Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
რატომ უნდა გახდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) გელით ყველას, ვისაც გსურთ, მიიღოთ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული განათლება!

ვინც ხართ მზად  იდეებისთვის, ბრძოლისთვის!

ვისაც გინდათ, ისწავლოთ გზა გამარჯვებისკენ!

ვისაც გიყვართ ცხოვრების აქტიური და  დინამიური ტემპი!

ვისაც გიყვართ კულტურა, ხელოვნება, სპორტი და გსურთ ბედნიერი სტუდენტობა!

ვისაც ყოველთვის გსურდათ, გესწავლათ ევროპული სტანდარტებისა და მაღალი  მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვილ უნივერსიტეტში!

ვისაც გაქვთ სურვილი, რომ მომავალ პროფესიას ეუფლებოდეთ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი პროფესორების უშუალო ხელმღძვანელობით!

ვინც ოცნებობთ, რომ სწავლის მეორე საფეხურიდან ევროპულ საუნივერსიტეტო სივრცეს შეუერთდეთ!

ისწავლეთ წარმატებისკენ მიმავალი გზა და თავიდანვე შემოხაზეთ 115 ბედნიერი სტუდენტობა, რათა ყველა თქვენი სურვილი რეალობად იქცეს!

  • კსუ  ორიენტირებულია უმაღლესი აკადემიური სტანდარტების კადრების მომზადებასა და მათ მომავალზე.
  •  უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია წარმატებასა და დასაქმებაზე გათვლილი სპეციალობები.
  • კსუ გამოირჩევა კეთილმოწყობილი სასწავლო კორპუსებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიებით, სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიებით, საკონფერენციო და საჯარო ლექციების დარბაზებით,  მდიდარი წიგნადი და ელექტრონული საბიბლიოთეკო ფონდით.
  • გამოირჩევა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღიარებული აკადემიური კადრებით.
  • უნივერსიტეტი ზრუნავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის გაზრდასა და განვითარებაზე.
  • პასუხისმგებელია სტუდენტთა  საფუძვლიანი განათლების ხარისხზე.
  • წარჩინებულ სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია.
  • კსუ-ს მთავარი პრიორიტეტია სტუდენტთა დასაქმება, რასაც განაპირობებს ჩვენი სტუდენტების მაღალი სტანდარტების პროფესიული უნარ-ჩვევები.
  • უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია.
  • კსუ-ს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამასთან სიღრმისეულად დაეუფლონ ინგლისურ ენას, რაც პრიორიტეტულია როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.
  • კსუ-ს თანამშრომლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან  საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გაიარონ საზღვარგარეთ.
  • უნივერსიტეტი ცდილობს, საფუძვლიანი განათლების მიღების პარალელურად უზრუნველყოს თითოეული სტუდენტის ჩართულობა  კულტურულ, რეკრეაციულ და სპორტულ ცხოვრებაში; ამ მიზნით კსუ-ში ფუნქციონირებს სპორტული სექციები, ხატვის, ქართული ცეკვისა და სიმღერის სტუდიები, თეატრალური დასი, მუსიკალური ბენდი.
  •   სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს სტუდენტების უფლებების დაცვასა და მათ აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
  • უნივერსიტეტი ქმნის სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს; იძლევა უმაღლესი აკადემიური სტანდარტების განათლებას, რაც რეალურად განსაზღვრავს სტუდენტთა ცოდნის ბაზას, მათ ძალასა და მომავლის პერსპექტივას!

თუ გსურთ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გქონდეთ წარმატებული პროფესიული კარიერა და უზრუნველყოფილი ცხოვრება - აირჩიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!

თავიდანვე შემოხაზეთ 115 ბედნიერი სტუდენტობა და გააგრძელეთ ცხოვრება ჩვენთან ერთად, რადგან სწორედ ჩვენ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ვქმნით თქვენს ხვალინდელ დღეს! თქვენს მომავალს!

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;