Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ინსტრუქციები ავტორებს

ჟურნალი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე”

ინსტრუქციები ავტორებს:

 

1. ჟურნალი ბეჭდავს სამეცნიერო სტატიებს შემდეგი მიმართულებით:

  • ჰუმანიტარული და  სოციალური მეცნიერებები;
  • სამართალი;
  • ბიზნესი;
  • მედიცინა.

 

ხელნაწერები: (მასალა) უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

ჟურნალი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე;” სარედაქციო კოლეგია; 0141; თბილისი, საქართველო; ჩარგლის ქუჩა N73; el-mail matsne@ciu.edu.ge.

        სამეცნიერო მასალა უნდა მომზადდეს ქვემოთ მოცემული პრინციპების შესაბამისად; ჟურნალში არ დაიბეჭდება უკვე გამოქვეყნებული მასალა; გამოსაქვეყნებლად განიხილება ექსკლუზიურად ჟურნალისთვის შემოთავაზებული სტატია. პუბლიკაცია შეიძლება გამოქვეყნდეს შემდეგ ენებზე: ქართული, ინგლისური,  რუსული.

          ავტორებს მოეთხოვებათ, წარმოადგინონ სტატიის ორი რეცენზია. რეცენზენტებად მოიაზრებიან მეცნიერები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მათი ინტერესის შესაბამის მეცნიერულ საქმიანობაში (სფეროში). მასალა უნდა მომზადდეს Microsoft Word-ში. ფონტის ტიპი - ქართული უნიკოდი - Sylfaen და ინგლისურენოვანი ტექსტისთვის - Times New Roman.   ფონტის ზომა -12, ხოლო სათაურისა და ავტორის სახელისა და გვარისთვის - 14. ქვესათაურები უნდა დაიბეჭდოს bold (გამუქებული) შრიფტით, განცალკევებით ახალ ხაზებზე. მასალა უნდა დაიბეჭდოს single-space -ის ფორმატში  და მინდორი ორივე ველში შეადგენს 30მმ. მასალა უნდა მოზადდეს A4 ფორმატის ერთ გვერდზე. სტატია შეიძლება იყოს 5 – 12 გვერდიანი, დანომრილი შესაბამისი თანმიმდევრობით.

 

პირველ გვერდზე მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  1. პუბლიკაციის სრული სათაური სამივე ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული);
    1. ავტორის სახელი და გვარი;
    2. იმ უნივერსიტეტის  სახელწოდება, სადაც მუშაობს ავტორი;
    3. უნივერსიტეტის მისამართი;
    4. ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტა).

პუბლიკაციის სათაური და რეზიუმე წინ უძღვის პუბლიკაციას და მოცემული უნდა იყოს სამივე ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ პუბლიკაცია არ არის ქართულ ენაზე, რეზიუმე  უნდა შესრულდეს ინგლისურ და რუსულ ენებზე. რეზიუმეში სიმბოლოთა რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 1000-სა. საკვანძო სიტყვები რეზიუმეში უნდა იყოს მითითებული ცალკე გამოყოფილ ხაზზე, თითოეული აბსტრაქტის შემდეგ.

პუბლიკაცია უნდა ხასიათდებოდეს სამეცნიერო სტატიის ყველა კომპონენტით: საკვლევი სფერო, კვლევის მეთოდი და მიზანი, შედეგები და დასკვნები.

 

ავტორმა ცალკე ფურცელზე უნდა წარმოადგინოს მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ინგლისურ ან ქართულ ენებზე.

 

  •  გამოყენებული ფრაზები და მაგალითები სხვა ენიდან მოცემული უნდა იყოს დახრილი შრიფტით.

გამოყენებული წყარო :  გამოყენებული მასალის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, გამოცემის წელი, ციტატის შემთხვევაში გვერდის ნომრები მაგ. (Schiffrin 1987, 17). ბიბლიოგრაფიული წყარო - გვ 196 -170; hhtp;//www.vpu.It/zmogusirzodis.

შენიშვნები  უნდა იყოს მოცემული გვერდის ბოლოს თანმიმდევრულად. წარმოდგენილი უნდა იყოს მცირე რაოდენობით და მოცულობით მოკლე.

ილუსტრაციები.  ყველა ცხრილი, ილუსტრაცია თუ გრაფიკი უნდა იყოს ორიგინალის ასლი. მათ ტექსტში შესამაბისად უნდა ჰქონდეს მითითებული რიცხვები. მაგ ფიგურა (ფიგ). 2

სიმბოლოები: გამოყენებულ სიმბოელებს თან უნდა ახლდეს დახასიათება

  •   პუბლიკაცია უნდა იყოს რედაქტირებული.

ხელნაწერები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, უკან არ იგზავნება და არ ქვეყნდება.

 

ავტორი ვალდებულია:

ა. პასუხი აგოს სტატიის მეცნიერულ ღირებულებაზე;

ბ. სამეცნიერო სტატიის ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ და სტილისტურ ხარისხზე (წინააღმდეგ შემთხვევაში, მასალა უბრუნდება ავტორს);

 

შენიშვნა ავტორებისთვის:

ა. ციტირებისას გვერდების მითითება აუცილებელია (მხოლოდ გამოყენებული წიგნის დასახელება აკრძალულია).

ბ. გამოყენებულ ლიტერატურაში წიგნის გამოცემის ადგილი (ქალაქი) უნდა დაიწეროს სრულად (მაგალითად, ქალაქ მოსკოვის აღსანიშნავად უნდა დაიწეროს არა მხოლოდ „М“, არამედ -სრულად - МОСКВА)

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;