Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
რატომ უნდა აირჩიოთ კსუ-ს სამაგისტრო პროგრამები

თუ გსურთ, განათლების მეორე საფეხური – სამაგისტრო პროგრამა – გაიაროთ საქართველოში და მიიღოთ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული განათლება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გელით ყველას!

თუ გსურთ, რომ კონკურენტუნარიანები იყოთ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე, კსუ გთავაზობთ განათლების იმ დონეს, რომელიც თქვენს მომავალს მყარსა და გარანტირებულს გახდის!

თუ გსურთ, რომ  თქვენზე, როგორც გამორჩეულ პროფესიონალებსა და უკონკურენტო კადრებზე ისაუბრონ მომავალში, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველყოთ როგორც თქვენი განათლების მაღალი ხარისხი და კომპეტენცია, ასევე ხელი შევუწყოთ  თქვენი პიროვნული, უნიკალური უნარ–ჩვევებისა და ცხოვრებისეული პრინციპების სწორად ჩამოყალიბების პროცესს!

თუ გსურთ, განათლება მიიღოთ საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების დახმარებითა და უშუალო მეთვალყურეობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თქვენ გვერდითაა!

თუ გსურთ, რომ ერთმანეთს შეურწყათ განათლებისა და დასვენების კომფორტული გარემო, კსუ თავისი თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი შენობებით, უახლესი ტექნიკური აღჭურვილობის ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზებით, კაფეტერიით, მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკით თითოეული თქვენგანის განკარგულებაშია!

გაიარეთ განათლების მეორე საფეხური კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად!  გახდით ხვალინდელი მსოფლიოს წარმატებული, ღირსეული წევრი!

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;