Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გაიცანით ჩვენი უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) გთავაზობთ მაღალი ხარისხის განათლებას ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა პროგრამა განვითარების თანამედროვე ევროპულ სისტემასა და საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ახალი თაობის აღზრდას.

მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოური სივრციდან გამოსვლის შემდეგ ქვეყანაში არა ერთი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი მოქმედებდა, საქართველოში მაინც არსებობდა დასავლური ყაიდის უნივერსიტეტის შექმნის მოთხოვნილება; ბოლო 23 წლის მანძილზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სწორედ ეს მისია დაისახა; დამფუძნებელთა და ცნობილ, გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფის ერთობლივი მცდელობის შედეგად უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხუთი ძლიერი, მაღალი პროფესიული აკადემიური კადრით დაკომპლექტებული და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით აღჭურვილი ფაკულტეტები:

 

  1. სამართლი;  
  2. ბიზნესი;
  3. სოციალურ მეცნიერებათა;
  4. მედიცინა;
  5. მევენახეობა-მეღვინეობა.

 

2005-2007 წლებში უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია; 2012 წელს კი 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - უნივერსიტეტის სტატუსი. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა სამსაფეხურიანი გახდა. კსუ ანხორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს (ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი). შესაბამისად, სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა 3500-ით განისაზღვრა.

კსუ-ში მუდმივად მიმდინარეობს ისეთი ევროპული უნივერსიტეტების ძიების პროცესი, რომელთანაც თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების საქმიანობის კომერციულ და კულტურულ მხარეებს; წარჩინებულ სტუდენტებს კი ეძლევათ შანსი, სწავლა გააგრძელონ პარტნიორ უნივერსიტეტებში როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, უნივერსიტეტში სისტემატურად იხვეწება სწავლების თანამედროვე მეთოდები; შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო კურსები, ინერგება სიახლეები, უნივერსიტეტში იქმნება ინტერდისციპლინური პროგრამები, ფუნქციონირებს სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები. ყოველივე აღნიშნული  კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებისა და ევროსივრცეში მისი სრულად ჩართვის საფუძველია. 

სწავლების ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტი სათანადო ყურადღებას უთმობს და ითვალისწინებს სტუდენტთა მოსაზრებებს.  ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი აკადემიური პროცესების შეფასებაში.

სტუდენტთა პროფესიულ დაოსტატებას ხელს უწყობს თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ფონდიც. უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან. „მოწვეული სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ კონტაქტები დაამყარონ პოლიტიკის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ დასაქმებას.  სწავლისა და კვლევის სფეროების არჩევაში სტუდენტებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული. მათ შექმნეს ქმედითუნარიანი თვითმმართველობის ორგანო. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით უნივერსიტეტი განსაზღვრავს სწავლებისა და კვლევის პრიორიტეტებს.

 

ვისაც გაქვთ ამბიცია, რომ შეიქმნათ ძლიერი და წარმატებული ცხოვრება !

ვისაც გჯერათ, რომ თქვენი მომავალი თქვენს ხელშია!

ჩვენ გელით! თავიდანვე შემოხაზეთ 115, ბედნიერი სტუდენტობა და გააგრძელეთ ცხოვრება ჩვენთან ერთად, რადგან სწორედ  ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გზა  თქვენი წარმატებისკენ!

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;