კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, საქართველოს თითოეულ ნიჭიერ, ძლიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდას მისცეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების საშუალება, რათა თითოეული თქვენგანისა და ქვეყნის ხვალინდელი დღე დღევანდელზე გაცილებით უფრო წარმატებული და პერსპექტიული გახდეს.
სამაგისტრო პროგრამები (წლიური გადასახადი - 2500 ლარი):
- სამართალი;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება;
- საერთაშორისო მარკეტინგი ;
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის ტიპის პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობა:
1. სამართლის სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : C
მიღების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი
2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
3. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : A
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
4. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
5. საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
განსაზღვრეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად თქვენი მომავალი! აირჩიეთ გზა წარმატებისკენ!