამებელ სამუშაოს, რითაც მოწმდება სპეციალობაში სტუდენტის არგუმენტაციის, ანალიზისა და სინთეზის უნარები და ასევე პრობლემების ხედვის თუ შეფასების შესაძლებლობები.

 

მუხლი 2

1. საბაკალავრო ნაშრომის ფორმატი გულისხმობს სტუდენტის მიერ კვლევისა და ანალიზის თემის შერჩევას, საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელის არჩევას, მასთან კონსულტირებასა და დამოუკიდებელ მუშაობას, საბაკალავრო ნაშრომის ირგვლივ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და კრიტიკულ ანალიზს.

2. საბაკალავრო ნაშრომის მიზანია სტუდენტს განუვითაროს დამოუკიდებელი მუშაობის, ანალიზისა და ინფორმაციის სინთეზის უნარები, საშუალება მისცეს მას ჩამოაყალიბოს, წარმოაჩინოს და დაიცვას კვლევის მეთოდოლოგია, შეძლოს თეორიული ცოდნისა და ემპირიული მასალის საკვლევ თემასთან ინტეგრირება.

 

მუხლი 3

1. საბაკალავრო ნაშრომის თემას და საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელს ირჩევს სტუდენტი. საბაკალავრო ნაშრომის თემა შეირჩევა სტუდენტისა და ხელმძღვანელის მოსაზრებათა შეჯერების საფუძველზე რექტორის ბრძანებით დამტკიცებული თემატიკიდან.

2. საბაკალავრო ნაშრომი უნდა შესრულდეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დამამთავრებელი სემესტრის განმავლობაში,  ხოლო მისი დაცვა უნდა განხორციელდეს სემესტრის დასასრულს.

 

მუხლი 4

1. საბაკალავრო ნაშრომის შესრულების შედეგად სტუდენტი შეიძენს არჩეული თემის ირგვლივ ღრმა თეორიულ ცოდნას, შეძლებს ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და შედარებით ანალიზს.

2. საბაკალავრო ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 45 გვერდისა გაფორმებული წინამდებარე წესის შესაბამისად. რაოდენობაში იგულისხმება ყველა აკინძული გვერდი დანართისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე. (01-58, 03.06.2016)

3. საბაკალავრო ნაშრომი ფასდება 100 ქულიანი სისტემით.  ნაშრომის  შეფასებას ახორციელებს საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი (40 ქულა), თემის რეცენზენტი (30 ქულა),  კომისია საჯარო დაცვაზე (30 ქულა).

 

მუხლი 5

საბაკალავრო ნაშრომის და მისი საჯარო დაცვის შეფასების კრიტერიუმებია:

  • თემის აქტუალობა და პრობლემების ხედვა;
  • კვლევითი კომპონენტი და ანალიზის უნარი;
  • არგუმენტირებული დასკვნები და სამეცნიერო სიახლე;
  • ნაშრომის  გაფორმების ხარისხი;
  • საბაკალავრო ნაშრომზე სემესტრის განმავლობაში გაწეული სამუშაო;
  • საბაკალავრო ნაშრომის პრეზენტაციის ხარისხი;
  • დასმულ კითხვებზე გაცემული არგუმენტირებული პასუხები;
  • შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე პასუხების სიზუსტე და სიღრმისეულობა.

 

მუხლი 6

1. საბაკალავრო ნაშრომის  სტრუქტურის შერჩევა წარმოებს ავტორის მიერ თემატიკის მიხედვით.

2. საბაკალავრო ნაშრომი უნდა შესრულდეს A4  ფორმატის (297´210 მმ) 80 გ/მ2  სიმკვრივის ქაღალდზე. ორიენტაცია – ვერტიკალური. ბეჭდვა უნდა წარმოებდეს მხოლოდ ერთ გვერდზე. ფოტოსურათები და სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ცხრილები შესაძლებელია შესრულებულ იქნას A4 ფორმატის ფოტოგრაფიულ ქაღალდზე. უფრო დიდი თაბახის გამოყენების შემთხვევაში (მაგ. სქემებისათვის) დასაშვებია ნებისმიერი ფორმატის გამოყენება, მხოლოდ აღნიშნული გვერდები არ უნდა აიკინძოს ძირითად ტექსტთან ერთად.

3. საბაკალავრო ნაშრომის გაფორმებისას ყოველი ფურცლის მარცხენა მხარეს უნდა დარჩეს – 38 მმ-იანი მინდორი, მარჯვნივ 15 მმ-იანი, ზედა და ქვედა - 25 მმ-იანი.

4. საბაკალავრო ნაშრომის ტექ­სტის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უნ­და შეს­რულ­დეს შრიფ­ტით: Sylfaen,  ზო­მით 12. თა­ვე­ბი­სა და ქვეთავების და­სა­ხე­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას 14/16 ზო­მის შრიფ­ტი. შემ­ჭიდ­რო­ვე­ბუ­ლი ტი­პის შრიფ­ტე­ბი არ მი­ი­ღე­ბა.

5. საბაკალავრო ნაშრომის ყველა გვერდი უნდა იქნას დანომრილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. ასევე დაუშვებელია გვერდების განმეორება. გვერდის ნომრების შრიფტის მინიმალური ზომა არის 10. შესავალი გვერდები, გარდა სატიტულო გვერდისა, ინომრება ქვედა მარჯვენა კიდეში დაბალი რეგისტრის რომაული ციფრებით (i, ii, iii და ა. შ.). საბაკალავრო  ნაშრომის სხვა დანარჩენი ნაწილი ინომრება არაბული ციფრებით.

6. საბაკალავრო ნაშრომის ძი­რი­თა­დი ტექ­სტის­თვის ინ­ტერ­ვა­ლი არის 1.5. მცი­რე ზო­მის სექ­ცი­ე­ბი­სათ­ვის (შინაარსი, ცხრილების ნუსხა, რეზიუმე, სქო­ლიო, შე­ნიშ­ვნა და სხვა) აიღება ინ­ტერ­ვა­ლი 1.

7. საბაკალავრო ნაშრომის ყველა თავის და ქვეთავის დასახელება უნდა მიეთითოს სარჩევში. თავებისა და ქვეთავების შრიფტის ზომა შეიძლება აღემატებოდეს ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომას. ყველა თავი უნდა იწყებოდეს ახალი გვერდიდან, ხოლო  ქვეთავი უნდა გაგრძელდეს იმავე გვერდიდან.

8. საბაკალავრო ნაშრომში ლიტერატურის ციტირება უნდა წარმოებდეს ძირითად ტექსტში (როგორც წესი, აბზაცის ბოლოს) კვადრატულ ფრჩხილებში არაბული ციფრებით. შრიფტი უნდა იყოს ტექსტის შესაბამისი ზომის. ციტირებული ლიტერატურის ნუსხა უნდა იქნას მოყვანილი საბაკალავრო ნაშრომის  ბოლოს.

9. საბაკალავრო ნაშრომში სქო­ლიო შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს გვერ­დის ან თა­ვის/ქვეთავის ბო­ლოს. შრიფ­ტის ზო­მა – 10 პუნქტი. თუ სქო­ლი­ო განთავსებულია თა­ვის ბო­ლოს, მაშინ ნუ­მე­რა­ცია წარ­მო­ებს არა­ბუ­ლი ციფ­რე­ბით და მთე­ლი თა­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლია. სქო­ლი­ოს გვერ­დის ბო­ლო­ში გან­თავ­სე­ბი­სას ნუ­მე­რა­ცია წარ­მო­ებს სიმ­ბო­ლო­ე­ბით ან არა­ბუ­ლი ციფ­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და­იწ­ყოს ყო­ველ გვერ­დზე თა­ვი­დან. ძი­რი­თად ტე­ქსტში სქო­ლი­ოს მი­თი­თე­ბა წარ­მო­ებს ხა­რის­ხის რე­გის­ტრის სიმ­ბო­ლო­ე­ბით.

 

მუხლი 7

1. საბაკალავრო ნაშრომის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია:

. თავფურცელი;

ბ. შინაარსი;

ბ.ა. შესავალი;

ბ.ბ. შედეგები და მათი განსჯა;

ბ.გ. დასკვნა.

გ. ბიბლიოგრაფია ან გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.

2. საბაკალავრო ნაშრომის არააუცილებელი შემადგენელი ნაწილებია:

ა. ცხრილები;

ბ. გამოყენებული აბრევიატურების ნუსხა;

გ. დანართები.

 

მუხლი 8

1. საბაკალავრო ნაშრომის თავფურცელზე უნდა მიეთითოს საბაკალავრო ნაშრომის დასახელება, ბაკალავრის სახელი და გვარი, უნივერსიტეტის სახელწოდება, ქალაქი, ნაშრომის შესრულების თარიღი. აღნიშნული გვერდის ნომერი არის (i), თუმცა იგი არ მიეთითება.

2. საბაკალავრო  ნაშრომი  უნდა შეიცავდეს სარჩევს (შინაარს). ინტერვალი უნდა იყოს 1. შრიფტის ზომა - 12 პუნქტი. აბზაცებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 6-12 პუნქტი. გვერდის ნომრები უნდა განთავსდეს მარჯვენა მინდორთან. დასაშვებია სათაურსა და გვერდის ნომერს შორის სივრცის შევსება სიმბოლოებით: „ .“,  „–“, „_“.

 

მუხლი 9

1. საბაკალავრო ნაშრომის ძირითადი ტექსტი უნდა დაიყოს თავებად და ქვეთავებად. იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შესავალს, ავტორის მიერ მიღებულ შედეგებს და მათ განსჯას, დასკნას.

2. საბაკალავრო ნაშრომის შესავალ ნაწილში აღწერილი უნდა იქნას ნაშრომში დასმული პრობლების აქტუალობა. შესავალის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი ტექსტის მოცულობის 5%-ს.

3. შედეგების განსჯის სტრუქტურა დამოკიდებულია საბაკალავრო  ნაშრომის თემატიკაზე და ავტორს უფლება აქვს იგი წარმოადგინოს მისთვის სასურველი ფორმით. იგი არ არის შეზღუდული ქვეთავების რაოდენობით. 

4. საბაკალავრო ნაშრომი აუცილებლად უნდა შეიცავდეს მიღებულ დასკვნებს.

მუხლი 10

1. საბაკალავრო ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა უნდა განთავსდეს ნაშრომის ბოლოს ძირითად ტექსტში მითითებული თანმიმდევრობის მიხედვით. ლიტერატურული წყაროს მითითებისას დაცული უნდა იქნას  შემდეგი სტილი:

ა. სტატია:  გვარი ინიციალი. სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა. წელი, ტომი, [ნომერი,] გვ. დასაწისი დასასრული  (მაგ.: 1. მაჭავარიანი ს., უწყებრივი ქვემდებარეობისა და განსჯადობის პრობლემა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ჟ. მართლმსაჯულება, 2007, 2, გვ. 186-213.).

ბ. წიგნი:

ბ.ა. ცალკეული გვერდების მითითებისას: გვარი ინიციალი. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,]გვ. დასაწისი–დასასრული (მაგ.: 1. მელქაძე ო., დვალი ბ., სასამართლო ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში. თბილისი: მერანი - 3, 2000, გვ. 68-86.).

ბ.ბ.  მთლიანი წიგნის მითითებისას: გვარი ინიციალი. სრული სათაური. გამოცემის ადგილი:

გამომცემლობა. წელი, [ტომი,]გვერდების რაოდენობა გვ. (მაგ.: 1. მელქაძე ო., დვალი ბ., სასამართლო ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში. თბილისი: მერანი - 3, 2000, გვ. 379.).

გ. ინფორმაციის გლობალური ქსელი: ვებ–გვერდის დასახელება. უკანასკნელად იქნა გადამოწმებული – რიცხვი, თვე, წელი.

(მაგ.: 1.http://untreaty.un.org/ilc/teksts/instruments/English/draft%2520articles/74_1996.pdf

უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 5.03.2011.).

2. ლიტერატურის ნუსხაში გვერდები ინომრება თანმიმდევრულად ძირითად ტექსტთან ერთად, სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს – 1, აბზაცებს შორის ინტერვალი 6-12 პუნქტი, ხოლო შრიფტის ზომა 12 პუნქტი.

 

მუხლი 11

1. თუ საბაკალავრო ნაშრომს თან ერთვის ცხრილების, დიაგრამების, სქემებისა და ილუსტრაციების ნუსხა, იგი უნდა განთავსდეს საბაკალავრო ნაშრომის შესავალ ნაწილში სარჩევის (შინაარსის) შემდეგ. ინტერვალი უნდა იყოს 1.5. აბზაცი, რომლის სიგრძეც აღემატება ერთ სტრიქონს, ინტერვალის ზომად აიღება 1. შრიფტის ზომა უნდა იყოს 12. გვერდის ნომრები უნდა განთავსდეს მარჯვენა მინდორთან. დასაშვებია სათაურსა და გვერდის ნომერს შორის სივრცის შევსება სიმბოლოებით: „.“, „–“, „_“.

2. ცხრილების,   დიაგრამების, სქემებისა და ილუსტრაციების შემ­ცვე­ლო­ბა, ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა და ფორ­მა­ტი­რე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ნაშ­რო­მის სპე­ცი­ფი­კით. სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ცხრილების, ანალიტიკური პროცედურების, დიაგრამების,  სქემებისა და  ილუსტრაციების გა­მო­ყე­ნე­ბი­სას არ უნ­და იქ­ნას დარ­ღვე­უ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი. ცხრილები, ანალიტიკური პროცედურები, დიაგრამები და სქემები  აი­გე­ბა შავ–თეთ­რად, ასე­ვე და­საშ­ვე­ბია ფე­რა­დი დიაგრამებისა და ილუს­ტრა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

3. ცხრილების,  დიაგრამების,  სქემებისა და  ილუს­ტრა­ცი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბე­ბი უნ­და გან­თავ­სდეს უშუ­ა­ლოდ მათ თავ­ზე ან ბო­ლო­ში. შრიფ­ტის ზო­მად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნას  ძი­რი­თა­დი ტექ­სტის შრიფ­ტის ზო­მა­ზე 1 პუნქტით ნაკ­ლე­ბი. და­საშ­ვე­ბია ნა­ხევ­რად მუ­ქი შრიფ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. ინ­ტერ­ვა­ლი აი­ღე­ბა 1–ის ტო­ლი.

4. ცხრი­ლე­ბი,  დიაგრამები, სქემები, ილუს­ტრა­ცი­ე­ბი  და მა­თი და­სა­ხე­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს რო­გორც ძი­რი­თად ტექ­სტში, ისე ცალ­კე­ულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გვერ­დზე  და­ნარ­თე­ბის სა­ხით.  ცხრილები, დიაგრამები, სქემები და ილუსტრაციები ტექსტიდან დაცილებული უნდა იყოს 1.5-2 სმ-ით. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­საშ­ვე­ბია ფურ­ცლის ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია. ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი გვერ­დე­ბის მინ­დო­რი და  გვერ­დის ნუ­მე­რა­ცია უნ­და იყოს ვერ­ტი­კა­ლუ­რი გვერ­დე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი.

5. თუ საბაკალავრო ნაშრომს დანართების სახით თან ერთვის მონაცემთა ცხრილები, დიაგრამები, სქემები და ილუსტრაციები, ისინი უნდა განთავსდეს საბაკალავრო ნაშრომში ბიბლიოგრაფიის ან გამოყენებული ლიტერატურის ნუსხის  შემდეგ. ამასთან, ძი­რი­თად ტექ­სტში არ­სე­ბუ­ლი მონაცემთა ცხრილების, დიაგრამების, სქემების და ილუსტრაციების ნუ­მე­რა­ცია წარ­მო­ებს გამ­ჭო­ლად. და­ნარ­თში არ­სე­ბუ­ლი ცხრი­ლე­ბის, დიაგრამების, სქემების და ილუსტრაციების ნუ­მე­რა­ცია იწ­ყე­ბა თა­ვი­დან.

6. საბაკალავრო ნაშრომში გამოყენებული ისეთი აბრევიატურებისათვის, რომელიც არ არის საყოველთაოდ მიღებული, სასურველია ავტორის მიერ მოცემული იქნას მათი ჩამონათვალი და ახსნა, რაც ნაშრომს ადვილად აღსაქმელს გახდის. გამოყენებული აბრევიატურების ნუსხა საბაკალავრო ნაშრომში უნდა განთავსდეს შესავალ ნაწილში ნაშრომის სარჩევის (შინაარსის) ან ცხრილების ნუსხის შემდეგ.

 

მუხლი 12

1. ნაშრომი წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის ფაკულტეტზე დაცვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე და განესაზღვროს რეცენზენტი, რომელიც უნდა იყოს დარგის სპეციალისტი.

4. რეცენზენტს ნაშრომი უნდა გადაეცეს დაცვამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე. იგი დაცვამდე 5 დღით ადრე  წარადგენს რეცენზიას წერილობითი ფორმით.

5. საბაკალავრო ნაშრომი უნდა იყოს ზამბარაზე აკინძული A4 ფორმატის ფურცელზე.

6. საბალავრო ნაშრომს უნდა ახლდეს ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, შეფასების უწყისით.

7. ბაკალავრმა ასევე უნდა წარადგინოს  ნაშრომის სრული ელექტრონული ვერსია - CD დისკზე;

8. ნაშრომის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში დაცვა გადაიდება ერთი სემესტრით.

 

მუხლი 13

1. საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი თავის დასკვნას შეფასებასთან ერთად აკეთებს ნაშრომის რეცენზენტისთვის გადაცემამდე.

2. ნაშრომის ხელმძღვანელი თავის დასკვნაში მიუთითებს ბაკალავრის მიერ მთელი სემესტრის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს აღწერას, შეაფასებს ნაშრომის კვლევით ნაწილს, გაფორმების ხარისხს და წერს შეფასებას 40 ქულის ფარგლებში.(01-58, 03.06.2016)

3. ხელმძღვანელი საბაკალავრო ნაშრომს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

 

 

შეფასების კრიტერიუმი

ქულა

1

თემის აქტუალობა და პრობლემების ხედვა

10 ქულა

2

კვლევითი კომპონენტი და ანალიზის უნარი

10 ქულა

3

არგუმენტირებული დასკვნები

 8 ქულა

4

ნაშრომის  გაფორმების ხარისხი

5 ქულა

5

საბაკალავრო ნაშრომზე სემესტრის განმავლობაში გაწეული სამუშაო

7 ქულა

(01-58, 03.06.2016)

 

მუხლი 14

1. საბაკალავრო ნაშრომის რეცენზენტი რეცენზიას შეფასებით წარმოადგენს ნაშრომის დაცვამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე.

2. რეცენზიაში მიეთითება ნაშრომის ზოგადი შეფასება, დამუშავებული მასალის ანალიზი, ნაშრომის ენა და სტილი. რეცენზენტი საბაკალავრო თემაზე წერს თავის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.

3. რეცენზენტი საბაკალავრო ნაშრომს აფასებს 30 ქულის ფარგლებში შემდეგი კრიტერიუმებით:

 

 

შეფასების კრიტერიუმი

ქულა

1

თემის აქტუალობა და პრობლემების ხედვა

10 ქულა

2

კვლევითი კომპონენტი და ანალიზის უნარი

10 ქულა

3

არგუმენტირებული დასკვნები და სამეცნიერო სიახლე

10 ქულა

(01-58, 03.06.2016)

მუხლი 15

1. საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობას ფაკულტეტთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს რექტორი.

2. კომისიის შემადგენლობა შედგება მინიმუმ 3 წევრისა და სხდომის მდივნისაგან.

3. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც არის დარგის სპეციალისტი და დაცვის მომენტისათვის არ არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

4. საბაკალავრო ნაშრომი დაცვის კომისიაზე დაიშვება რექტორის ბრძანებით. ნაშრომის დაცვაზე დაშვებისათვის აუცილებელია ნაშრომის ხელმძღვანელის შეფასება იყოს მინიმუმ 20 ქულა, ხოლო რეცენზენტის შეფასება - მინიმუმ 15 ქულა. (01-58, 03.06.2016)

5. კომისია ნაშრომს აფასებს 30 ქულის ფარგლებში. საბოლოო შეფასება არის კომისიის ყველა წევრის შეფასების  საშუალო. დადებითი შეფასებისათვის აუცილებელია კომისიის შეფასება იყოს არანაკლებ 16 ქულისა. (01-58, 03.06.2016)

6. კომისია საბაკალავრო ნაშრომს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

 

 

შეფასების კრიტერიუმი

ქულა

1

საბაკალავრო ნაშრომის პრეზენტაციის ხარისხი;

10 ქულა

2

დასმულ კითხვებზე გაცემული არგუმენტირებული პასუხები;

 

10 ქულა

3

შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე პასუხების სიზუსტე და სიღრმისეულობა.

10 ქულა

(01-58, 03.06.2016)

 

მუხლი 16. დასკვნითი დებულებები

1. საბაკალავრო ნაშრომის შესრულებისა და კომისიაზე დაცვის წესს ბრძანებით ამტკიცებს უნივერსიტეტის კანცლერი.

2. აღნიშნულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანცლერის ბრძანებით.

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;