Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მაგისტრატურის დებულება

მაგისტრატურის დებულება

დამტკიცებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

კანცლერის 2014 წლის 27 მარტის #01-36 ბრძანებით

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

მაგისტრატურის დებულება

 
თავი I
ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

 

წინამდებარე დებულება შემუშავებულია `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად და აწესრიგებს უნივერსიტეტში მაგისტრატურისა და სამაგისტრო პროგრამების განხორციელების წესს, აგრეთვემაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს.

 

მუხლი 2. მაგისტრატურის დანიშნულება და მიზანი

 

1. მაგისტრატურა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური,სასწავლოპროგრამების ერთობლიობა, რომელიც  შეიცავს სამეცნიეროკვლევის ელემენტებს.

2.  მაგისტრატურა მიზანად ისახავსბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადებას და ამზადებს პირს მიღებულიკვალიფიკაციით მუშაობისათვის.

 

თავი II

მაგისტრატურაში სწავლა

მუხლი 3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება

 

1. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

2. უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს`უმაღლესი განათლების შესახებ~საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 4. მაგისტრატურაში ჩარიცხვის პირობები

 

1. მაგისტრატურაში მიღება ცხადდება მხოლოდ აკრედიტებულისამაგისტრო პროგრამების ფარგლებში.

2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია სამაგისტრო გამოცდის შედეგები, რომელიც მოიცავს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საერთო სამაგისტრო გამოცდას და  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ შიდა გამოცდას/გამოცდებს.

3.შიდა გამოცდა ტარდება სპეციალობაში. შესაძლებელია გამოცდა ჩატარდეს უცხო ენაშიც.

4. პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს,  რომელსაც არა აქვს შესაბამისი კომპეტენცია უცხო ენაზე საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესასწავლად (იმ შემთხვევაში, როცა პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა არ არის გამოცდა უცხო ენაში), უნივერსიტეტი დამატებით სთავაზობს ენის ინტენსიურ სასწავლო კურსს, უნივერსიტეტში არსებულ ენების ცენტრში.

5. უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა წარმოებს წინასწარ გამოცხადებული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში კონკურსის წესით.

 

მუხლი5საბუთებისმიღება

1. მაგისტრანტობის კანდიდატმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,  რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისთვის სასურველი სამაგისტრო პროგრამა. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (პასპორტი) და მისი ასლი;

ბ.  დაბადების მოწმობა და მისი ასლი;

გ.ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;

დ. რეკომენდაცია;

ე.  2 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ);

ვ.  მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);

ზ. პროგრამის შესაბამისი ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მაგისტრანტობის   კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების  ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge ).      

2. ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატის   განცხადება არ მიიღება.

 

მუხლი 6.  გამოცდაზე  დაშვების  წინაპირობები

1. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც  დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს წინამდებარე დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ საბუთებს, აკმაყოფილებს სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს და იგი დაიშვება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  გამოცდაზე (გამოცდებზე).

2. მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე (გამოცდებზე) გადის ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილ მიმღები  კომისიის წინაშე.

 

მუხლი 7. მაგისტრატურაში ჩარიცხვა

1. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას (გამოცდებს) ჩაირიცხება შესაბამის  სამაგისტრო პროგრამაზე. ასევე, უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნულ გამოცდების სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესისა და მობილობის შედეგების შესაბამისად.
2. პირი მაგისტრატურაში ჩაირიცხება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის  ვებ-გვერდზე.
3. მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მაგისტრანტს შორის იდება ფინანსური და სასწავლო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლებები და მოვალეობები.

4. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში მაგისტრანტი სარგებლობს `უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებებით, იგი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და სხვა შიდა  საუნივერსიტეტო აქტები, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობები.

 

მუხლი 8. სემესტრული რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება

1. მაგისტრანტი  სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და კვლევითი სამუშაოს შესრულების უფლებას მოიპოვებს შესაბამისი სემესტრული ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

2. მაგისტრანტის მიერ სემესტრული რეგისტრაციის გავლა ნიშნავს მის მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. 

3. მაგისტრანტს, რომელიც არ გაივლის სემესტრულ რეგისტრაციას, უჩერდება სტუდენტის სტატუსი და კარგავს აღნიშნულ სემესტრში კრედიტების მოპოვების უფლებას.

 

თავი III

სამაგისტროპროგრამა

მუხლი9. სამაგისტროპროგრამისშემუშავება და წარდგენა

1.   სამაგისტრო პროგრამის შემუშავება ხდება:
ა.   რექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ;
ბ.   პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად.
2. სამაგისტრო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
3. სამაგისტრო პროგრამას და პროგრამის ხელმძღვანელს (თანახელმძღვანელს) ფაკულტეტის დეკანი განსახილველად წარუდგენს  ფაკულტეტის  საბჭოს. ფაკულტეტის საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში სამაგისტრო პროგრამას და  პროგრამის ხელმძღვანელს (თანახელმძღვანელს) ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რის საფუძლებზე გამოიცემა რექტორის ბრძანება.
4. სამაგისტრო პროგრამას თან უნდა ერთვოდეს სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრული სასწავლო კურსების სილაბუსები. 
5.   სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში შეიძლება მონაწილეობდეს:
ა.   უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ.   პარტნიორი სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერი;
გ. სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული სპეციალისტი.
6.  სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი (თანახელმძღვანელელი) უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამის, სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განხორციელებაზე კონტროლს, აგრეთვე პარტნიორ ორგანიზაციებთან ხელშეკრულების გაფორმებას.
7. სამაგისტრო პროგრამა უნდა მოიცავდეს:
ა. სამაგისტრო პროგრამის დასახელებას;
ბ. მისანიჭებელ აკადემიურ ხარისხს;
გ. ინფორმაციას (CV) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ის შესახებ;
დ. სამაგისტრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათებას (სამაგისტრო პროგრამის მიზანი და აქტუალობა, მოსალოდნელი შედეგები, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დარგობრივი კვალიფიკაცია, ცოდნა, კომპეტენცია და უნარ ჩვევები, დასაქმების სფეროები);
ე. სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს;
ვ. სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურას;
ზ. პროგრამაში ჩართული ყველა სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსს.
7. სამაგისტრო პროგრამა შეიძლება შემუშავდეს და განხორციელდეს პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტისა, პროგრამაში დამატებით უნდა მიეთითოს პარტნიორი უნივერსიტეტი და დაერთოს ხელშეკრულება პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების თაობაზე.

 

მუხლი 10. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა

1.  მაგისტრატურაში სწავლა მიმდინარეობს სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. 
2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში - 60 კრედიტს, ხოლო სემესტრში - 30 კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ხანგრძლივობა  2 წელს შეადგენს. 
3. მაგისტრატურაში სასწავლო წელი აგებულია 2 სემესტრიანი პრინციპით. 
4. სამაგისტრო პროგრამა უნდა შედგებოდეს სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტებისგან და სრულდებოდეს სამაგისტრო ნაშრომის შესრულებითა და მისი საჯარო დაცვით. 
5. სასწავლო კომპონენტების შეფასების ფორმები და კრიტერიუმები ასახულია შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსებში, ხოლო პრაქტიკული და კვლევითი  კომპონენტის შეფასების ფორმები და კრიტერიუმები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. 

 

 

თავი IV

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი

მუხლი 11

1.პრაქტიკის მიზანია:

ა) სტუდენტის მიერ უშუალოდ საწარმოს საქმიანობის დაუფლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;

ბ) უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და გაფართოების ხელშეწყობა;

გ) თეორიის პრაქტიკასთან მჭიდროდ შერწყმა, ანუ აკადემიური განათლებისა და თეორიის დაკავშირება რეალურ სამყაროსთან /პრაქტიკასთან;

დ) იმ პროცესებში ჩართვა, რომლებიც იოლად მისაღწევი არ არის უნივერსიტეტში (თანამედროვე ტექნოლოგიები, სამუშაო გარემო და საქმიანი ურთიერთობები);

ე) სასწავლო პროცესში შეძენილი და ჩამოყალიბებული კომპეტენციების პრაქტიკაში გამოყენება და ახალი ცოდნისა და კომპეტენციების ათვისება;

ვ) პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველზე მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება.

2. სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი მოიცავს ინგლისურ ენაზე საქმიანი კომუნიკაციების სწავლებას 6 კრედიტის მოცულობით და პრაქტიკის გავლას 10 კრედიტის მოცულობით იმ ორგანიზაციებში, რომლებთანაც უნივერსიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

3. სპეციალობით მომუშავე მაგისტრანტს უფლება აქვს პრაქტიკა გაიაროს იმ დაწესებულებაში, რომელშიც ის მუშაობს და პრაქტიკით გათვალისწინებული 10 კრედიტი მოპოვებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ ის შეასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის #3 ბრძანების თანახმად კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.

4. პრაქტიკის სამუშაო გეგმა, შუალედური და დასკვნითი პრეზენტაციების შეფასების წესი და კრიტერიუმები გაწერილია პრაქტიკის სილაბუსში.

 

თავი V

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი

 

მუხლი 12.  კვლევითი კომპონენტის მიზანი და ელემენტები

1. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტის მიზანია ჩამოუყალიბოს სტუდენტს შერჩეულ სფეროში კვლევის დამოუკიდებელად განხორცილების, მიღწეული შედეგების წარმოჩენისა და საკუთარი მსჯელობის საჯაროდ არგუმენტირებულად წარმოდგენის უნარი. კვლევითი კომპონენტი  მოიცავს 35 კრედიტს.

2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი სავალდებულო ელემენტების სახით მოიცავს: 

  • სამაგისტრო კვლევის პროექტის/პროსპექტუსის მომზადებას (5 კრედიტი);
  • სადისერტაციო ნაშრომის  შესრულებასა  და დასკვნით ზეპირ გამოცდას  - სამაგისტრო ნაშრომის დაცვას (30 კრედიტი).

3. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი შეიძლება ასევე მოიცავდეს  თეორიულ კურსს - აკადემიურ წერას.

4. ცალკეული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი შეიძლება არ მოიცავდეს  სამაგისტრო კვლევის პროექტის/პროსპექტუსის მომზადებას.

 

მუხლი 13. სამაგისტრო ნაშრომის თემისა და  ხელმძღვანელის შერჩევა

1. სამაგისტრო თემისა და  ხელმძღვანელის შერჩევა, შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, წარმოებს მაგისტრანტის მიერ სწავლების მესამე სემესტრის დაწყებიდან. სამაგისტრო თემის სათაურისა და ხელმძღვანელის რეგისტრაცია წარმოებს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან.

2. სამაგისტრო თემის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი ან საგანმანათლებლო პროგრამაში მოწვეული პირი, რომელსაც აქვს სამაგისტრო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება.

3. სამაგისტრო თემის არჩევის, თემის ხელმძღვანელის დამტკიცების, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის პროცედურა გათვალისწინებულია სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და კომისიაზე დაცვის წესის მშესაბამისად.

 

მუხლი  14. სამაგისტრო თემის ხელმძღვანელი

1. სამაგისტრო თემის ხელმძღვანელი ვალდებულია დაეხმაროს სტუდენტს სამაგისტრო თემის შერჩევაში, გეგმის შედგენასა და ბიბლიოგრაფიის დამუშავებაში, ეტაპობრივად შეამოწმოს თემაზე მუშაობის პროცესი, გამოთქვას შენიშვნები და კვლევის არასწორი მიმართულებით წარმართვის შემთხვევაში დაეხმაროს ავტორს მის კორექტირებაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი უარს აცხადებს ხელმძღვანელობაზე, იგი ვალდებულია ამის შესახებ არგუმენტირებული და დასაბუთებული განცხადებით მიმართოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, მაგრამ არა უგვიანეს თემის დამტკიცებიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მუხლი 15. სამაგისტრო კვლევის პროექტი - პროსპექტუსი

1. სამაგისტრო თემის სათაურისა და ხელმძღვანელის რეგისტრაციის შემდეგ მაგისტრანტი იწყებს სამაგისტრო კვლევის პროექტზე (შემდგომში - პროსპექტუსი) მუშაობას, რომელიც სემესტრის დასრულებამდე (არაუგვიანეს მე-17 სასწავლო კვირისა) წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს სამაგისტრო თემის ხელმძღვანელს. დასრულებულ პროსპექტუს, განიხილავს თემის ხელმძღვანელი.

2.  პროსპექტუსი წარმოადგენს სამაგისტრო ნაშრომის წინასწარ მონახაზს, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს თემის ხელმძღვანელთან კონსულტაციების (მათ შორის ,,ონლაინ“) და სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის ფორმატში. პროსპექტუსზე მუშაობის მოცულობა შეადგენს 5 კრედიტს ანუ 125 საათს (5X25=125 სთ.), მათ შორის: 30 სთ. კონსულტაციებისთვის და 95 სთ. დამოუკიდებელი მუშაობისთვის.

3. პროსპექტუსზე მუშაობა მოიცავს სამაგისტრო თემის აქტუალობის, მისი დამუშავების მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულების დასაბუთებას, შესაბამისი ლიტერატურის დამუშავებას და კვლევისათვის აუცილებელი ძირითადი ბიბლიოგრაფიის  წარმოდგენას.  მაგისტრანტს გააზრებული უნდა ჰქონდეს ის მეთოდები რომლის გამოყენებითაც შეეცდება საკითხის ანალიზს.

4. პროსპექტუსი უნდა მოიცავდეს:

  • შესავალს  (ზოგად დახასიათებას, სიახლეს, აქტუალობას, მიზნებს, კვლევის მეთოდებს);
  • ძირითად  საკვლევ საკითხებსა და ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურას;
  • ბიბლიოგრაფიას (პირველწყაროების, სამეცნიერო და სხვა ლიტერატურის მიმოხილვას).

5. სამაგისტრო კვლევის პროექტი - პროსპექტუსი ფასდება 100-ქულიანი სისტემით.  პროსპექტუსის შეფასებას 7 კომპონენტის საფუძველზე ახორციელებს თემის ხელმძღვანელი მაქსიმუმ 60 ქულით, ხოლო ზეპირი დასკვნითი გამოცდის/დაცვისშეფასებას 4 კომპონენტის საფუძველზე ახორციელებს სპეციალური კომისია მაქსიმუმ 40 ქულით. სპეციალური კომისიის სხდომაზე განისაზღვრება საბოლოო შეფასება, რომელიც შედგება სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელისა და ზეპირი დასკვნითი გამოცდის/დაცვის შეფასებისგან.სამაგისტრო კვლევის პროექტი - პროსპექტუსის შეფასება ხდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით (იხ. დანართი #1). (01-59, 03.06.2016)

51.სამაგისტრო კვლევის პროექტი - პროსპექტუსის ზეპირი დასკვნითი გამოცდის/დაცვის  თარიღისა და  სპეციალური კომისიის შემადგენლობის დამტკიცება ხდება წინამდებარე დებულების მე-18 მუხლის მიხედვით, ხოლო ზეპირი დასკვნითი გამოცდა/დაცვა - მე-19 მუხლის მიხედვით. (01-59, 03.06.2016)

6.  დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში (51 და მეტი ქულა), მაგისტრანტი აგრძელებს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.

7. პროსპექტუსის მოცულობა უნდა იყოს, არანაკლებ 5 და არაუმეტეს 10 გვერდისა. ყველა გვერდი უნდა იქნეს დანომრილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. პროსპექტუსის ტექ­სტი უნ­და შეს­რულ­დეს A4  ფორმატის (297´210 მმ) 80 გ/მ2  სიმკვრივის ქაღალდზე შრიფ­ტით - Sylfaen, ზო­მით 12. გვერდის ნომრებისა და სქოლიოს შრიფტის მინიმალური ზომაა - 10. თა­ვე­ბი­სა და ქვეთავების და­სა­ხე­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას უფ­რო დი­დი ზო­მის შრიფ­ტი. პროსპექტუსის ნაშრომის ძი­რი­თა­დი ტექ­სტის­თვის ინ­ტერ­ვა­ლი არის 1.5. პროსპექტუსის  მარცხენა მხარეს უნდა დარჩეს – 38 მმ მინდორი, ხოლო დანარჩენ მხარეებს – 25 მმ. პროსპექტუსის ბეჭდვა უნდა წარმოებდეს მხოლოდ ერთ გვერდზე. ტექ­სტის ბეჭ­დვა უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ლა­ზე­რულ პრინ­ტერ­ზე ან მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბული ხა­რის­ხით.

 

თავი V

სამაგისტრონაშრომისმომზადება, წარდგენადადაცვა

მუხლი 16. სამაგისტრო ნაშრომი

1. მაგისტრანტის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის შედეგები აისახება მის მიერ შესრულებულ სამაგისტრო ნაშრომში.

2. სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს დასრულებულ სამუშაოს, რომელიც უნდა ასახავდეს კურსდამთავრებულის უნარს, ჩაატაროს კვლევითი ან სხვა სახის სამუშაოები. წარმოდგენილი ნაშრომის დაცვისას მაგისტრანტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შესრულებული სამუშაო და  დისკუსიაში მონაწილეობის უნარი.

3. სამაგისტრო ნაშრომი  უნდა შესრულდეს  ქართულ ენაზე ორთოგრაფიული, სტილისტური და გრამატიკული შემცდომების გარეშე,  წინამდებარე დებულებით დადგენილი ფორმისა და წესის მიხედვით.

4. სამაგისტრო ნაშრომის მოცულობა, ფორმატი, სტილი და სხვა ტექნიკური მონაცემები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

 

მუხლი 17. სამაგისტრო ნაშრომის  შემფასებელი

1. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის შემდეგ, ფაკულტეტის დეკანი, ნაშრომის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას შემფასებლის-რეცენზენტის დანიშვნის შესახებ.

2. სამაგისტრო ნაშრომის შემფასებელი შეიძლება იყოს მხოლოდ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც სამაგისტორო პროგრამის შესაბამისი მეცნიერების დარგში გამოქვეყნებული აქვს შრომები. შემფასებელი არ შეიძლება იყოს მაგისტრანტის  ხელმძღვანელი.

 

მუხლი 18. ზეპირი დასკვნითი გამოცდის/დაცვის  თარიღისა და  სპეციალური კომისიის შემადგენლობის დამტკიცება

 

1. ზეპირი დასკვნითი გამოცდის/დაცვისთარიღისა და სპეციალური კომისიის შემადგენლობის (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის) შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით  ბრძანებით განსაზღვრავს რექტორი.

2. სპეციალური კომისია უნდა შედგებოდეს სამაგისტრო პროგრამის შესაბამისი მეცნიერების დარგის სულ მცირე 3 წევრისაგან.

3. სპეციალური კომისიის წევრი შეიძლება იყოს როგორც უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი.

4. სპეციალური კომისიის წევრების გარდა, ზეპირ დასკვნით გამოცდას/დაცვას უნდა დაესწროს მაგისტრანტის ხელმძღვანელი.

5.     სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის პროფესორი.

6. სპეციალურიკომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის სამი წევრი მაინც. 

 

მუხლი 19.  ზეპირი დასკვნითი გამოცდა/დაცვა

1. ზეპირ დასკვნით გამოცდაზე სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხორციელდება საჯაროდ, რომლის მსვლელობისას მაგისტრანტი წარმოაჩენს ნაშრომში განხორციელებული კვლევის შედეგებს. 
2. ზეპირ დასკვნით გამოცდაზე სპეციალურიკომისიის წევრები/გამომცდელები დამოუკიდებელნი არიან თავიანთ საქმიანობაში. 
3. ზეპირ დასკვნით გამოცდაზე/დაცვაზე თითოეული მაგისტრანტი გამოიცდება ინდივიდუალურად. ამასთან, გამოცდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.
 
მუხლი 20.  ზეპირი დასკვნითი გამოცდის/დაცვის შეფასება 

1.  ზეპირი დასკვნითი გამოცდის/დაცვის შეფასებას, გამოცდის/დაცვის დასრულებისთანავე დახურულ სხდომაზე ახორციელებენ სპეციალური კომისიის წევრები/გამომცდელები. ზეპირი დასკვნითი გამოცდა ფასდება 40 ქულის ფარგლებში. ზეპირი დასკვნითი გამოცდის საბოლოო ქულა განისაზღვრება მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით (მიღებული ქულების ჯამი გაყოფილი სპეციალური კომისიის წევრთა/გამომცდელთა რაოდენობაზე). (01-59, 03.06.2016)

2. ზეპირი დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მაგისტრანტი  მიიღებს სულ მცირე 21 ქულას. 
 
მუხლი 21. სამაგისტრო გამოცდის/დაცვის საბოლოო შეფასება 
1. სამაგისტრო ნაშრომის შესრულება და ზეპირი სამაგისტრო გამოცდა/დაცვა ფასდება 100-ქულიანი სისტემით. სპეციალური კომისიის სხდომაზე განისაზღვრება საბოლოო შეფასება, რომელიც შედგება სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის, შემფასებლისა და ზეპირი დასკვნითი გამოცდის/დაცვის შეფასებისგან. 
2.  სამაგისტრო ნაშრომის შესრულება და ზეპირი სამაგისტრო გამოცდა/დაცვა ითვლება ჩაბარებულად, თუ სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და ზეპირი სამაგისტრო გამოცდის/დაცვის ქულათა ჯამი მაქსიმალური შეფასების 50%-ზე მეტია. 
 
მუხლი 22. სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და ზეპირი სამაგისტრო გამოცდის/დაცვის დადებითი შეფასების შედეგები 
1. სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და ზეპირი სამაგისტრო გამოცდის/დაცვის ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულს ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 
2. მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი და ფაკულტეტის დეკანი. დიპლომს დაესმის უნივერსიტეტის ბეჭედი. 
2. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება მაგისტრის აკადემიური ხარისხის ერთობლივად მინიჭება უნივერსიტეტთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, ამ შეთანხმების დებულებებს აქვთ უპირატესი ძალა.
 
მუხლი 23. სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და ზეპირი სამაგისტრო გამოცდის/დაცვის უარყოფითი შეფასების შედეგები 
სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და ზეპირი სამაგისტრო გამოცდის/დაცვის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში,  მაგისტრანტი დამატებით სემესტრში გადის სემესტრულ  რეგისტრაციას და ეძლევა ახალ/იმავე სამაგისტრო თემაზე შესრულებული ნაშრომის წარმოდგენის უფლება. 
 
მუხლი 24. სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და ზეპირი სამაგისტრო გამოცდის/დაცვისბათილობა 
სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისა და ზეპირი სამაგისტრო გამოცდის/დაცვისბათილად გამოცხადების, სამაგისტრო დიპლომის ჩამორთმევისა და მინიჭებული ხარისხის გაუქმების საფუძველია აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის (პლაგიატი) გამოვლენა.

 

თავი VI

მაგისტრატურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით

 

მუხლი25. შეთანხმებასამაგისტროპროგრამისგანხორციელებაზე

1. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უნივერსიტეტებთან ერთობლივად განახორციელოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

2. სამაგისტრო პროგრამის განხორციელება პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი მაგისტრატურის შესახებ.

3. უნივერსიტეტთაშორისი სამაგისტრო პროგრამის ფორმებია:

ა.  ერთობლივი სწავლების ორგანიზება;

ბ.   მაგისტრანტის თანახელმძღვანელობა;

გ.  ერთობლივი ხარისხის მინიჭება.

 

მუხლი 26. განცხადება მაგისტრატურაში ჩარიცხვის შესახებ

პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წინაპირობებს, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულებით ერთობლივი მაგისტრატურის შესახებ.

 

 

თავი VII

დაფინანსება

 

მუხლი 27. დაფინანსების წყაროები

მაგისტრატურის დაფინანსება ხორციელდება სასწავლო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, მიზნობრივი პროგრამების, ქველმოქმედებისა და თვითდაფინანსების ფორმით.

 

 

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 28. გარდამავალი დებულებები

ამ დებულების ამოქმედებამდე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხული მაგისტრანტების მიერ მოპოვებული კრედიტები და შესრულებული სხვა სამუშაოები გადახედვას არ ექვემდებარება.
 

მუხლი29. დასკვნითიდებულებები

1.უნივერსიტეტში  ფაკულტეტების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე  სასწავლო პროცესი რე­გულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, ბოლონიის კონვენციის მოთხოვნების, უნივერსიტეტის დებულების, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირე­ბელი წესისა  და წინამდებარე დებუ­ლების   საფუძველზე.

2. აღნიშნულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანცლერის ბრძანებით.

3. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების  შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

მაგისტრატურის დებულების

დანართი #1

 

სამაგისტრო ნაშრომის პროექტის/პროსპექტუსის შეფასების კრიტერიუმები:

  • სამეცნიერო ხელმძღვანელის შეფასება - 60 ქულა:
  1. თემის აქტუალობის წარმოჩენა - 10ქ;
  2. საკითხის კვლევის ისტორიის წარმოჩენა - 10ქ;
  3. შერჩეული თემის კვლევის მეთოდოლოგია - 10ქ;
  4. შერჩეული მასალა, სამეცნიერო ლიტერატურა - 10ქ;
  5. პროსპექტუსის სტრუქტურა - 10ქ;
  6. კვლევის მოსალოდნელი შედეგები- 5 ქ;
  7. კვლევის საბოლოო შედეგები- 5 ქ;

 

  1. თემის აქტუალობის წარმოჩენა - 10 ქულა

9-10 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ლოგიკურადაა  განმარტებული და დასაბუთებული

7-8 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ლოგიკურადაა  განმარტებული, მაგრამ აკლია სიცხადე/დასაბუთება

5-6 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა განმარტებულია, მაგრამ ბოლომდე არ არის დასაბუთებული

3-4 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ზედაპირულად და არაარგუმენტირებულადაა ჩამოყალიბებული

1-2 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ჩამოყალიბებულია არაკვალიფიციურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე

0 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა არ არის ჩამოყალიბებული

  1. საკითხის კვლევის ისტორიის წარმოჩენა - მაქსიმუმ 10 ქულა

9-10 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, სიღრმისეულად გაანალიზებული და შეფასებული.

7-8 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია არის ჩამოყალიბებული, გაანალიზებული და შეფასებული.

 

5-6 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია არის ჩამოყალიბებული, მაგრამ არ არის გაანალიზებული და შეფასებული

3-4 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია ზედაპირულად არის ჩამოყალიბებული, არ არის გაანალიზებული და შეფასებული

1-2 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია არაკვალიფიციურად არის ჩამოყალიბებული

0 ქულა

საკითხის კვლევის ისტორია საერთოდ არ არის წარმოჩენილი

  1. შერჩეული კვლევის  მეთოდოლოგია - მაქსიმუმ 10 ქულა

9-10 ქულა

კვლევის მეთოდები კომპლექსურად, კვალიფიციურად, და სრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი წარმატებით შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას.

7-8 ქულა

კვლევის მეთოდები კვალიფიციურადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას.

5-6 ქულა

კვლევის მეთოდები არასრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი ვერ შეძლებს სრულად უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას

3-4 ქულა

შერჩეული მეთოდოლოგია მოძველებულია და შეუსაბამოა თემასთან. მაგისტრანტი ვერ შეძლებს  უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას

1-2 ქულა

კვლევის მეთოდები შერჩეულია არაკვალიფიციურად

0 ქულა

კვლევის მეთოდები საერთოდ არ არის შერჩეული

 

  1. შერჩეული მასალა, სამეცნიერო ლიტერატურა - მაქსიმუმ 10 ქულა

9-10 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასრულად შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

7-8 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაშეესაბამება კვლევის მოთხოვნებს, მაგრამ  საჭიროებს შევსებას

5-6 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა მხოლოდ ნაწილობრივაკმაყოფილებს კვლევის მოთხოვნებს

3-4 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული

1-2

 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაარის შემთხვევითი, აკლია შესაბამისობა დახარისხი

0 ქულა

შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასაერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. პროსპექტუსის სტრუქტურა -10 ქულა

9-10 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა ზედმიწევნით პასუხობს თემის სათაურს.

7-8 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა პასუხობს თემის სათაურს, მაგრამ საჭიროებს დაზუსტებას.

5-6 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა ნაწილობრივ პასუხობს თემის სათაურს,

3-4 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული.

1-2 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა აკლია შესაბამისობა დახარისხი.

0 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა საერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. კვლევის მოსალოდნელი შედეგები  - მაქსიმუმ 5 ქულა

5 ქულა

ლოგიკური და დასაბუთებული მსჯელობის შედეგად მაგისტრანტს გააჩნია წინასწარი შეხედულება კვლევის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. შესაძლებელია მაღალი თეორიული და გამოყენებითი მნიშვნელობის შედეგების მიღება.

4 ქულა

დასაბუთებული მსჯელობის შედეგად მაგისტრანტს გააჩნია წინაწარი შეხედულება კვლევის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. შესაძლებელია სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულების შედეგების მიღება.

3 ქულა

დასაბუთებული მსჯელობის შედეგად მაგისტრანტს გააჩნია წინაწარი შეხედულება კვლევის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. შესაძლებელია სასწავლო დანიშნულების შედეგების მიღება.

2 ქულა

მაგისტრანტს წინაწარი შეხედულება კვლევის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ნაკლებად დასაბუთებულია. შედეგების მიღება  მოითხოვს დამატებით დაზუსტებას.

1 ქულა

მაგისტრანტის წინაწარი შეხედულება კვლევის მოსალოდნელი შედეგების შესახებ არ არის დასაბუთებული. შედეგების მიღება საეჭვოა.

0 ქულა

მაგისტრანტსარ გააჩნია წინაწარი შეხედულება კვლევის მოსალოდნელი შედეგების შესახებ.                             რაიმე დანიშნულების მქონე შედეგების მიღებაშეუძლებელია.

  1. კვლევის საბოლოო შედეგები - მაქსიმუმ 5 ქულა

5 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია მაღალი თეორიული და გამოყენებითი მნიშვნელობის შედეგების მიღება.

4 ქულა

მაგისტრანტსკვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულების შედეგების მიღება.

3 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო დანიშნულების შედეგების მიღება.

2 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით ნაკლებად აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება  მოითხოვს დამატებით დაზუსტებას

1 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით არ აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება საეჭვოა.

0 ქულა

მაგისტრანტსარ გააჩნია შეხედულება კვლევის საბოლოო შედეგების შესახებ. რაიმე დანიშნულების მქონე შედეგების მიღებაშეუძლებელია.

 

  • კომისიის შეფასება - 40 ქულა:
  1. შერჩეული თემისა და პრობლემის აქტუალობა - 10ქ;
  2. პროსპექტუსის სტრუქტურის შეფასება - 10ქ;
  3. კვლევის მეთოდოლოგია და შერჩეული სამეცნიერო ლიტერატურა - 10ქ;
  4. კვლევის საბოლოო შედეგები- 10ქ;

 

  1. შერჩეული თემისა და პრობლემის აქტუალობა- 10 ქულა

9-10 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ლოგიკურადაა  განმარტებული და დასაბუთებული

7-8 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ლოგიკურადაა  განმარტებული, მაგრამ აკლია სიცხადე/დასაბუთება

5-6 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა განმარტებულია, მაგრამ ბოლომდე არ არის დასაბუთებული

3-4 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ზედაპირულად და არაარგუმენტირებულადაა ჩამოყალიბებული

1-2 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა ჩამოყალიბებულია არაკვალიფიციურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე

0 ქულა

საკვლევი თემის აქტუალობა არ არის ჩამოყალიბებული

  1. პროსპექტუსის სტრუქტურის შეფასება -10 ქულა

9-10 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა ზედმიწევნით პასუხობს თემის სათაურს.

7-8 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა პასუხობს თემის სათაურს, მაგრამ საჭიროებს დაზუსტებას.

5-6 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა ნაწილობრივ პასუხობს თემის სათაურს,

3-4 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული.

1-2 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა აკლია შესაბამისობა დახარისხი.

0 ქულა

პროსპექტუსის სტრუქტურა საერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. კვლევის  მეთოდოლოგია და შერჩეული სამეცნიერო ლიტერატურა - მაქსიმუმ 10 ქულა

9-10 ქულა

კვლევის მეთოდები კომპლექსურად, კვალიფიციურად, და სრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი წარმატებით შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასრულად შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

7-8 ქულა

კვლევის მეთოდები კვალიფიციურადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი შეძლებს უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაშეესაბამება კვლევის მოთხოვნებს, მაგრამ  საჭიროებს შევსებას

5-6 ქულა

კვლევის მეთოდები არასრულადაა შერჩეული. შერჩეული მეთოდოლოგიის საშუალებით მაგისტრანტი ვერ შეძლებს სრულად უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა მხოლოდ ნაწილობრივაკმაყოფილებს კვლევის მოთხოვნებს

3-4 ქულა

შერჩეული მეთოდოლოგია მოძველებულია და შეუსაბამოა თემასთან. მაგისტრანტი ვერ შეძლებს  უპასუხოს კვლევის ძირითად პრობლემატიკას, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურა არ არის სათანადოდონეზეგადამუშავებული დაგაანალიზებული

1-2 ქულა

კვლევის მეთოდები შერჩეულია არაკვალიფიციურად, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურაარის შემთხვევითი, აკლია შესაბამისობა დახარისხი

0 ქულა

კვლევის მეთოდები საერთოდ არ არის შერჩეული, ხოლო შერჩეული მასალა და სამეციერო ლიტერატურასაერთოდარ შეესაბამება კვლევის მოთხოვნებს

  1. კვლევის საბოლოო შედეგები - მაქსიმუმ 10 ქულა

9-10 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია მაღალი თეორიული და გამოყენებითი მნიშვნელობის შედეგების მიღება.

7-8 ქულა

მაგისტრანტსკვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო და პრაქტიკული დანიშნულების შედეგების მიღება.

5-6 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით აქვს დასაბუთებული. შესაძლებელია სასწავლო დანიშნულების შედეგების მიღება.

3-4

ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით ნაკლებად აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება  მოითხოვს დამატებით დაზუსტებას

1-2 ქულა

მაგისტრანტს კვლევის საბოლოო შედეგები ლოგიკური მსჯელობით არ აქვს დასაბუთებული.შედეგების მიღება საეჭვოა.

0 ქულა

მაგისტრანტსარ გააჩნია შეხედულება კვლევის საბოლოო შედეგების შესახებ. რაიმე დანიშნულების მქონე შედეგების მიღებაშეუძლებელია.

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;