Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

იხილეთ დოკუმენტის pdf-ვერსია

 

დამტკიცებულია შპს “ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“

დირექტორის 2012 წლის 20 ივნისის #01-32 ბრძანებით

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

 სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. წინამდებარე წესი, აწესრიგებს შპს „კავაკსიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“, (რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახე არის უნივერსიტეტი, საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად) (შემდგომში - უნივერსიტეტი) მიერ სასწავლო პროცესის ორგანიზების პროცედურულ საკითხებს, ადგენს სასწავლო პროცესის მონაწილეთა ურთიერთვალდებულებებსა და განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის ერთიან მარეგულირებელ ნორმებს.
  2. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი შესასრულებლად სავალდებულოა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ყველა მონაწილის - პროფესორ-მასწავლებელთა, პერსონალისა და სტუდენტებისათვის, აგრეთვე სასწავლო პროცესის განხორციელების ხელშემწყობი ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

 

მუხლი 2. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები

1. უნივერსიტეტი ახორციელებს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის დებულებით გათვალისწინებულ:

ა) საბაკალავრო;

ბ) სამაგისტრო;

გ) სადოქტორო;

დ) ერთსაფეხურიან - უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამას.

 

მუხლი 3.  უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულები

  1. უნივერსიტეტის მიერ სასწავლო საქმიანობის განხორციელებას უზრუნველყოფენ უნივერსიტეტის ფაკულტეტები.
  2. უნივერსიტეტის ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში;
  3. უნივერსიტეტის ფაკულტეტი:

ა) შეიმუშავებს სასწავლო,  სამეცნიერო-კვლევითი  და  შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო გეგმებს;

ბ) უზრუნველყოფს  სასწავლო პროცესის წარმართვას;

გ) სასწავლო  წლის  დასაწყისში  განსაზღვრავს  კოეფიციენტებს  ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის);

1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისა და ტუტორების მეშვეობით ახორციელებს  სტუდენტთა ინფორმირებას ნებისმიერ საკითხზე, უწევს საჭირო კონსულტაციას სასწავლო თუ ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. (01-01, 03.01.2014)

  1. უნივერსიტეტის ფაკულტეტებია:

ა)  სამართლის ფაკულტეტი;

ბ) ბიზნესის ფაკულტეტი;

გ) მედიცინის ფაკულტეტი;

დ) სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი;

ე) მევენახეობა-მეღვინეობის  ფაკულტეტი. (01-71, 01.09.2015), (01-106, 10.11.2015)

5. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებადი საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

51. უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტთა შორის კავშირს უზრუნველყოფს უნივერსიტეტის თანამშრომელი - ტუტორი. ტუტორის ფუნქციებში შედის:

ა) სტუდენტთა ინფორმირება ყველა საჭირო საკითხზე;

ბ) სტუდენტთა პრობლემების განხილვა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმირება;

გ) სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის კონტროლი;

დ) სტუდენტთა სასწავლო პროცესის კონტროლი. (01-01, 03.01.2014)

 

მუხლი 4. სწავლების ენა

უნივერსიტეტში სწავლება ხორციელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. (01-01, 03.01.2014)

 

მუხლი 5. განხორციელებადი საგანმანათლებლო პროგრამები

უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

1. ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამები:

ა. მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ. ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

გ. ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

1. ფინანსების რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; (01-90, 01.09.2014)

დ. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ე. ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ზ. ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;

თ. ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა; (01-90, 01.09.2014)

ი. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამა; (01-90, 01.09.2014)

  1. (01-90, 01.09.2014)

ლ. ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა. (01-139, 30.11.2016)

2. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები:

ა. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

1. საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა; (01-90, 01.09.2014)

2. საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა; (01-90, 01.09.2014)

ბ. სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

გ. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა. (01-90, 01.09.2014)

დ. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. (01-71, 01.09.2015)

3. ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები:

ა. მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ. სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;

გ. სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა;

1. სტომატოლოგიის რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; (01-90, 01.09.2014)

დ. მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა.

4. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები:

ა. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა. (01-01, 03.01.2014)

ბ. სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა. (01-90, 01.09.2014).

გ. პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა. (01-97, 22/08.2017)

 

მუხლი 6. საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო კომპონენტებია (საუნივერსიტეტო კურიკულუმის ჩარჩო მოთხოვნები):

ა) სფეროს ზოგადი აღწერა;

ბ) უნივერსიტეტის, მისი მისიის და აღნიშნული პროგრამის განხორციელების  პოტენციალის აღწერა;

გ) პროგრამის მიზნები;

დ) პროგრამის სწავლის შედეგები;

ე) პროგრამით მისანიჭებელი კვალიფიკაცია;

ვ) პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროები;

ზ) პროგრამის კურსდამთავრებულის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;

თ) პროგრამის სტრუქტურის/მისი კომპონენტების/მოდულების აღწერა;

ი) სწავლის, სწავლების და შეფასების მეთოდოლოგია;

კ) პროგრამის აკადემიური რეგულაციები;

ლ) შეფასების სისტემა;

მ)  პროგრამის რესურსები;

ნ) სასწავლო გეგმა;

ო) პროგრამის რეკვიზიტები (მიღებისა და ცვლილების შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირების ხელმოწერა);

 

მუხლი  7.  ზოგადი საუნივერსიტეტო მოთხოვნები საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში

1. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება,  რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

2. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას,  რომელთა საფუძველზედაც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარდგენას.

3. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:

ა)  სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში   პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;

ბ) სპეციალობის შეცვლა (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა); (01-09, 27.01.2017)

გ) კვალიფიკაციის ამაღლება.

4.  სადოქტორო პროგრამაზე სწავლების დროს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად,  რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს,  ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.

5. „ბაკალავრი“ გამოიყენება პირველი, „მაგისტრი“ მეორე, „დოქტორი“ მესამე საფეხურის აკადემიური ხარისხის აღსანიშნად.

6. პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტის დატვირთვის მოცულობა გამოიანგარიშება ECTS კრედიტებსა და აკადემიურ საათებში.

 

მუხლი 8.  სარეკომენდაციო მოთხოვნები საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში

1. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები აღიწერება დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციებით, რომელიც ასახავს სტუდენტის მიერ გამომუშავებულ ინტერდისციპლინარულ (კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, დასკვნის გაკეთება, ჯგუფში მუშაობა და ლიდერობა)  უნარებს, ასევე პროფესიულ (ცოდნა და გაცნობიერება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას და სხვა.

2. პროგრამების შედეგების აღწერისას გამოიყენება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა აღმწერით განსაზღვრული, შესაბამის საფეხურზე მისაღწევი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების დონე, რაც მოიცავს ექვს კრიტერიუმს: (01-09, 27.01.2017)

ა) ცოდნა და გაცნობიერება;

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;

გ) დასკვნის უნარი;

დ) კომუნიკაციის უნარი;

ე) სწავლის უნარი;

ვ) ღირებულებები. (01-44, 04.04.2014)

 

მუხლი 9. საგანმანათლებლო პროგრამის მიღების, შეცვლისა და გაუქმების წესი

1. უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსების სილაბუსების პროექტების მომზადებას უზრუნველყოფს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე წევრებით დაკომპლექტებული ჯგუფი. (01-01, 03.01.2014), (01-97. 22.08.2017)

11. პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აკადემიური პერსონალი, პოტენციური დამსაქმებლები. მათი ჩართულობა ითვალისწინებს პროგრამისა და სასწავლო კურსების სილაბუსების შესახებ რჩევების, რეკომენდაციებისა და წინადადებების წარმოდგენას. (01-01, 03.01.2014)

2. პროგრამის პროექტი დასკვნისათვის წარედგინება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომელიც ადგენს პროგრამის პროექტის შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების დისციპლინების  ადექვატურობას პროგრამის მიზნებთან და სწავლების შედეგებთან.

3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ რეკომენდებული პროგრამისა  და სასწავლო კურსების სილაბუსების პროექტს განიხილავს აკადემიური საბჭო, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც პროგრამა მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. (01-01, 03.01.2014)

4. საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია:

  1. თუ საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ემსახურება შექმნილი რეალობისთვის შესაბამისობას, რაც შეიძლება განისაზღვროს ბაზარზე სპეციალისტებზე მოთხოვნილებით;
  2. სტუდენტებისა და ლექტორების მიერ პროგრამის შეფასებებიდან.

5.  საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში ფაკულტეტი სტუდენტს სთავაზობს იმგვარ ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება იმ კვალიფიკაციის მინიჭება,  რაც  მიიღწეოდა იმ სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, რომელზეც განხორციელდა სტუდენტის ჩარიცხვა. ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა მუშავდება სტუდენტის მონაწილეობით და გადაყვანა ხდება მისი თანხმობის საფუძველზე.

6. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება შესაძლებელია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის საგანმანათლებლო პორგრამაზე არ ირიცხება არც ერთი სტუდენტი,

ბ) საგანმანათლებლო პროგრამა აღარ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის განხროციელება არ შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას;

7. ამ  მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძელზე პროგრამის გაუქმების შემთხვევაში,  უნივერსიტეტი ვალდებულია პროგრამის გაუქმებამდე მოახდინოს სტუდენტების ინფორმირება და დეტალურად გააცნოს მათ ინფორმაცია მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მობილობის პროცედურის ყველა აუცილებელი ასპექტის შესახებ.

8. უნივერსიტეტი ვალდებულია, ხელი შეუწყოს სტუდენტის მიერ გავლილი აკადემიური დისციპლინების მაქსიმალური მოცულობით აღიარებას, რისთვისაც უფლებამოსილია გააფორმოს შეთანხმება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის უნივერსიტეტში გავლილი პროგრამის სასწავლო კომპონენტების აღიარების თაობაზე.

9. სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები დეტალურად უნდა განისაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული რექტორის სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 10. სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) ჩარჩო მოთხოვნები (01-09, 27.01.2017)

სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) იქმნება შესაბამისი სასწავლო დისციპლინის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის მიერ, სასწავლო კურსის შინაარსისა და სილაბუსის ავტორისათვის მინიჭებული აკადემიური თავისუფლების გათვალისწინებით. ამასთან, უნივერსიტეტის ყველა სილაბუსი სავალდებულოა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს (სილაბუსის ჩარჩო მოთხოვნები).

ა) სასწავლო კურსის სახელწოდება;

1) სასწავლო კურსის კოდი. (სასწავლო კურსის კოდი არის ლათინური ასოებისა და სამნიშნა რიცხვის კომბინაცია) (01-53, 18.06.2013);

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება;

გ) ფაკულტეტის სახელწოდება;

დ) სპეციალობა/სპეციალიზაცია

ე) სწავლების საფეხური;

ვ) კურსის ტიპი (სავალდებულო, არჩევითი);

ზ) ინფორმაცია სილაბუსის შემდგენლის/შემდგენლების შესახებ;

თ) ინფორმაცია სასწავლო კურსის განმახორციელებლის შესახებ;

ი) სასწავლო კურსის მიზანი;

კ) სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა;

ლ) სწავლის შედეგები/კომპეტენციის დონე, აღწერილი   დარგობრივი და  ზოგადი კომპეტენციებით;

მ) სასწავლო კურსის მოცულობა განსაზღვრული ECTS კრედიტებში, საკონტაქტო და   დამოუკიდებელი სამუშაო დროის მითითებით;

ნ) სწავლებისა და სწავლის მეთოდები;

ო) შეფასების სისტემა და  მაჩვენებლები;

პ) სტუდენტის ცოდნის შეფასების ფორმები;

ჟ) სტუდენტის ცოდნის შეფასების მეთოდები/კრიტერიუმები;

რ) სასწავლო კურსის შინაარსი; 

ს) სავალდებულო  და დამხმარე ლიტერატურა;

 

მუხლი 11. საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება  

1. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. (01-97, 22.08.2017)

2. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებას ახორციელებენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

3. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფარგლებში დგინდება არამარტო საგანმანათლებლო პროგრამის პროდუქტიულობა, არამედ მისი განხორციელების მექანიზმების სისწორე და მისაღებობა სტუდენტების მხრიდან.  

4. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების სანდოობის უზრუნველსაყოფად გამოკითხვა ატარებს ანონიმურ ხასიათს.

5. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების გამოკითხვას ატარებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც გამოკითხვის შედეგების შეჯერების შემდეგ იღებს შესაბამის ქმედით ღონისძიებებს, საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებაში. 

6. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების შედეგები უნდა აისახოს პროგრამაში შეტანილი ცვლილებების სახით მომდევნო სემესტრის დაწყებამდე ან გათვალისწინებული უნდა იქნეს საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირებისას. (01-97, 22.08.2017)

 

მუხლი 12.  საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რესურსები

1. საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება უნივერსიტეტის პროფესორებისა და  მოწვეული ლექტორების მიერ.

2. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელად ინიშნება უნივერსიტეტის პროფესორი/ასოცირებული/ასისტენტ პროფესორი. (01-09, 27.01.2017)

3. უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის დებულებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობათა დაკავების წესის შესაბამისად. (01-01, 03.01.2014, 01-09, 27.01.2017)

4. მოწვეული პერსონალის უნივერსიტეტში მიღება ხდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

მუხლი 13.  სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემის ზოგადი აღწერა

  1. სტუდენტის სასწავლო პროცესში თითოეული სტუდენტის აკადემიური დატვირთვის ასახვისათვის, რომელიც სტუდენტს ესაჭიროება სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად, უნივერსიტეტი იყენებს ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ საკრედიტო სისტემას (ECTS).
  2. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“ მოთხოვნებს.

 

მუხლი 14. სასწავლო პროცესი

1. სტუდენტის დატვირთვა მოიცავს:

ა) ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას, პრაქტიკულ მეცადინეობას;          

ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;

გ) პროფესიულ  პრაქტიკას;

დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;

ე)  საბაკალავრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას;

ვ) სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას;

ზ) სადოქტორო ნაშრომის მომზადებასა და დაცვას;

2. სტუდენტთა საქმიანობის შესაფასებლად გამოიყენება კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში – საათებში.

3. საკრედიტო სისტემის შესაბამისად სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს, ხოლო ერთი კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვა) 25 ასტრონომიულ საათს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500 ასტრონომიულ საათს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.

31. მობილობით გადმოსულ ან სტატუსაღდგენილ სტუდენტს (გარდა ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისა), რომელსაც მის მიერ გავლილი საგნებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამა არ აძლევს საშუალებას სემესტრის მანძილზე აიღოს 15 კრედიტზე მეტის შესატყვისი საგნები, სწავლის საფასურს გადაიხდის აღებული კრედიტების რაოდენობის შესაბამისად. (01-91, 01.10.2013), (01-139, 30.11.2016)

4. კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად და მოიცავს როგორც სტუდენტის მიერ ორგანიზებულ გარემოში გატარებული თეორიულ და პრაქტიკულ მუშაობას (საკონტაქტო საათები) ასევე სტუდენტის მიერ ინდივიდუალურ მუშაობას (დამოუკიდებელი მუშაობის საათები).

5. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ სტუდენტის მიერ პროფესორ-მასწავლებლებთან სასწავლო გარემოში გატარებული საათების (საკონტაქტო საათების) მიხედვით.

6. სტუდენტის დატვირთვა სემესტრის განმავლობაში შესაძლებელია მოიცავდეს არაუმეტეს 32 კრედიტს. სტუდენტის აკადემიური ჩამორჩენის გათვალისწინებით, ფაკულტეტის დეკანის თანხმობით, სტუდენტის სემესტრული დატვირთვა შეიძლება გაიზარდოს სემესტრში 40 კრედიტამდე იმ პირობით, რომ ჯამში მისი წლიური დატვირთვა არ აღემატებოდეს 75 კრედიტს. (01-90, 01.09.2014, 01-139, 30.11.2016)

61 ძალადაკარგულია (01-53, 18.06.2013)

7.  სასწავლო – აკადემიური წელი გათვლილია 38 კვირაზე, რომელიც მოიცავს სალექციო პერიოდს, დასკვნით და დამატებით გამოცდებს. (01-01, 03.01.2014, 01-139, 30.11.2016)

8. სალექციო პერიოდი მოიცავს 15 კვირას, რომელშიც გათვალისწინებულია სასწავლო კურსით განსაზღვრული სააუდიტორიო მეცადინეობები (ლექცია-სემინარები, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, პრეზენტაციები, საკურსო პროექტების დაცვა და ა.შ.).“ (01-14, 22.02.2013, 01-101, 30.10.2015, 01-139, 30.11.2016)

9. აკადემიური წელი არის ორ სემესტრიანი. ერთი სემესტრის ხანგრძლივობა შეადგენს 19 კვირას, რომელთაგან 15 კვირა განკუთვნილია სააუდიტორიო მეცადინეობებისათვის და შუალედური გამოცდებისთვის, 3 კვირა დასკვნითი გამოცდებისთვის და 1 კვირა დამატებითი გამოცდებისათვის. (01-01, 03.01.2014,    01-101, 30.10.2015, 01-139, 30.11.2016)

91. ძალადაკარგულია (01-44, 04.04.2014)

10. სასწავლო კვირები ეთმობა სააუდიტორიო მეცადინეობებს, შუასემესტრულ შეფასებებსა და კონსულტაციებს. (01-14, 22.02.2013)

11. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ორგანიზებას (მართვას) ახორციელებენ: უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, შესაბამისი ფაკულტეტები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი.

12. აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორი ვალდებულია სწავლება და სტუდენტთა შეფასება განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამითა და სასწავლო კურსის სილაბუსის საფუძველზე.

13. უნივერსიტეტი სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტების უკეთ ათვისების უზრუნველსაყოფად აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოს ბაზარზე არსებულ შესაბამის კომპანიებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან.

14. სტუდენტები ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და არჩეული სასწავლო კურსების მიხედვით გადანაწილდებიან ჯგუფებში. ჯგუფში შესაძლებელია დარეგისტრირდეს არაუმეტეს 40 და არანაკლებ 15 სტუდენტისა, გარდა პრაქტიკული სწავლების ჯგუფებისა, სადაც არ არის მიზანშეწონილი 10-15 სტუდენტზე მეტის სწავლება. (01-71, 01.09.2015), (01-97, 22.08.2017)

 

მუხლი 141. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია (01-42, 15.05.2013)

1. სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით სემესტრის დაწყებამდე სტუდენტი გადის ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეგისტრაციას, რომლის ვადებს ბრძანებით განსაზღვრავს რექტორი.

2. ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწყება სემესტრის დაწყებამდე 3 კვირით ადრე და გრძელდება 2 კვირის განმავლობაში. ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს სტუდენტი ვალდებულია, გადაიხადოს სემესტრული სწავლის საფასურის მინიმუმ მესამედი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს არ ექნება  აკადემიური რეგისტრაციის გავლის საშუალება და ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეუჩეროს მას სტუდენტის სტატუსი. დარჩენილი  საფასურის გადახდა უნდა მოხდეს - არაუგვიანეს მე-6 კვირის ბოლოს 2/3 ნაწილი, სააუდიტორიო მეცადინეობების დასრულებამდე - სრულად. (01-25, 16.03.2015, 01-101, 30.10.2015, 01-91, 31.08.2016)

3. აკადემიური რეგისტრაცია იწყება სემესტრის დაწყებამდე 2 კვირით ადრე და სრულდება სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი უნივერსიტეტის ბაზასთან პირადი წვდომის საშუალებით რეგისტრირდება/ირჩევს შეთავაზებულ საგნებს. სტუდენტს რომელსაც არ ექნება გავლილი ადმინისტრაციული რეგისტრაცია, არ ექნება ბაზასთან წვდომის და აკადემიური რეგისტრაციის გავლის საშუალება. (01-25, 16.03.2015)

4. კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული აბიტურიენტები ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გადიან რეგისტრაციის გავლისათვის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში, რა დროსაც დადგენილ საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ სრული სემესტრული გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

მუხლი 15.  სტუდენტთა შეფასება

1. კრედიტის დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის #3 ბრძანებით დამტკიცებული “უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის” 4.7 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

2. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება.

3. სტუდენტის მიერ სწავლების პერიოდში გაწეული შრომის შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) შუალედურ შეფასებებს - 40 ქულა;

ბ) შუალედურ გამოცდას - 20 ქულა;

გ) დასკვნით გამოცდას - 40 ქულა. (01-14, 22.02.2013) (01-09, 27.01.2017)

31. სასწავლო კურსის/კურსების/საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პროფესორს უფლება ენიჭება, შუალედური შეფასებებისათვის გათვალისწინებული 60/70 ქულა თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს შეფასების კომპონენტებს შორის, დაგეგმოს საკურსო და ფინალური პროექტების დაცვისა თუ რეფერატების პრეზენტაციის ვადები, გადაწყვიტოს შუალედური გამოცდების რაოდენობის საკითხი. (01-55, 23.05.2014, 01-09, 27.01.2017)

4. სტუდენტის შეფასება წინამდებარე დებულებებით გათვალისწინებული კომპონენტებით ხორციელდება ყოველ სემესტრულად.

5. სასწავლო კურსის სწავლის შედეგების შეფასების მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა. (01-09, 27.01.2017)

6. სტუდენტის შეფასება განისაზღვრება შეფასების სისტემით, რომელიც გამომდინარეობს და შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული “უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესით” დადგენილ შეფასების საერთო სისტემას.

7. უნივერსიტეტის შეფასების სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით და ორი სახის უარყოფით შეფასებას.

8. დადებით შეფასებას განეკუთვნება:  

ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91–100 ქულა;

ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90ქულა;

გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა; (01-09, 27.01.2017)

9. უარყოფით შეფასებას განეკუთვნება:

ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. (01-09, 27.01.2017)

10. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ECTS სისტემით დადგენილი ქულათა ოდენობის ფარგლებს შიგნით შემოიღოს დამატებითი ,,-„ და ,,+“ გრადაციები თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური მიღწევების უკეთ წარმოჩენისათვის,

11. სწავლების პერიოდში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს მთელი სწავლების პერიოდში, მათ შორის შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

111. სტუდენტი, რომელიც ერთი სემესტრის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს რომელიმე სასწავლო კომპონენტში გეგმიური სააუდიტორიო მეცადინეობების ნახევარზე მეტს, რექტორის გადაწყვეტილებით მოიხსნება შესაბამისი საგნის რეგისტრაციიდან. (01-44, 04.04.2014), (01-02, 18.01.2016).

12. დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა  30/40 ქულა. დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება სტუდენტის მიერ მინიმუმ 16 ქულის მიღების შემთხვევაში. (01-90, 01.09.2014) (01-09, 27.01.2017)

13.  დანარჩენი 60/70 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით სილაბუსების შესაბამისად. (01-14, 22.02.2013) (01-09, 27.01.2017)

14. სტუდენტი დასკვნით გამოცდის გადასაბარებლად გადის იმავე სემესტრში. დამატებითი გამოცდა შეიძლება დაინიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის ვადაში. (01-139, 30.11.2016)

141 უარყოფითი შეფასების მიღების დროს, სასწავლო კურსის ხელმეორედ შესწავლა შესაძლებელია მომდევნო სემესტრებში. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო კურსის  ხელმეორედ გავლის მსურველ სტუდენტთა რაოდენობიდან გამომდინარე საჭიროა ცალკე ჯგუფის შექმნა, სტუდენტი საგნის შესწავლას ახდენს თვითდაფინანსებით -  კრედიტების რაოდენობის შესაბამისად. (01-53, 18.06.2013)

15. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებით დაგროვებული აქვს მინიმუმ 25 ქულა. დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა ყველა სტუდენტისთვის მიუხედავად შუალედური შეფასებებით დაგროვებული 41 ქულაზე მეტისა. (01-09, 27.01.2017)

151. სტუდენტს უფლება აქვს შუალედური/დასკვნითი გამოცდის შედეგი გააპროტესტოს ფაკულტეტის დეკანთან გაცნობიდან 5 დღის ვადაში წერილობითი ფორმით. დეკანი ვალდებულია პროტესტი განიხილოს 2 სამუშაო დღის ვადაში და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დეკანის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. (01-01, 03.01.2014)

16. დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს სტუდენტს თუ:

  • შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შედეგებით დააგროვა 41-დან 51 ქულამდე;
  • შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შედეგებით დააგროვა 51 ქულა ან მეტი, მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი;
  • საპატიო მიზეზით გააცდინა დასკვნითი გამოცდა, წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება და მოიპოვა რექტორის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, შუალედური შეფასებებით მოპოვებული ქულების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 25 ქულა. (01-09, 27.01.2017)

161 სტუდენტი, რომელიც საპატიო მიზეზით გააცდენს შუალედურ გამოცდას  და წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, რექტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, გავიდეს შუალედური გამოცდის აღდგენაზე. (01-53, 18.06.2013)

162 ამ წესის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ითვლება მძიმე ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება, სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის საგანგებო რეჟიმი, სტიქიური უბედურება ან საგანგებო მდგომარეობა. (01-53, 18.06.2013)

163 სტუდენტის საბოლოო შეფასების ასახვა ხდება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ ბაზაში და ჯგუფის მიხედვით დაბეჭდილ საგნობრივ უწყისში. უწყისს ხელს აწერს სასწავლო კურსის განმახორციელებელი პროფესორი/მოწვეული ლექტორი და სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა გადაეცემა სტუდენტთა მომსახურების ცენტრს. (01-09, 27.01.2017)

164 იმ შემთხვევაში, თუ უწყისზე ხელმოწერა ვერ განხორციელდა სასწავლო კურსის პროფესორი/მოწვეული ლექტორის მხრიდან საგამოცდო პერიოდის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, უწყისს ხელს აწერს პროგრამის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი შესაბამისი შენიშვნის მიწერით. (01-09, 27.01.2017)

17. უნივერსიტეტში სტუდენტის აკადემიური  მოსწრების დონე განისაზღვრება როგორც  სასწავლო კურსებში მიღებული ქულებით, ასევე აღნიშნული ქულების ექვივალენტით - საშუალო აკადემიური  შეფასებით (GPA).

18. ნებისმიერი სასწავლო კურსის GPA  გამოითვლება  ფორმულით: GPA = (X-50)x 0,06 +1, სადაც X არის სასწავლო კურში მიღებული ქულა. (01-25, 11.03.2014)

 

GPA-ს გამოთვლის წესი

რიცხვითი ეკვივალენტი

ქულა

100

4

99

3.94

98

3.88

97

3.82

X

(X-50)x0,06+1

51

1,06

1-50

0

.

19. GPA – გამოითვლება მხოლოდ იმ სასწავლო კურსებში, რომლებშიც სტუდენტს მიღებული აქვს დადებითი შეფასება (A,B,C,D,E). FX და F შეფასება GPA–ს  გამოთვლაში  0-ის ტოლია. სარეიტინგო მონაცემების მისაღებად გამოითვლება სტუდენტთა სემესტრული GPA, რა დროსაც დაჯამდება უარყოფითი შეფასებებიც. (01-25, 11.03.2014)

191. სასწავლო პროცესის ნებისმიერ ინტერვალში სტუდენტის შემაჯამებელი საშუალო აკადემიური შეფასება გამოითვლება ფორმულით:  GPA(შემაჯამებელი) = (∑ თითოეული სასწავლო კურსის  GPA ×  შესაბამის კრედიტზე) /  ყველა სასწავლო კურსის კრედიტების ჯამზე. (01-25, 11.03.2014)

              

მუხლი 151. ინტენსიური სწავლების კურსი (01-60, 02.10.2012), (01-02, 18.01.2016)

1. სავალდებულო სასწავლო კომპონენტში დადებითი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში, მსურველ სტუდენტთა საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში უნივერსიტეტი ატარებს შესაბამისი საგნის ინტენსიურ კურსს.

2. საგნის ინტენსიური სწავლების წესით გავლის უფლება აქვს სტუდენტებს, რომლებიც ჩაიჭრნენ ამ საგანში, მობილობით გადმოსულ სტუდენტებს და მათ, ვისაც სხვადასხვა მიზეზით საგნის ჩაუბარებლობის გამო არ ეძლევა შეთავაზებული საგნ(ებ)ის გავლის შესაძლებლობა.

3. ინტენსიური სწავლების კურსი არის სემესტრის შემადგენელი ნაწილი და ტარდება დასკვნითი გამოცდების შემდეგ 3,5 კვირის განმავლობაში.

4. ინტენსიური კურსის ფარგლებში სტუდენტს უფლება აქვს გაიაროს არაუმეტეს 7 კრედიტის შესატყვისი საგანი/საგნები. (01-09, 27.01.2017)

5. ინტენსიური კურსის ფარგლებში ტარდება ყველა ის სასწავლო დატვირთვა, რაც გაწერილია სილაბუსით.

6. ინტენსიური სწავლების კურსის გავლას სტუდენტი ახორციელებს თვითდაფინანსებით.

7. ინტენსიური კურსის ღირებულება გამოითვლება სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობის გათვალისწინებით, ქართულენოვან პროგრამებზე ერთი კრედიტის ღირებულება 65 ლარის, ხოლო უცხოენოვან პროგრამებზე - 80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. (01-97, 22.08.2017)

 

მუხლი 16. ზოგადი მოთხოვნები სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის

1. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა ან ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შესაბამისად (სწავლების საფეხურის მიხედვით) საქართველოს მოქმედი კანონდმებლობის შესაბამისად. კერძოდ: უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებითა და წინამდებარე წესის შესაბამისად.  

2. უნივერსიტეტში მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესისა და აღნიშნული წესის შესაბამისად შიდა საუნივერსიტეტო  გამოცდის/გასაუბრების  ჩაბარების გზით. (01-09, 27.01.2017)

3. უნივერსიტეტში დოქტორანტურის სწავლების საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესისა და აღნიშნული წესის შესაბამისად შიდა საუნივერსიტეტო  გამოცდის/გასაუბრების  ჩაბარების გზით. (01-09, 27.01.2017)

 

მუხლი 17. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვება საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო  პროგრამაზე საქართველოს რეზიდენტი აბიტურიენტებისათვის

1. ბაკალავრიატში და ერთასფეხურიანი  სწავლების საფეხურზე  სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს. (01-09, 27.01.2017)

2. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი  სწავლების საფეხურზე პირი ვალდებულია გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, და აბიტურიენტთა ქულების რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე მოიპოვოს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება.

3. უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ აბიტურიენტი ვალდებულია, მიმართოს უნივერსიტეტს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.

4. აბიტურიენტთა ქულების რანჟირების დოკუმენტი/მინისტრის ბრძანება არის უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტის - უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის საფუძველი.

5. უნივერსიტეტის რექტორის ერთიანი სამართლებრივი აქტი სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე გამოიცემა არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა და გამოცემიდან 2 კვირის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

6. აბიტურიენტი, რომელიც პირველ ოქტომბრამდე არ მიმართავს უნივერსიტეტს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, არ წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს ან სამხედრო გაწვევას დაქვემდებარებული აბიტურიენტი, არ წარმოადგენს სამხედრო მიწერის მოწმობას, შესაძლებელია ჩაირიცხოს უნივერსიტეტში მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენის პირობით. დათქმულ ვადაში დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სტუდენტს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.

7. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად რანჟირების დოკუმენტით ჩარიცხვის უფლებამინიჭებული პირის მხრიდან უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში რეგისტრაციის ვადის საპატიოდ გაშვების შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგი წლის ივნისის თვემდე უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სასწავლო პროცესში ჩართვის ვადების გათვალისწინებით. (01-97, 22.08.2017)

მუხლი 18. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვება საბაკალავრო და ერსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს არარეზიდენტი აბიტურიენტებისათვის

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად. (01-60, 02.06.2014)

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვა შესაძლებელია:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. (01-60, 02.06.2014)

3.  უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველი საქართველოს არარეზიდენტი აბიტურიენტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიიღებს განათლების აღიარების დოკუმეტს,  მიმართავს უნივერსიტეტს, რომელიც ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გასაუბრების საფუძელზე იღებს გადაწყვეტილებას მისი უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიზანშეწონილობის თაობაზე და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში,  გასცემს თანხმობის წერილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარსადგენად.

4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოსთხოვოს აბიტურიენტს მისი საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობა/აღიარება, ლეგალიზაცია ან/და აპოსტილით დამოწმება.

5.  უნივერსიტეტის თანხმობის მიღების შემთხვევაში, აბიტურიენტი ვალდებულია მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვოს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება აბიტურიენტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე.

61. უნივერსიტეტის უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უცხო ენის B1 დონეზე ცოდნის  დამადასტურებელი დოკუმენტი ან  უნივერსიტეტში ჩააბაროს გამოცდა/ტესტი. უცხო ენაში გამოცდის/ტესტის ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ენების ცენტრი. (01-55, 23.05.2014)

62. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ გადალახავს უცხო ენაში გამოცდის/ტესტის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, პირველი სემესტრის ენის სასწავლო კურსის გავლა მოხდება გაძლიერებული წესით, დამატებითი მეცადინეობების ჩატარების გზით“. (01-101, 30.10.2015)

63. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება სასწავლო სემესტრის დაწყებამდე ან დაწყებიდან არაუგვიანეს 5 კვირის ვადაში. დაგვიანებით ჩარიცხული სტუდენტების მიერ პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების აღდგენას, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მათთან ინდივიდუალური მეცადინეობებით. (01-91, 31.08.2016)

 

მუხლი 19. უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვება სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამაზე

1.  მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

2. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე რეზიდენტი პირი ვალდებულია, წარმატებით გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად და უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე მოიპოვოს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება. (01-09, 27.01.2017)

3.  სტუდენტის განცხადება, ერთიანი სამაგისტრო გამოცდისა და  შიდა სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის დოკუმენტი არის უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტის - უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის საფუძველი.

4. უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტი სტუდენტების მაგისტრატურაში ჩარიცხვის თაობაზე გამოცემიდან 2 კვირის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

5. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არ წარმოადგენს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს ან სამხედრო გაწვევას დაქვემდებარებული მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც არ წარმოადგენს სამხედრო მიწერის მოწმობას, შესაძლებელია ჩაირიცხოს უნივერსიტეტში მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენის პირობით. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტს უფლება აქვს შეუწყვიტოს სტუდენტის სტატუსი.

6. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 521-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით; 

გ) სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში. (01-69, 20.06.2014)

7. არარეზიდენტი პირის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხვის პროცედურული საკითხები წესრიდება ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი ბაკალავრიატში ჩარიცხვის წინაპირობების ანალოგიურად.

 

მუხლი 20. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე

1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

2. დოქტორანტურაში სწავლების მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდა/გასაუბრება. (01-09, 27.01.2017)

21. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობით განსაზღვრული ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის სერთიფიკატის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი ალტერნატიული მექანიზმები (გამოცდა, ტესტირება და ა.შ.) (01-90, 01.09.2014)

3. სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ არარეზიდენტი პირის ჩარიცხვა ხდება ამ წესის 18-19 მუხლების შესაბამისად.

 

მუხლი 21.  მობილობის ზოგადი წესი

1. მობილობის (საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასვლის წესით ჩარიცხვის) უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა საქართველოს აკრედიტებულ/აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სწავლების ერთი წელი. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა შემთხვევებშიც.

2. უნივერსიტეტში ხორციელდება სტუდენტების ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლა (შიდა მობილობა).

3. არარეზიდენტი პირი უნივერსიტეტში მობილობის განხორციელებისათვის ვალდებულია მოიპოვოს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის მე-17 - მე-19 მუხლებით დადგენილი წინაპირობების დაცვით.

 

მუხლი 22.  მობილობის პროცედურა

1. მობილობის განხორციელებისათვის უნივერსიტეტის ფაკულტეტები განსაზღრავენ თავისუფალი ადგილების რაოდენობას, რომელზედაც შესაძლებელია მობილობით სტუდენტების მიღება.

2.  თავისუფალი ადგილების რაოდენობის გამოთვლისას უნივერსიტეტისათვის განსაზღვრული ადგილების მაქსიმალურ რაოდენობას აკლდება დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა, ერთიანი ეროვნული გამოცდებითა და საერთო სამაგისტრო გამოცდებით სტუდენტების მისაღებად გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობა და ემატება დაწესებულებაში არსებული კურსდამამთავრებელი სტუდენტების რაოდენობა.

3. მობილობის ვაკანსიები ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.

4. მობილობის გამოცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის შესაბასად ადგენს ვადას, რომელშიც უნდა განხორციელდეს მობილობის მსურველთა მიერ დოკუმენტაციის უნივერსიტეტში წარმოდგენა, მათ მიერ ელექტრონული რეგისტრაციის გავლის პარალელურად.

5. მობილობის მსურველს ევალება წარმოადგინოს უნივერსიტეტში ყველა ის დოკუმენტი, რომელიც სავალდებულოა შესაბამის საფეხურის სტუდენტის უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის, ასევე, მობილობის მსურველის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების მოთხოვნის შემთხვევაში, მობილობის მსურველს მოეთხოვება აკადემიური ცნობის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - დამატებითი დოკუმენტაციის (კურიკულუმი, სილაბუსი) წარმოდგენა.

6.  უნივერსიტეტი იხილავს სტუდენტის პირად საქმეს და იღებს გადაწყვეტილებას მობილობის მსურველი მიერ გავლილი პროგრამის აღიარების შესახებ ამ დებულებით დადგენილი წესით.

7. უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით განსაზღვრავს შიდა მობილობის დაწყებისა და დასრულების ვადას. (01-01, 03.01.2014)

8. უნივერსიტეტის სტუდენტს სწავლის მეორე სემესტრიდან უფლება აქვს შიდა მობილობის ფარგლებში შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა. (01-01, 03.01.2014)

 

მუხლი 23. მობილობის შედეგები

1. მობილობის მსურველი მოიპოვებს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მის ჩარიცხვაზე გაცემული დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

2. მობილობით სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე უნივერსიტეტის  რექტორი გამოსცემს ერთიან  ბრძანებას, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა პირველი სემესტრის, ხოლო პირველი მარტისა - მეორე სემესტრის შორის მობილობის პროცესისათვის.

3. გადაყვანილ სტუდენტს დაუწესდება სწავლის საფასური იმავე ოდენობით, რაც დადგენილია იმ პროგრამის სტუდენტთათვის, სადაც იქნა სტუდენტი გადაყვანილი;

4. პროგრამული თავსებადობისათვის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური  პროგრამების თავსებადობის დადგენის შემდეგ გადაწყვეტს, რა ეტაპიდან არის შესაძლებელი სტუდენტის სწავლის გაგრძელება.

 

მუხლი 24. სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ცნება

1. სტუდენტის სტატუსის შეჩერება არის სტუდენტისა და უნივერსიტეტს შორის განთავისუფლება  სასწავლო პროცესით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ერთმანეთის მიმართ შესრულებისაგან, რომელიც გამოწვეულია შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობით ან შესრულების მომავალი შეუძლებლობით. სტუდენტის სტატუსის შეჩერება ატარებს დროებით ხასიათს და წყდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რასაც შედეგად მოსდევს პირის სტუდენტის უფლებებში სრული აღდგენა.

2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არის პირისათვის სტუდენტის სტატუსით მინიჭებული ყველა უფლება-მოვალეობებისგან განთავისუფლება, მის მიერ სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობის, სტუდენტისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 25.  სტუდენტის სტატუსის შეჩერების წესი

1. პირისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი და სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა:

ა) პირადი განცხადება - სტუდენტის მოთხოვნილი ვადით, არაუმეტეს 5 წლის ვადით;

ბ) ფინანსური დავალიანება - დავალიანების დაფარვამდე, თუმცა არაუმეტეს 5 წლის ვადით;

გ) საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა - სწავლის გეგმიური ვადით;

დ) ავადმყოფობა ან სხვა დაუძლეველი ძალა, რომელიც შეუძლებელს ხდის პირის სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობას - შესაბამისი გარემოებების არსებობის ვადით;

ე) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.

2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

3. სტუდენტის ინიციატივით სტატუსის შეჩერების მოთხოვნის საფუძველია სტუდენტის განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, ხოლო უნივერსიტეტის ინციატივით სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერების საკითხის დაყენებისას სტუდენტი ჩართული უნდა იყოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში.

4.   სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, უნივერსიტეტი და სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე.

5.   სტუდენტის სტატუსის შეჩერებული პირი სარგებლობს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) უფლებით.

6.   იმ შემთხვევაში, თუ ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა სტუდენტი მისთვის სტატუსის შეჩერებამდე გაუქმებულია, ან შეცვლილია მისთვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის, სტუდენტი უფლებამოსილია, სწავლა გააგრძელოს ყველაზე ახლოს მდგომი საგანმანათლებლო პროგრამით ან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის გასვლის შემთხვევაში პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.

 

 

მუხლი 26.  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის წესი

  1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) სტუდენტის სტატუსის აღუდგენლობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების მომენტიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში.

ბ) სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა, რაც გამომდინარეობს ამავე წესის 34-ე მუხლის მოთხოვნებიდან.

გ) ძალადაკარგულია (01-44, 04.04.2014)

დ) სტუდენტისათვის შეუთავსებელი ქმედების ჩადენა რაც შესაძლებელია გამოვლინდეს:

დ.ა.) სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტუდენტის მიერ უნივერსიტეტს გარეთ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.

დ.ბ.)  პლაგიატი (სხვის მიერ შესრულებული ნაშრომის წარმოდგენა)

დ.გ.)  უნივერსიტეტის, მისი პერსონალისა და სტუდენტებისათვის შეურაცხყოფის ან სხვა სახის ზიანის განზრახ და უხეში ფორმებით მიყენება, უნივერსიტეტის შინაგანაწესისა ან სხვა სამართლებრივი აქტის დარღვევა იმდაგვარად, რომ საფრთხე შეექმნა სასწავლო პროცესის სხვა მონაწილეეებს;

დ.დ.) ყალბი ან არასწორი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის წარმოდგენა;

ე) ამ წესის მე-17 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტუდენტების რეესტრში მობილობის წესით გადასული სტუდენტების შესახებ სტატუსის ცვლილება.  (01-60, 02.10.2012)

  1. სტუდენტი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე წარმოება, ვალდებულია ინფორმირებული იყოს აღნიშნულის შესახებ და მას უნდა მიეცეს საკუთარი მოსაზრებების, ახსნა-განმარტების და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა.
  2. სტუდენტის სტატუსის შეწვეტა ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის დასაბუთებელი ბრძანებით და წარმოადგენს სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ანთავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი  ურთიერთვალდებულებების შესრულებისგან.
  3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან  12 თვის შემდეგ, რა ვადაშიც პირი უფლებამოსილია გაასაჩივროს აღნიშნული  გადაწყვეტილება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით. (01-44, 04.04.2014)
  4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა და სასწავლო ხელშეკრულების მოშლა საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის მიხედვით.

6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი სწავლის საფასური უკან არ დაბრუნდება. (01-101, 30.10.2015)

 

მუხლი 261 . სტუდენტის სტატუსის აღდგენა (01-42, 15.05.2013)

1. სტუდენტს, რომელსაც კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია შეჩერების მომენტიდან 5 წლის განმავლობაში განცხადების საფუძველზე აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია  უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში.

3. გამონაკლის შემთხვევებში, სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სასწავლო პროცესის დაწყებიდან 4 კვირის ვადაში.

31. სტუდენტს, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სემესტრის განმავლობაში ფინანსური დავალიანების გამო  ან სხვა მიზეზით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, უფლება აქვს იმავე სემესტრში მოახდინოს აღდგენა. სტატუსის აღდგენა შესაძლებელია შეჩერებიდან 4 კვირის ვადაში. (01-90, 01.09.2014)

4.  სტუდენტებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით სტატუსი აღიდგინეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და გამოტოვეს სასწავლო პროგრამით განსაზღვრული მეცადინეობები, გაცდენილი საათების ანაზღაურება მოხდება ინდივიდუალური გრაფიკით.

5. სტუდენტს მის მიერ სტატუსის შეჩერებამდე გადახდილი სწავლების საფასური უკან არ დაუბრუნდება.

6. სტატუსის აღდგენის დროს, სტუდენტი იხდის მხოლოდ მიმდინარე სემესტრის გადასახადს. სტატუსის შეჩერებამდე გადახდილი თანხა არ გადმოდის მიმდინარე სემესტრის ანგარიშში.

7. სტუდენტის სტატუსის აღდგენის განცხადებას თან უნდა დაერთოს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

8. სტატუსის შეჩერებამდე გადახდილი სწავლების საფასური შესაძლებელია გადავიდეს სტუდენტის მიმდინარე გადასახადში, თუ სტუდენტმა სწავლის დაწყებიდან 4 კვირის ვადაში საკუთარი განცხადებით შეიჩერა სტატუსი. ასევე, თუ სემესტრის განმავლობაში სტუდენტი სტატუსის შეჩერებას მოითხოვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან უცხოეთში სასწავლებლად ყოფნის მიზეზით და წარმოადგენს ამის დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტს.

 

მუხლი 27.  სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს, მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი უმაღლესი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში.

2. დაუშვებელია სტუდენტების აკადემიური თავისუფლების, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სტუდენტის უფლებებში შეზღუდვა, თუ იგი არ ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან არ არის მიმართული ამ წესით დადგენილი უნივერსიტეტის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.

3. კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი უფლებების გარდა უნივერსიტეტის სტუდენტი უფლებამოსილია:

ა) მოსთხოვოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით, სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ბ) მიიღოს მონაწილეობა საუნივერსიტეტო აქტივობებში, ისარგებლოს უნივერსიტეტის სასწავლო და დამხმარე რესურსით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

გ) მიიღოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ინფორმაცია თავისი უფლებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა  და უნივერსიტეტის სხვა რესურსების შესახებ;

დ)  თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ  იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ე) დადგენილ ვადაში აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამის არჩევითი კომპონენტები, ან მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;

ზ) მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ აკადემიური პერსონალისა და სასწავლო-სამეცნიერო პროცესის შეფასებაში;

 

მუხლი 28. სტუდენტის მოვალეობები

უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას კანონმდებლობის, უნივერსიტეტის დებულების, უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და შინაგანაწესი;

ბ) შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი აკადემიური მოთხოვნები;

გ) შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

 

მუხლი 29.  სასწავლო ხელშეკრულება

1.უნივერსიტეტი სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთან დებს სასწავლო ხელშეკრულებას.

2.  სასწავლო ხელშეკრულება იდება სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად.

3. დაუშვებელია სასწავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლების ფასის გაზრდა სწავლების პერიოდის განმავლობაში.

4.  სასწავლო ხელშეკრულება ხელმოწერილი უნდა იყოს უშუალოდ სტუდენტის მიერ, თუ სტუდენტი 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირია, ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელიც.

5.     სასწავლო ხელშეკრულება შესაბამისად ფორმდება ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი რჩება უნივერსიტეტს და იდება სტუდენტის პირად საქმეში, ხოლო მეორე გადაეცემა სტუდენტს. არარეზიდენტ სტუდენტებთან სასწავლო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქართულ-ინგლისურ ენებზე.

 

მუხლი 30.   საგანმანათლებლო პროგრამების აღიარების ზოგადი პრინციპები

1. საგანმანათლებლო პროგრამის აღიარება გულისხმობს უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის მიერ სხვა  საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ფარგლებში მიღწეული სწავლების შედეგების შედარებას უნივერსიტეტის იმ პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან, რომელზედაც სტუდენტი აგრძელებს სწავლას, რის საფუძველზეც უნივერსიტეტი იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების თავისი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის აღიარების შესახებ.

2. საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების პროცედურის განხორციელების საფუძველზე უნივერსიტეტი განსაზღრავს, საგანმანათლებლო პროგრამის რომელ დონეზე განაგრძობს სტუდენტის სწავლას და რამდენი კრედიტის დაძლევა არის აუცილებელი  შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად.

3.  აღიარებას ექვემდებარება:

ა) საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამები. (01-09, 27.01.2017)

ბ) არაავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ის ნაწილი, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკრედიტებულად ითვლება. (01-09, 27.01.2017)

გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აკრედიტებული ან აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამები.

 

მუხლი 31. საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების პირობები

1. დაუშვებელია იმ საგანმანათლებლო პროგრამის აღიარება, რომლის დასრულების შედეგად სტუდენტს მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.

2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უნივერსიტეტი აღიარებს სტუდენტის მიერ დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილ კრედიტებს, მიუხედავად იმისა, მიენიჭა თუ არა პირს შესაბამისი კვალიფიკაცია.

3. აღიარებას არ ექვემდებარება პროგრამები, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ განეკუთვენა უმაღლესი განათლების პროგრამებს, აგრეთვე უმაღლესი განათლების ის პროგრამები, რომლებზეც ჩარიცხვა არ განხორციელებულა კანონმდებლობით დადგენილი წესით (არააკრედიტებული და თავისუფალი მსმენელის პროგრამები).

 

მუხლი 32.  საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების წესი

1. პროგრამის აღიარება ხდება სტუდენტის მოთხოვნისა და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძელზე.

2. პროგრამის აღიარება შესაძლებელია განხორციელდეს სტუდენტის პირადი საქმის (აკადემიური ცნობის) შესწავლით, აგრეთვე შესაძლებელია მოიცვას სტუდენტის მიერ გავლილი საგნების ამსახველი დოკუმენტაციის (კურიკულუმი, სილაბუსები) შინაარსობრივი კვლევა. 

3. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ამსახველი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება სტუდენტს. სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია უარი უთხრას სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებაზე.

4. პროგრამის აღიარების დროს ხდება პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შედარება  უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი აღიარებს თავისი სასწავლო დისციპლინებით გათვალისწინებულ კრედიტებს.

5. აღიარებას ექვემდებარება სტუდენტის მიერ წინა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი ის სასწავლო დისციპლინები, რომელთა შესწავლის საგანი და სწავლის შედეგები იდენტურია, ან მთლიანობაში მსგავსია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინის სწავლის შედეგებისა.

6.   პირის მიერ გავლილი საგნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული  უნივერსიტეტის პროგრამით, შესაძლებელია აღიარებული იქნეს, როგორც თავისუფალი სასწავლო კურსები (თავისუფალი კრედიტები) იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს თავისუფალი კრედიტების არსებობას. (01-09, 27.01.2017)

 

მუხლი 33.  საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების შედეგები

1. პროგრამის აღიარების შედეგად განისაზღვრება კრედიტების რაოდენობა, რომელსაც სტუდენტს უღიარდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.

2. კრედიტების აღიარება ხდება უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული „კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად, რომლის შედეგად განისაზღვრება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის რომელი დონიდან აგრძელებს სწავლას სტუდენტი.

3. აბსოლუტური შეუსაბამობა პირის მიერ გავლილ პროგრამასა და  უნივერსიტეტის პროგრამას შორის არ ართმევს ამ პირს უფლებას ჩაირიცხოს მიმღებ დაწესებულებში. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია სრულად გაიაროს უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამა. (01-09, 27.01.2017)

 

მუხლი  34.   საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და კურსდამთავრებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება

  1.  საგანმანათლებლო პროგრამა დამთავრებულად ითვლება, თუ სტუდენტი დააგროვებს:

ა) საბაკალავრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტს;

ბ) სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე - არანაკლებ 300 კრედიტის;

გ) მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე - არანაკლებ 360 კრედიტის;

დ) სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 120 კრედიტს;

ე) სადოქტორო პროგრამაზე - არანაკლებ 180 კრედიტს.(01-09, 27.01.2017)    

2. სტუდენტს ბაკალავრის კვალიფიკაცია შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით მიენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინებიდან არანაკლებ 240 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში.

3. ძალადაკარგულია (01-53, 18.06.2013)

4. მაგისტრანტს მაგისტრის კვალიფიკაცია შესაბამისი მიმართულების,  დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით მიენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინებიდან არანაკლებ 120 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში  სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შედეგად.

5. დოქტორანტურის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი,  რომლის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „დოქტორი“  შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.

51. საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი სავალდებულო სასწავლო კურსებისა და კრედიტების სათანადო რაოდენობის ათვისების შემდეგ, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია. ფაკულტეტის გადაწყვეტილებას ხელს აწერს ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმღვანელი, ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი. (01-90, 01.09.2014), (01-97, 22.08.2017)

6. ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომის კატეგორიის განსაზღვრისათვის მთლიანი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიანგარიშება კუმულატიური GPA, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი  კურსდამთავრებულებს აძლევს საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი შემდეგი ხარისხის დიპლომს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნიმუშის  დანართთან ერთად:

  • წარჩინების დიპლომი -  GPA 3.5 და მეტი კომპენტენციის მაღალი დონით და ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების უნარით;
  • ჩვეულებრივი დიპლომი  - ყველა საგანში დადებითი შეფასება და GPA 3.5-ზე ნაკლები. (01-71. 01.09.2015)

61. დიპლომის კატეგორიის შეცვლის მიზნით დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა შეიძლება ისარგებლოს საგნის გადაბარების უფლებით, მაგრამ არაუმეტეს 3 საგნისა. სტუდენტის განცხადების საფუძველზე საგნის გადაბარებისთვის პერიოდს ბრძანებით განსაზღვრავს რექტორი. (01-01, 03.01.2014)

7. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი პროგრამით განსაზღვრულ დროში ვერ დააგროვებს სათანადო კრედიტების რაოდენობას, მას შეუძლია დამატებით გაიაროს არაუმეტეს 4 სემესტრი.

8. დამატებითი სემესტრის გავლის დროს სტუდენტი სემესტრულ გადასახადს იხდის სრულად. გამონაკლის შემთხვევაში, სტუდენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კანცლერის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დადგინდეს კრედიტების მიხედვით გადახდა. ერთი კრედიტის ღირებულება გამოითვლება იმ დროისთვის უნივერსიტეტში დადგენილი სწავლის სემესტრული გადასახადის 30-ზე გაყოფით. (01-90. 01.09.2014)

9. თუ სტუდენტი დამატებით სემესტრებშიც ვერ შეძლებს პროგრამით განსაზღვრული კრედიტების დაგროვებას, მას უწყდება სტუდენტის სტატუსი.

91 თუ სტუდენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში ერთსა და იმავე საგანში სამჯერ ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, მას უწყდება სტუდენტის სტატუსი. (01-14, 22.02.2013)

10. სწავლის თითოეული საფეხურის გავლის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა უნივერსიტეტის რექტორის მიერ დამტკიცებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ასევე საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან შეთანხმებული დადგენილი ფორმის დიპლომი, თავისი დანართით.

 

341 საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭება

1. საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის ან საქართველოს მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან აკადემიურ საქმიანობაში პროფესიული აღიარებისთვის.

2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის მეცნიერული მიღწევა;

ბ) აკადემიურ განათლებასა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;

გ) უნივერსიტეტისთვის გაწეული განსაკუთრებული სამსახური.

3. საპატიო დოქტორის აკადემიური წოდების მინიჭება ხდება რექტორის ბრძანების საფუძველზე. (01-90, 01.09.2014)

4. ძალადაკარგულია (01-90, 01.09.2014)

5. საპატიო დოქტორის წოდების მფლობელ პირზე გაიცემა საპატიო დოქტორის აკადემიური წოდების დამადასტურებელი დიპლომი.

 

მუხლი 35. დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე წესში ცვლილებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს  კანცლერის ბრძანების საფუძველზე.

2. ახალი წესის მიღებით ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული წინამდებარე დოკუმენტი.

3. წინამდებარე წესს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს უნივერსიტეტის კანცლერისა და უნივერსიტეტის რექტორის სხვა აქტებით დადგენილ ნორმებთან, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ ამ წესით გათვალისწინებულ სამართალურთიერთობებს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;