Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მობილობა

 

მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. 

სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ _ შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

იხილეთ მობილობის საინფორმაციო ბუკლეტი (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები და სწავლის წლიური საფასური:

საბაკალავრო პროგრამები:

  • ტურიზმი - 2500 ლარი;
  • მენეჯმენტი - 2500 ლარი;
  • ფინანსები - 2500 ლარი;
  • სამართალმცოდნეობა - 2500 ლარი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები - 2500 ლარი;
  • ჟურნალისტიკა - 2500 ლარი;
  • ფარმაცია- 2250 ლარი.

ერთსაფეხურიანი პროგრამები:

  • მედიცინა - 2950 ლარი;
  • სტომატოლოგია - 2950 ლარი.

  სამაგისტრო პროგრამები:

  • სამართალი - 2500 ლარი;
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 2500 ლარი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება - 2500 ლარი;
  • საერთაშორისო მარკეტინგი - 2500 ლარი;
  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობა - 2500 ლარი.

უცხოენოვანი პროგრამები:

  • ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 240 კრედიტი (4 წლიანი) - 3500 აშშ დოლარი;
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 240 კრედიტი (4 წლიანი) - 3000 აშშ დოლარი;
  • სტომატოლოგიის  ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა) 300 კრედიტი (5 წლიანი)  -  4200 აშშ დოლარი;
  • მედიცინის  ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 360 კრედიტი (6 წლიანი)  -  5000 აშშ დოლარი; ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტებისთვის 4990 ლარი.
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 240 კრედიტი (4 წლიანი) - 3000 აშშ დოლარი;
  • საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 120 კრედიტი (2 წლიანი) - 3000 აშშ დოლარი.

სადოქტორო პროგრამები:

  • სამართალი - 3000 ლარი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება - 2500 ლარი;
  • პოლიტიკის მეცნიერება - 3000 ლარი.

სტუდენტი ელექტრონულ პორტალზე მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ განცხადებით მიმართავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რეგისტრაციისას ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ბაკალავრიატში/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3X4, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

მაგისტრატურაში:

  • პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  • 2 ფოტოსურათი 3X4, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული  და დანართის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

დოქტორანტურაში:

  • ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი.
  • სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3X4, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის აქტუალურობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
  • დარგის სპეციალისტის ორი რეკომენდაცია.

 

მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კსუ-ს სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტს:

ტელ: (+995 32) 261 12 98 (შიდა 115); (+995 32) 294 59 92 (შიდა 115).

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;