კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ცენტრის შესახებ

თუკი საკუთარ თავს ჩვენი მშობლების თვალით გადავხედავთ, რომელთაც თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და უახლეს საკომუნიკაციო ქსელზე არც კი უოცნებიათ, მაშინ ჩვენ უკვე ფანტასტიკური მომავალში ვიმყოფებით. ის, რაც მათ აშფოთებდა და აშინებდა კიდეც, უკვე დიდი ხანია, მიღებულია და ფართოდ გამოიყენება. ოცდამეერთე საუკუნე კომპიუტერული სისტემების დინამიკური განვითარებით ხასიათდება. თანამედროვე ახალგაზრდებისთვის მსოფლიოში გავრცელებული მობილური კავშირგაბმულობა და ინტერნეტ ქსელი, ყოფიერების მარტივი და ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია.

სულ რაღაც 15 წლის წინ, როცა მეც ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი ვიყავი, ინტერნეტის არსებობის მიუხედავად, სწავლისთვის მწირი ტექნიკური საშუალებები, სულ ორი კამერა გვქონდა. იმხანად მხოლოდ გამორჩეულ მობილურ ტელეფონებს ახლდა გადაღების ფუნქცია და ისიც ჩვენ, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, არაფერში გვადგებოდა. ინტერნეტის ეპოქამ და ტექნოლოგიურმა წინსვლამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საზოგადოება. ახალი ტექნოლოგიების განვითარება ზრდის მოთხოვნას ისეთი უნარების მქონე ჟურნალისტებზე, რომლებიც ახერხებენ მუშაობას მულტიპლატფორმებისთვის - შეუძლიათ ერთდროულად როგორც ტექსტის, ისე აუდიო და ვიდეოპროდუქციის წარმოება და მეტიც, შეუძლიათ გრაფიკის, ტექსტისა და აუდიო ვიზუალის ისეთი სახით გაერთიანება და გავრცელება, რომ გასაგები იყოს ყველა შესაძლო პლატფორმისთვის: ვებისთვის, მობილურებისთვის, სოციალური ქსელებისთვის, პრესისთვის, რადიოსა და ტელევიზიისთვის, აუდიო და ვიდეოკასტისთვის. ჩვენი მიზანია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უკეთ გაერკვნენ ჟურნალისტიკაში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით  ჟურნალისტური ნაწარმოების მომზადებისა და გავრცელების ფორმებში.

ამ მიზნის მისაღწევად, მულტიმედია ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. საწყის ეტაპზე სტუდენტებს ეხმარებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე ტექნიკური პერსონალი. საბაზისო უნარების დაუფლების შემდეგ კი ახალგაზრდები მულტიმედიურ მასალებს უკვე სრულიად დამოუკიდებლად,  თავად აწარმოებენ. ცენტრის ტექნიკური რესურსი საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა იმუშაონ როგორც პირდაპირი ეთერის რეჟიმში, ასევე, ჩაწერონ და ვებ-გვერდზე განათავსონ თოქ-შოუები და გადაცემები. ჩვენ მივესალმებით სტუდენტების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ საინტერესო შემოთავაზებას თუ  კარგ ინიციატივას. თქვენი ყველა იდეა უმალ იქცევა მულტიმედიურ პროდუქტად და ჟურნალისტის რთული და საპასუხისმგებლო კარიერის შექმისათვის სასურველ სასტარტო პოზიციას შეგიქმნით. ნუ დაგავიწყდებათ, _ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწორედ ის სივრცეა, სადაც თქვენი განათლება,  თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევებითაც ძლიერდება.

ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!

ნინო ჭალაგანიძე

ასოცირებული პროფესორი

ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, მიმართულების პროდიუსერი

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;