Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება

 

იხილეთ დოკუმენტის pdf-ვერსია

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

                                     

სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

 

 

 

                                                    დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს

2016 წლის 3 ნოემბრის #32 ოქმით

                                                                                 

 

 

 

თავი I
ზოგადი დებულებანი

 
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის შესაბამისად და აწესრიგებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნი­ვერ­სიტეტის) ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის მოქმედების პრინ­ციპებსა და წესს, აგრეთვე ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამის განხორციელებისა და დოქ­ტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს.

 

მუხლი 2. დოქტორანტურის დანიშნულება და მიზანი

დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური და მიზნად ისა­ხავს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის მომზადებას. დოქტორანტურაში სწავლა მთავრდება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ დოქორანტისათვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

თავი II
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო
მუხლი 3. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

1.  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. შესაძლებელია, შეთანხმება პარტნიორ უნივერსიტეტთან ითვალისწინებდეს აკადემი­ური ხარისხის ერთობლივ მინიჭებას.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო საქმიანობას წარმართავს წინამდებარე დებულების შესაბამისად.


 
მუხლი 4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკა­დე­მიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფე­სორისაგან.

2. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქ­­ტო­რის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.

3. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობას, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, ამტკიცებს უნი­ვერსიტეტის რექტორი.

4.  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო:

ა. იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სა­დოქ­ტორო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ის  დამტკიცების შესახებ;

ბ. იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაო­ბა­ზე მარეგულირებელი წესითა და შინაგანაწესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
გ. განიხილავს და ღია კენჭისყრით ამტკიცებს სადისერტაციო თემების ნუსხას;

დ. იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სადისერტაციო თემის იმავე სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შეცვლის შესახებ; 

ე. იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ;  

ვ. იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი შემფასებლების (რეცენზენტების) დანიშვნის შესახებ;

ზ. იღებს გადაწყვეტილებას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღის და კოლეგიის შემად­გენ­ლობის (მათ შორის, კოლეგიის თავმჯდომარის) შესახებ;

თ. ახორციელებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 
მუხლი 5. სადისერტაციო საბჭოს მუშაობის წესი

1.  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს წინამდებარე დებულე­ბის შესაბამისად.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც.

3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგელობის 3/4-ზე მეტი.

4.  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა 2/3–ზე მეტი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით.

5. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმ­დება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

6. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და საბჭოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ნებისმი­ერი გადაწყვეტილება დოქტორანტს უნდა ეცნობოს წერილობით.

7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომებს შორის საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

 8. მდივნის დაუსწრებლობის შემთხვევაში თავმჯდომარე უფლებამოსილია მდივნის მოვალე­ობა დააკისროს საბჭოს ერთ-ერთ წევრს.


 
მუხლი 6. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე 

1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდო­მარე.

2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს სადისერტაციო საბჭო, სამი წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

3.   თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სადისერტაციო საბჭოს წევრთა არანაკლებ სამ კაციან ჯგუფს კანდიდატის წინასწარი თანხმობით.

4. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე ვერ ესწრება სადისერტაციო საბჭოს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით ირჩევენ დამსწრე პირები.


 
მუხლი 7. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

1.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:

ა.    საჭიროებისამებრ იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;

ბ.     სადისერტაციო საბჭოს სხდომებს შორის ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას;

გ. შეიმუშავებს რეკომენდაციას დოქტორანტის მიერ სწავლის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ;

დ. უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის სავალდებულო თემატური სემინარების ორგა­ნი­ზებას;

ე. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წელიწადში ერთხელ აბარებს ანგარიშს ჩატარებული საქმიანობის და მომავალში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

ვ.  ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე სადისერტაციო საბჭოს სხდომას იწვევს საკუთარი ინიციატივით, დეკანის, სადისერტაციო საბჭოს მდივნის, დოქტორანტურის კოორდინატორის, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვა­ნელის ან სადისერტაციო საბჭოს სულ ცოტა სამი წევრის წინადადებით.


 
მუხლი 8. სადისერტაციო საბჭოს მდივანი

1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სადი­სერ­ტაციო საბჭოს მდივანი, რომელსაც სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობიდან, სადისერტა­ციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, სამი წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავ­ლე­სობით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს სადისერტაციო საბჭო.

2. სადისერტაციო საბჭოს მდივანი:

ა. აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს უნივერსიტეტში საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;

ბ.  ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;

გ. ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმისწარმოებას;

დ. უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას.

3. სადისერტაციო საბჭოს მდივანი ვალდებულია სადისერტაციო საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებები, ასევე, პროგრამის განხორციელების პროცესში არსებული ნებისმიერი სხდომის ვადების შესახებ ინფორმაცია აცნობოს დოქტორანტს წერილობითი ფორმით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).


 
მუხლი 9. დოქტორანტურის კოორდინატორი

1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და სადოქტორო პროგრამის განხორციელების ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს დოქტორანტურის კოორდინატორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი.

2. დოქტორანტურის კოორდინატორი:

ა.  აღრიცხავს დოქტორანტის სადისერტაციო დოკუმენტაციას;

ბ.  ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;

გ. კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდეგ სათანადო დოკუნენტაციის მომზადებაში;

დ. უზრუნველყოფს დასრულებული სადისერტაციო ნაშრომის გადაცემას ექსპერტებთან და რეცენზენტებთან.

ე. უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ განთავსებას საინფორმაციო ვებ-გვერდზე;

3. დოქტორანტურის კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს სადისერტაციო საბჭოსა გადაწყვეტილებების, ასევე, პროგრამის განხორციელების პროცესში არსებული ნებისმიერი სხდომის ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დოქტორანტთან.


 
თავი III

დოქტორანტურაში სწავლა

მუხლი 10. დოქტორანტურაში სწავლის უფლება

1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადე­მი­ური ხარისხის მქონე პირს.

2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურს­დამთავრებულს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხ­ოვ­ნათა შესაბამისად.

 

მუხლი 11. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

1. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება მხოლოდ დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ.

2. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, კონკურსანტმა სადისერტაციო საბჭოს კოორდინატორს უნდა წარუდგინოს განცხადება უნივერსი­ტეტის რექტორის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სადოქტორო პროგრამა. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა. კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესა­ხებ),  „CV“;

ბ. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლო­მისა და დანართის დამოწმებული ასლი (უნივერსიტეტს უფლება აქვს კონკურსანტს ან უკვე ჩარიცხულ პირს მოსთხოვოს კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის აღიარების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. აღიარების დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოუდგენლობა არის ჩარიცხვაზე უარის ან ჩარიცხული დოქტორანტის ჩარიცხვის ბათილობის საფუძველი);

გ.  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

დ. შესაბამისი დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;

ე.  ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ);

ვ.  მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);

ზ. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. სერთიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. პირი, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ვალდებულია ინგლისურში გამოცდა ჩააბაროს უნივერსიტეტის ენების ცენტრში.

თ. ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან უარი არ ეთქვა მას სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქ­ტო­რანტურაში მიღებასას.

3. განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსუ­რ­­ველ­მა უნდა წარადგინოს აგრეთვე აღნიშნული მასალების ასლები.

4. დოქტორანტობის კანდიდატი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული და რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადას­ტურებელ სერტიფიკატს (B2 დონე).

 

 

მუხლი 12.  საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები

1. კონკურსანტი, რომელიც დოქტორანტურის კოორდინატორს დადგენილ ვადებში სრულად წარუდგენს წინამდებარე დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ საბუთებს, აკმაყო­ფილებს სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს და იგი დაიშვება გასაუბრებაზე.

2. დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე გადის დოქტორანტურის კოორდინატორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილ მიმღებ კომისიაში.

3. კომისიას კანდიდატის საანკეტო მონაცემებსა და  სამოტივაციო წერილს საკვლევ თემას­თან დაკავშირებით წარუდგენს დოქტორანტურის კოორდინატორი ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. სამოტივაციო წერილში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუ­ალობა და მნიშვნელობა.

4. პირი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრისას მას მხარს დაუ­ჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

5. დოქტურანტურაში ჩარიცხვისას მხედველობაში მიიღება:

ა.  სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;

ბ.  სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

გ. სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).

 

მუხლი 13. დოქტორანტურაში ჩარიცხვა

1. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე.
2. კონკურსანტი დოქტორანტურაში ჩაირიცხება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუ­ა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა განთავსდეს უნივერსი­ტე­ტის ვებ-გვერდზე.
3. დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან ათი დღის ვადაში უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარე­თა უფლე­ბები და მოვალეობები.

 

მუხლი 14.  დოქტორანტის სტატუსის შეჩერება

1. დოქტორანტი სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და კვლევითი სამუშაოს შესრულების უფლებას მოიპოვებს შესაბამისი სემესტრული ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

2. დოქტორანტს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტ­რა­­ციას, უჩერდება დოქტორანტის სტატუსი და კარგავს აღნიშნულ სემესტრში კრედიტების მოპო­ვების უფლებას.

3. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, სტატუსის ავტომატურ რეჟიმში შეჩერებისას, სემესტრის ათვლა გრძელდება და სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომელშიც გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას.

4. დოქტორანტს აკადემიური შვებულება ეძლევა მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსი­ტეტში დადგენილი წესების შესაბამისად.

 

მუხლი 15. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

1. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესითა და შინაგანაწესით დადგენილი წინაპირობების გარდა, დოქტორანტს  სტუდენტის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს:

ა.  პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;

ბ. უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწი­ნე­ბული პირობების შეუსრულებლობისას;

გ. პროგრამის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში (მიუხედავად სტატუსისა - შეჩერებული/ აქტიური) დოქტორანტი ვერ წარმოადგენს დასრულებულ სადისერტაციო ნაშრომს, რაც არ შეიძლება გადაცდეს ჩარიცხვის მომენტიდან 10 წლის პერიოდს.

2. დოქტორანტისათვის დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტის წარმოების დაწყება ხდება ფაკულტეტის დეკანის, შესაბამისი სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის ან სამეც­ნიერო ხელმძღვანელის მოხსენების საფუძველზე.
3. დოქტორანტის სტატუსი პირს შეუ­წყდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესითა და შინაგანაწესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

თავი  IV

სადოქტორო პროგრამა

 

მუხლი 16. სადოქტორო პროგრამის შემუშავება და წარდგენა

1.  სადოქტორო პროგრამის შემუშავება ხდება:
ა.   ფაკულტეტის ერთი ან რამდენიმე პროფესორის მიერ;
ბ.   პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად;
გ. სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთად - უნივერსიტეტსა და ამ დაწესებუ­ლებას შორის დადებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სადოქტორო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს) ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. 
3. სადოქტორო პროგრამას განიხილავს და ამტკიცებს უნი­ვე­რ­სი­ტეტის აკადემიური საბჭო.
4. სადოქტორო პროგრამას თან უნდა ერთვოდეს სადოქ­ტო­რო პროგრამით განსაზღვრული სასწავლო კურსების სილაბუსები. 
5.   სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში შეიძლება მონაწილეობდეს:
ა.   უნივერსიტეტის  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ.   პარტნიორი სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერი;
გ.  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული სპეცი­ალისტი.
6. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს უნდა გააჩნდეს სადოქტორო პროგრამასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
7. სადოქტორო პროგრამაზე აკადემიური წლის განმავლობაში ჩასარიცხ დოქტორანტთა რაოდენობას განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. 

 

მუხლი 17. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა

1.  დოქტორანტურაში სწავლა მიმდინარეობს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
2. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში - 60 ECTS კრედიტს, ხოლო სემესტრში - 30 ECTS კრედიტს.
3. სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტისაგან და სრულდება სადისერტაციო ნაშრომის შესრულებითა და დაცვით.
4. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობიდან  60 ECTS კრედიტი ეთმობა სას­წავლო კომპონენტს, ხოლო 120 ECTS კრედიტი - კვლევით კომპონენტს.

5. დადგენილ ვადაში (3 წელი) სადისერტაციო   ნაშრომის წარუდგენლობის შემთხვევაში, დო­ქტორანტს უფლება აქვს დაასრულოს დოქტორანტურაში სწავლა მომდევნო 2 წლის გან­მავ­ლობაში.

6. დამატებითი წლის/სემესტრის განმავლობაში დოქტორანტს უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი.

 

მუხლი 18.  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის  სასწავლო კომპონენტი

1. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის  სასწავლო კომპონენტი მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ხელს უწყობს დოქტორანტს სადისერტაციო ნაშრომის შესრულებაში და ამზადებს მას მომავალი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის.

2. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი  მოიცავს  სალექციო კურსებსა და სხვა სახის აქტივობებს;

3. თემატურ სემინარებს  დოქტორანტი სემესტრის დასრულებამდე (არაუგვიანეს მე-15 კვირისა) წარადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიაში;

4. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე რექტორის სახელზე წარადგენს შუამდგომლობას თემატური სემინარების დაცვის თარიღისა და კომისიის შემადგენლობის შესახებ, არაუგვიანეს მე-17 სასწავლო კვირისა;

5. შუამდგომლობის საფუძველზე რექტორის ბრძანებით ინიშნება დაცვის თარიღი, რომელიც არ შეიძლება გასცდეს საგამოცდო პერიოდს;

6. რექტორის ბრძანებით მტკიცდება კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასევე, მიმართულების/დარგის აკადემიური პერსონალი (მინიმუმ 5 წევრი);

7.თემატური სემინარების პრეზენტაციას დოქტორანტი ახორციელებს 20-30 წუთის განმავლობაში, რომელსაც მოჰყვება განხილვა /დისკუსია;

8. კომისიის წევრები ახორციელებს დოქტორანტის შეფასებას  სილაბუსით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. თითოეულ  კომპონენტში აუცილებელია დოქტორანტმა გადალახოს 50%.

9. შეფასების მაქსიმალური ქულაა 100 და გამოითვლება კომისიის ყველა წევრის მიერ განსაზღვრული შეფასების საშუალო არითმეტიკულით.

 

მუხლი 19.  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის   კვლევითი კომპონენტი

1. სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტის მიზანია სტუდენტის კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

2. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი, შესაბამისი სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების გარდა, სავალდებულო წესით ითვალის­წინებს:

ა. არანაკლებ სამი სამეცნიერო სტატიის პუბლიკაციას საერთაშორისო რეფერირებად გამო­ცე­მებში, რომელშიც ასახული უნდა იყოს სადისერტაციო/სასემინარო თემაზე შესრულე­ბული სამეცნიერო კვლევის  ძირითადი შედეგები;
ბ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას: (დოქტორანტი ვალდებულია მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული ერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მაინც. მისი მონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს სერტიფიკატითა და გამოქვეყნებული მასალებით). 
3. დოქტორანტის სამეცნიერო სტატია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ემპირიული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს.
4.  სამეცნიერო სტატიები  უნდა გამოაქვეყნოს სადისერტაციო საბჭოს მიერ რეკომენ­დებულ და უნივერსიტეტის მიერ ამ მიზნით აღიარებულ საერთაშორისო რეფერირებად გამო­ცემებში, რომელსაც ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
5. დოქტორანტს სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებულად ეთვლება, თუ:
ა. დაბეჭდილია ჟურნალის შესაბამისი ტომი;
ბ. ნაშრომი განთავსებულია ჟურნალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
6.ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტი თავისუფლდება სამე­ც­ნიერო სტატიების გამოქვეყნების ვალდებულებისაგან, თუ მას სადოქტორო თემასთან დაკავ­შირებით გამოცემული აქვს შესაბამისი მონოგრაფია. 
7. კვლევითი კომპონენტების შეფასების წესი განისაზღვრება შესაბამისი სილაბუსებით.

 

მუხლი 20. სადისერტაციო კვლევის პროექტის (პროსპექტუსის),  ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევის, კოლოქვიუმების  წარდგენა და კომისიაზე დაცვა

1. დასრულებული სადისერტაციო კვლევის პროექტს (პროსპექტუსს), ხელმძღვანელობით განხორციელებულ კვლევასა და კოლოქვიუმებს დოქტორანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი შეფასების არსებობის შემთხვევაში, სემესტრის დასრულებამდე (არაუგვიანეს მე-15 კვირისა) წარადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიაში.

2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე რექტორის სახელზე წარადგენს შუამდგომლობას პროექტის (პროსპექტუსის), ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევისა და კოლოქვიუმების დაცვის თარიღისა და კომისიის შემადგენლობის შესახებ, არაუგვიანეს მე-17 სასწავლო კვირისა.

3. შუამდგომლობის საფუძველზე რექტორის ბრძანებით ინიშნება დაცვის თარიღი, რომელიც არ შეიძლება გაცდეს საგამოცდო პერიოდს.

4. რექტორის ბრძანებით მტკიცდება კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასევე, მიმართულების/დარგის აკადემიური პერსონალი (მინიმუმ 5 წევრი).

5.სადისერტაციო კვლევის პროექტის (პროსპექტუსის), ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევისა და კოლოქვიუმების პრეზენტაციას დოქტორანტი ახორციელებს 20-30 წუთის განმავლობაში, რომელსაც მოჰყვება განხილვა /დისკუსია.

6. კომისია დოქტორანტის მიერ შესრულებულ სამუშაოს აფასებს დადებითად ან უარყოფითად და რეკომენდაციას აძლევს მას  გააგრძელოს მუშაობა ან შენიშვნების გათვალისწინებით გაასწოროს სადისერტაციო კვლევის პროექტი (პროსპექტუსი)/, ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა / კოლოქვიუმები. 

 

თავი V

დოქტორანტის ხელმძღვანელობა

მუხლი 21. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი

1. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პროფესორი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.

2.  დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს დოქტორის ან მასთან გათა­ნაბრე­ბული აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი, რომელსაც ფაკულტეტის სადისერ­ტაციო საბ­ჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანე­ლად მოი­წ­ვევს, სადისერტაციო თემის სპეციფიკიდან გამომდინარე.

3. სამეცნიერო ხელმძღვნელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან და­კა­ვ­­შირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება.

4. სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა დოქტორანტი წარმოადგენს სადოქტორო თემის ხელმძღვანელობის კანდიდატის წერილობით თანხმობას.


 

მუხლი 22. სამეცნიერო ხელმძღვანელის ვალდებულებები

1. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვალდებულია კონტროლი გაუწიოს დოქტო­რან­ტის სადისერტაციო კვლევის პროექტის/პროსპექტუსის შესრულებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს აცხადებს ხელმძ­ღვანე­ლობაზე, იგი ვალდებულია ამის შესახებ სწავლების ნებისმიერ ეტაპზე დასაბუ­თებუ­ლი განცხა­დება წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.

 

მუხლი 23. სამეცნიერო ხელმძღვანელისა და სადისერტაციო თემის შეცვლა

1. დოქტორანტის დასაბუთებული მოთხოვნით სემესტრის დაწყებამდე შეიძლება შეიცვალოს სამეცნიერო ხელმძღვანელი. აგრეთვე, ხელმძღვანელის ასეთივე მოთხოვნით შეიძლება გაუქმ­დეს მისი ვალდებულებებიც.

2. სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლის შემთხვევებში ძველი და ახალი ხელმძღვანელების თანხმობისას შეიძლება არ შეიცვალოს სადისერტაციო თემა.

3. დოქტორანტის და სამეცნიერო ხელმძღვანელის ერთობლივი დასაბუთებული მოთხოვნით სემესტრის დაწყებამდე შეიძლება სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შეიცვალოს სადისერტა­ციო თემა. აღნიშნულ შემთხვევებში, სადისერტაციო თემის იმავე სადოქტორო პროგრამის ფარგ­ლებ­ში შეცვლისას, გადაწყვეტილებას იღებს  სადისერტაციო საბჭო. 

 

თავი VI

სადისერტაციო ნაშრომის მომზადება და დაცვა

მუხლი 24. სადისერტაციო ნაშრომი

1. სადისერტაციო ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიე­რო-­კვლევითი მუშაობის შედეგს. სადისერტაციო ნაშრომი უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ემპირიული კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს, ახასიათებდეს მეცნიერუ­ლი სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში.

2. დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე, დადგენილი ფორმისა და წესის მიხედვით.

3.  სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები, მოცულობა, ფორმატი, სტილი და სხვა ტექნიკური მონაცემები განისაზღვრება შესაბამისი სილაბუსით.

 

მუხლი 25. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა

1. დოქტორანტი სადისერტაციო ნაშრომის ორ  ბეჭდურ ეგზემპლარს და მის ელექ­ტრო­ნულ ვერსიას (PDF ფორმატში) წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს.

2. სადისერტაციო ნაშრომთან ერთად დოქტორანტმა სადისერტაციო საბჭოს უნდა წარუდგინოს:

ა. განცხადება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე დისერტაციის განსახილველად მიღების შესახებ;

ბ. დეკანატის მიერ გაცემული ცნობა სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული  სასწავლო კომპონენტის (60 კრედიტის) შესრულების შესახებ;

გ. მისი ავტორობით ან თანაავტორობით სადისერტაციო თემაზე შესრულებული სამეცნიერო კვლევის ძირითადი შედეგების ამსახველი და ამ დებულების შესაბამისად გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი;

დ. სამეცნიერო სემინარების, ფორუმებისა და კონფერენციების მასალები, სადაც მოხსენებული იქნა სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები (დოქტორანტი ვალდებულია მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული ერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მაინც. მისი მონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს სერტიფიკატითა და გამოქვეყნებული მასალებით).

3. წარდგენილ სადისერტაციო ნაშრომს თან უნდა დაერთოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელების) წერილობითი დასკვნა სადისერტაციო ნაშრომის შე­სა­ხებ, აგრეთვე იმის შესახებ, რომ იგი გაეცნო სადისერტაციო ნაშრომს და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.

4. სადისერტაციო ნაშრომს თან უნდა დაერთოს დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაო­ბაზე, რომ ნაშრომი მის მიერ არის შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.

5. დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის საფასურის გადახ­დისაგან სადისერტაციო საბჭოში დისერტაციის წარდგენის მომდევნო სემესტრიდან.

6. სადისერტაციო ნაშრომი სადისერტაციო საბჭოს განსახილველად გადაეცემა დამამთავრებელ სემესტრში გაზაფხულის სემესტრის შემთხვევაში - პირველი მაისიდან 30 მაისამდე, ხოლო შემოდგომის სემესტრში - პირველი ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე.

7. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს კოორდინატორი სამი სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დოკუმენტაციას და, თუ იგი წესრიგშია, წინასწარი შემფასებლების (ექსპერტების) დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს. 

 

მუხლი 26. დისერტაციის წინასწარი განხილვა (აპრობაცია)

1. დოქტორანტის მიერ დისერტაციის წარდგენის შემდეგ სადისერტაციო საბჭო  დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს ორ ექსპერტს (მათ შორის ერთი მოწვეული/გარე), რომლებმაც  1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დასკვნები.

2. ექსპერტების მიერ დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შექმნის დარგობრივ კომისიას და დანიშნავს სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი განხილვის თარიღს.

3. თუ ერთ-ერთი ექსპერტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, სადისერტაციო საბჭო ნაშრომის შესაფასებლად გამოყოფს მესამე ექსპერტს.

4. ორი უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში დისერტაციას არ მიეცემა შემდგომი მსვლელობა და დაუბრუნდება დოქტორანტს გადასამუშავებლად.

4. ექსპერტების მიერ დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შექმნის დარგობრივ კომისიას და დანიშნავს სადისერტაციო ნაშრომის შუალედური დაცვის/შეფასების თარიღს.

5. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი კომისიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი განხილვის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • სადისერტაციო თემის აქტუალობა
  • სადისერტაციო ნაშრომის მეცნიერული სიახლე
  • ნაშრომის სტრუქტურა, შინაარსობრივი მხარე, საკვლევი მასალის ფლობის ხარისხი
  • კვლევის მეთოდოლოგია, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისა  და გამოყენების უნარი
  • თანმიმდევრული მსჯელობის, არგუმენტირებისა  და ციტირების უნარი
  • პრობლემის ადეკვატური გააზრებისა და კრიტიკული ანალიზის უნარი
  • პრობლემის ადეკვატური გააზრებისა და კრიტიკული ანალიზის უნარი
  • ვიზუალური მასალის წარმოჩენა, საპრეზენტაციო უნარები.

6. დარგობრივი კომისის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის მიცემის შემთხვევაში, ნაშრომს მიეცემა შემდგომი მსვლელობა.

7. დარგობრივი კომისიის მხრიდან უარყოფითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ნაშრომი უბრუნდება დოქტორანტს შენიშვნებით. დოქტორანტს უფლება აქვს გადამუშავებული ნაშრომი წარადგინოს შემდეგ სემესტრში დებულებით დადგენილ ვადაში.

 

 

მუხლი 27. ავტორეფერატი

1. ავტორეფერატი  სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვარიანტია.

2. ავტორეფერატი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ დაინტერესებული პირი გაეცნოს ნაშრომის ძირითად შედეგებს.

3. ავტორეფერატი უნდა შეიცავდეს სატიტულო ფურცელს. მასში ასახული უნდა იყოს: თემის აქტუალურობა, სამუშაოს მიზანი, კვლევის ობიექტი და მეთოდები, ნაშრომის ძირითადი შედეგები და მეცნიერული სიახლე, აგრეთვე ინფორმაცია დისერტაციის მოცულობისა და სტრუქტურის შესახებ. ავტორეფერატში გადმოცემული უნდა იყოს დისერტაციის ძირითადი შედეგები თავების მიხედვით და ზოგადი დასკვნები.

4. ავტორეფერატში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ავტორის მიერ გამოქვეყნებული მხოლოდ იმ ნაშრომების ნუსხა, რომელთა შინაარსი შეესაბამება დისერტაციის თემატიკას და შედის სადისერტაციო ნაშრომში.

5. ავტორეფერატი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნაშრომის დებულებების განხილვის შესახებ (როგორიცაა მოხსენებები კონფერენციებზე, ფორუმებზე, სიმპოზიუმებსა და სემი­ნა­რებზე).

6. ავტორეფერატი უნდა შესრულდეს ქართულ და ერთ-ერთ საერთაშორისო (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ)  ენაზე;

7. ავტორეფერატის მთლიანი მოცულობა (ორივე ენაზე) არ უნდა აღემატებოდეს ოთხ ნაბეჭდ თაბახს (64 გვერდი).

 

მუხლი 28. შემფასებლების (რეცენზენტების) დამტკიცება

1.დისერტაციის წინასწარი შეფასების წარმატებით გავლის შემთხვევაში დისერტანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის ყდაში აკინძულ ოთხ ბეჭდურ ეგზემპლარს და მის ელექ­ტრო­ნულ ვერსიას (PDF ფორმატში), ასევე ავტორეფერატის 4 ეგზემპლარს ელექტრონულ ვერსიასთან ერთად (უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებლად). სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს ორ  შემფასებელს- რეცენზენტს (მათ შორის ერთი მოწვეული/გარე) (საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით  ერთ-ერთი რეცენზენტი  შეიძლება იყოს  ანონიმური).

2. სადისერტაციო ნაშრომის შემფასებელი (რეცენზენტი) შეიძლება იყოს მხოლოდ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში გამოქვეყნებული აქვს შრომები.

3. შემფასებელი (რეცენზენტი) არ შეიძლება იყოს:

ა. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ან მდივანი;

ბ. დისერტანტის მიერ შესრულებული რომელიმე ნაშრომის  თანაავტორი;

გ. დისერტანტზე თანამდებობრივად დამოკიდებული პირი.

4. დაუშვებელია, რომ ორივე შემფასებელი (რეცენზენტი) იყოს რომელიმე ორგანიზაციის ერთი და იმავე სტრუქტურული ერთეულის (მაგ. ფაკულტეტის, სკოლის) თანამშრომელი.

5.დოქტორანტურის კოორდინატორი შემფასებლების (რეცენზენტების) დანიშვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სადისერტაციო ნაშრომის ეგზემპლარების და ავტორეფერა­ტე­ბის გადაცემას შემფასებლებისათვის (რეცენზენტებისათვის).

 

მუხლი 29. სადისერტაციო ნაშრომის რეცენზირება

1. შემფასებელმა (რეცენზენტმა) სადისერტაციო ნაშრომის შესახებ თავისი წერილობითი დას­კ­ვნა (რეცენზია) სადისერტაციო საბჭოს უნდა წარუდგოს ნაშრომის გადაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 
2. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე შემფასებლის (რეცენზენტის) მიერ რეცენზიის წარმოდგენა ობიექტური გარემოებების გამო (უბედური შემთხვევა, ავადმყოფობა და სხვ.) შეუძლებელია, სადისერტაციო საბჭო ნიშნავს მესამე შემფასებელს (რეცენზენტს).
3. შემფასებლის რეცენზიაში უნდა აისახოს: 
ა. სადოქტორო თემის აქტუალურობა; 
ბ. კვლევის მეცნიერული დონე; 
გ. გამოყენებული მეთოდები (მეთოდოლოგია); 
დ. მიღებული შედეგების სანდოობა; 
ე. დისერტაციის გაფორმების ხარისხი და სხვ.
4.  რეცენზია უნდა დადასტურდეს შემფასებლის (რეცენზენტის) ხელმოწერით, რომლის ნამდვილობა უნდა იყოს დამსაქმებელი ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული.

5. შემფასებელი სადისერტაციო ნაშრომს აფასებს 100 ქულიანი სისტემით. შემფასებლის (რეცენზენტის) მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია: 

  • თემის აქტუალობა, პრობლემის იდენტიფიცირება და სტრატეგიის განსაზღვრა - 5 ქულა;
  • საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, ინფორმაციისა და მისი წყაროების კრიტიკული შეფასება და ინფორმაციის გამოყენების ეფექტიანობა, უცხოური კვლევების ჩართულობის ხარისხი - 5 ქულა;
  • ინოვაციური აზროვნება - 5 ქულა;
  • გამოყენებული კვლევის მეთოდების სისტემა, კვლევის მეთოდოლოგია - 5 ქულა;
  • ჩატარებული კვლევის ხარისხი - 5 ქულა;
  • დასკვნები და შედეგები, პრობლემის გადაჭრა - 5 ქულა;
  • კვლევის შედეგების გამოყენების არეალი - 5 ქულა;
  • ინფორმაციის სამართლებრივად და ეთიკურად გამოყენება, აკადემიური წერის კულტურა - 5 ქულა.

თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტში (ორივე რეცენზენტის შემთხვევაში) აუცილებელია დისერტანტმა მოაგროვოს 50%-ზე მეტი.

6. სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისთვის გამოიყენება ხუთი დადებითი და ორი უარყოფითი შეფასება.

7. სადისერტაციო ნაშრომის დადებითი შეფასება წარმოებს შემდეგი სისტემის მიხედვით:

  • A - 91-100  -  ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
  • B - 81-90 - ძალიან კარგი (magna cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
  • C - 71-80  - კარგი (cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
  • D - 61-70 - საშუალო (bene) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს;
  • E - 51-60 - დამაკმაყოფილებელი (rite) - შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.

8. სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითი შეფასება წარმოებს შემდეგი სისტემის მიხედვით:

  • FX - 41-50 - არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზის გამო ვერ აკმაყოფილებს;
  • F - 41 ქულაზე ნაკლები - სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს საერთოდ არ აკმაყოფილებს.

9.     იმ შემთხვევაში, თუ ორიდან ერთი შემფასებელი (რეცენზეტი) უარყოფითად აფასებს სადისერტაციო ნაშრომს, სადისერტაციო საბჭო ნაშრომის შესაფასებლად, 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ნიშნავს მესამე შემფასებელს (რეცენზენტს). მესამე შემფასებელს (რეცენ­ზენტს) ნაშრომის შეფასებისათვის ეძლევა 30 კალენდარული დღე.

10. თუ მესამე შემფასებელი (რეცენზენტი) დადებითად აფასებს წარდგენილ სადისერტაციო ნაშრომს, შემფასებელთა (რეცენზენტთა) შეფასების საფუძველზე განისაზღვრება საბოლოო ქულა - საშუალო არითმეტიკული (მიღებული ქულების ჯამი გაყოფილი შემფასებელთა რაოდენობაზე). 

11. იმ შემთხვევაში, თუ მესამე შემფასებელიც (რეცენზენტიც) უარყოფითად აფასებს წარდგე­ნილ სადისერტაციო ნაშრომს, დოქტორანტი დაცვაზე არ დაიშვება.

12.  სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფა­სებ­ლების (რეცენზენტების) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.       

13.  სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითად შეფასებისა და დოქტორანტის დაცვაზე  დაუშვებ­ლო­ბის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს ეძლევა სადი­სერ­ტაციო ნაშრომზე დამატებითი მუშაობის უფლება. ამ შემთხვევაში დოქტორანტს, უნივერ­სიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად, ეძლევა დამატებითი სემესტრ(ებ)ის აღების უფლება სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.

14. სადისერტაციო საბჭოს სადისერტაციო ნაშრომი განმეორებით უნდა წარედგინოს  მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუადრეს უარყოფითი შეფასების მიღებიდან ერთი წლის ვადაში. თუ განმეორებით წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი მიიღებს უარყოფით შეფასებას, დოქტორანტს უწყდება სტუდენტის სტატუსი.

15. დოქტორანტის მიერ ხელმეორედ წარდგენილი შესწორებული სადისერტაციო ნაშრომი გადაეცემათ იმავე შემფასებლებს (რეცენზენტებს), ხოლო თუ ეს ობიექტური გარემოებების გამო (უბედური შემთხვევა, ავადმყოფობა და სხვ.), შეუძლებელია, სადისერტაციო საბჭო ნიშნავს ახალ შემფასებლებს (რეცენზენტებს).

16.   ხელმეორედ წარდგენილი შესწორებული სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სადისერტაციო ნაშრომი დაცვაზე არ მიიღება.

17.   დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი სადისერტაციო ნაშრომის ერთი პირი და რეცენზენტების წერილობითი დასკვნები შესანახად გადაეცემა ფაკულტეტის სადისერტა­ციო საბჭოს არქივს.

18. დოქტორანტს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით მოხსნას განხილვიდან თავისი ნაშრომი ნებისმიერ ეტაპზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დისერტაციის წარდგენა შეიძლება შემდეგ სასწავლო წელს.

 

მუხლი 30. დისერტაციის დაცვის თარიღის და კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცება

1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღის და კოლეგიის შემადგენლობის (მათ შორის, კოლეგიის თავმჯდომარის) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. 

2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვა ინიშნება სადისერტაციო საბჭოს სხდომიდან 40 კალენდა­რული დღის შემდეგ.

3. კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დოქტორანტურის კოორდინატორი  უზრუნველყოფს სადისერტაციო ნაშრომის ეგზემპლარების და ავტორეფერა­ტების გადაცემას სადისერტაციო კოლეგიის წევრებისათვის.

4.დოქტორანტურის კოორდინატორმა დოქტორანტს წერილობით (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა ან სხვა) უნდა აცნობოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. შეტყობინებაში  მითითებული უნდა იყოს სადისერტაციო კოლე­გიის შემადგენლობა, დაცვის თარიღი, დრო, ადგილი, გარეშე პირთა დასწრების შესაძლებლობა და მათი დასაშვები რაოდენობა, დაცვის თარიღამდე  მინიმუმ  30 დღით ადრე.

5. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დოქტორანტურის კოორდინატორი ავრცელებს ინფორმაციას წერილობითი შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოფს განცხადების გამოკვრას თვალსაჩინო ადგილზე (ადგილებზე).

 

მუხლი 31. სადისერტაციო კოლეგია

1. სადისერტაციო კოლეგია იქმნება ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული სადისერტაციო ნაშრომის  დაცვისათვის.

2.  სადისერტაციო კოლეგია უნდა შედგებოდეს სადისერტაციო თემის შესაბამისი მეცნიერების 5 ან 7 წევრისაგან (მათ შორის მინიმუმ 1 (5 კაციანი კოლეგიის შემთხვევაში) და 2 (7 კაციანი კოლეგიის შემთხვევაში) უნდა იყოს გარედან მოწვეული / გარე წევრი, რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.  

3. სადისერტაციო კოლეგიაში ხმის უფლების მქონე წევრი შეიძლება იყოს როგორც უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე სხვა პირი.

4. კოლეგიაში მხოლოდ სათათბირო ხმის უფლე­ბით მონაწილეობენ დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და შემფასებლები (რეცენ­ზენ­ტები).(მათ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება)

5.  ერთი და იგივე პირი არ შეიძლება მონაწილებდეს ორზე მეტ დაცვაზე ერთი კვირის განმავ­ლობაში.

6.   სადისერტაციო კოლეგიას ხელმძღვანელობს მისი წევრებიდან შერჩეული, სადისერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული თავმჯდომარე, რომელიც არის უნივერსიტეტის მოქმედი ან საპა­ტიო პროფესორი. თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმ­ძღ­ვანელი ან მისი დისერტაციის შემფასებელი (რეცენზენტი).

7. სადისერტაციო კოლეგია უფლებამოსილია გაეცნოს დისერტაციასთან დაკავშირებით შემო­სულ წერილობით გამოხმაურებებს.

 

მუხლი 32. სადისერტაციო კოლეგიის სხდომა

1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვა წარმოებს სადისერტაციო კოლეგიის სხდომაზე საჯაროდ.

2.   დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის და­­შვებული.

3. სადისერტაციო კოლეგიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება  ხმის უფლების მქონე კოლეგიის წევრთა 3/4 და მეტი.

4. თუ დაცვას საპატიო მიზეზით არ ესწრება ერთ-ერთი შემფასებელი (რეცენზენტი), ამ შემთხ­ვევაში რეცენზია მთლიანად უნდა   წაიკითხონ დაცვის მსვლელობისას.

5. დაცვას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი. თუ იგი საპატიო მიზეზით არ ესწრება კოლეგიის სხდომას, კოლეგიას უგზავნის შესაბამის მოხსენებით ბარათს და დოქტორანტის პიროვნულ დახასიათებას.

6. თუ დოქტორანტი დოკუმენტურად დასაბუთებული საპატიო მიზეზით ვერ გავიდა დისერ­ტაციის დაცვაზე, ან სადისერტაციო კოლეგიის კვორუმი არ შედგა, ან დაცვა არ შედგა დოქტო­რანტისაგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზების გამო, სადისერტაციო საბჭოს მიერ დაინიშნება დამატებითი დაცვა იმავე სემესტრში.

7. სადისერტაციო კოლეგიის ერთ სხდომაზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ერთი სადისერ­ტაციო ნაშრომის  დაცვა.

 

მუხლი 33. დისერტაციის დაცვა

1. კოლეგიის სხდომაზე სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე აცხადებს დისერტანტის ვინაობას და დისერტაციის თემას ექსპერტებისა და რეცენზენტების ვინაობას. კოლეგიას აცნობს დოქტო­რან­ტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, დისერტაციის დაცვის პროცედურას და დოქტორანტის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს.

2. დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო კამათს, სადისერტაციო ნაშრომის შეფასებას და სადისერტაციო ნაშრომის შეფასების გამოცხა­დებას. დაცვის პროცესის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.

3. დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაცია გულისხმობს დოქტორანტის მოხსენებას – თემის წარმოდგენას, რომლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. კოლეგიის თავმჯდომარის წინადადებით დოქტორანტი კოლეგიას მოახსენებს თავისი ნაშრო­მის ძირითად დებულებებს და მიღებულ შედეგებს, მკაფიოდ აყალიბებს მეცნიერულ სიახლეს.

4. ნაშრომის პრეზენტაციისას დისერტანტმა უნდა გამოიყენოს თვალსაჩინო მასალა: მაგალი­თად, სლაიდები, პლაკატები, ვიდეო-კინო გასაშვები ტექნიკა და ა.შ.

5. ნაშრომის პრეზენტაციის შემდეგ იმართება სამეცნიერო კამათი. დოქტორანტი უპასუხებს დამს­წრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც კოლეგიის თავმჯდომარე კოლეგიას გააც­ნობს დისერტაციის წინასწარი განხილვის შედეგებს. იწყება რეცენზენტების პაექრობა დოქტო­რან­ტთან, რის შემდეგაც სიტყვა ეძლევა თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს (თანახელმძღვა­ნე­ლებს) დოქტორანტის დახასიათებისათვის. იმართება დისკუსია, რომელშიც მონა­წილეობა შეუძლიათ როგორც კოლეგიის წევრებს, ისე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენ­ლებს.

6. სამეცნიერო კამათის დასრულების შემდეგ კოლეგიის თავმჯდომარის წინადადებით დოქტო­რანტს ეძლევა დასკვნითი სიტყვა, რომლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებო­დეს 10  წუთს.

7. დოქტორანტის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სადისერტაციო ნაშრომის შესაფასებლად სადისე­რ­ტაციო კოლეგიის ხმის მიცემის მქონე წევრები გადაწყვეტილებას იღებენ დახურულ დასკვნით სხდომაზე ფარული კენჭის­ყრით.

 

მუხლი  34. სადისერტაციო ნაშრომის შეფასება   

1. სადისერტაციო ნაშრომის შეფასებას ახორციელებენ სადისერტაციო კოლეგიის წევრები.

2. სადისერტაციო კოლეგიის თითოეული წევრი სადისერტაციო ნაშრომს აფასებს 100 ქულიანი სისტემით შესაბამისი სილაბუსით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. სადისე­რ­ტა­ციო კოლეგიის წევრთა შეფასების საფუძველზე განისაზღვრება საბოლოო ქულა - საშუალო არითმეტიკული (მიღებული ქულების ჯამი გაყოფილი შემფასებელთა რაოდენობაზე). 

3. სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისთვის გამოიყენება ხუთი დადებითი და ორი უარყოფითი შეფასება.

4. სადისერტაციო ნაშრომის დადებითი შეფასება (P – დაიცვა) წარმოებს შემდეგი სისტემის მიხედვით:

  • ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91; და მეტი;
  • ძალან კარგი – (magna cum laude) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90;
  • კარგი (cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური შეფასების 71-80;
  • საშულო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 61- 70;
  • დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს  მაინც აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60.

5. დისერტანტს დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ერთჯერადად მიენიჭება კვლევითი კომპონენტისათვის გათვალისწინებული 120 კრედიტი.

6. სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითი შეფასება (F – ვერ დაიცვა)  წარმოებს შემდეგი სისტე­მის მიხედვით:

  • არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშ­ვ­ნე­ლოვანი ხარვეზების გამო ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50;
  • სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხ­ოვნებს სრულიად ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები.

7. სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის არადამაკმაყოფილებელად (insufficienter) შეფასების შემთხვევაში დოქტორანტს ეძლევა გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება. ამ მიზნით, მას უფლება აქვს შედეგის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს განცხადება ნაშრომის გადამუშავე­ბისა და დისერტაციის განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ.    

8. სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის არადამაკმაყოფილებელად (insufficienter) შეფასების შემთხვევაში  დოქტორანტს, უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესა­ბამისად, ეძლევა დამატებითი სემესტრ(ებ)ის აღების უფლება სტუდენტის სტატუსის შენარჩუ­ნებით. სადისერტაციო ნაშრომი განმეორებით შეიძლება დაცული იქნას მომდევნო 1 წლის განმავლობაში.

9. სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის სრულიად არადამაკმაყოფი­ლებ­ლად (sub omni canone) შეფასების შემთხვევაში, დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.

10. კოლეგიის წევრთა მიერ სადისერტაციო ნაშრომის  შეფასების კრიტერიუმებია:

  1. თემის აქტუალობა, პრობლემის იდენტიფიცირება და სტრატეგიის განსაზღვრა - 5 ქულა;
  2. საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, ინფორმაციისა და მისი წყაროების კრიტიკული შეფასება და ინფორმაციის გამოყენების ეფექტიანობა   - 5 ქულა;
  3. უცხოური კვლევების ჩართულობის ხარისხი   - 5 ქულა;
  4. ინოვაციური აზროვნება  - 5 ქულა;
  5. გამოყენებული კვლევის მეთოდების სისტემა, კვლევის მეთოდოლოგია   - 5 ქულა;
  6. ჩატარებული კვლევის ხარისხი   - 5 ქულა;
  7. დასკვნები და შედეგები, პრობლემის გადაჭრა   - 5 ქულა;
  8. კვლევის შედეგების გამოყენების არეალი   - 5 ქულა;
  9. ინფორმაციის სამართლებრივად და ეთიკურად გამოყენება   - 5 ქულა;
  10. აკადემიური წერის კულტურა   - 5 ქულა;
  11. პრეზენტაციის ორგანიზება, მასალის მიწოდების უნარი  - 5 ქულა;
  12. სამეცნიერო კამათი   - 5 ქულა;

თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტში აუცილებელია დისერტამტმა გადალახოს 50-%.

11. სადისერტაციო კოლეგიის მიერ სადისერტაციო ნაშრომის დადებითად შეფასების (P – დაიცვა) შემთხვევაში, სადისერტაციო კოლეგიის წევრები განსაზღვრავენ სადისერტაციო ნაშრო­მის საბოლოო შეფასებას. საბოლოო შეფასებაში შემფასებელთა (რეცენზენტთა) შეფასების ხვედრი­თი წილი 40 პროცენტის, ხოლო სადისერტაციო კოლეგიის შეფასების ხვედრითი წილი 60 პროცენ­ტის ტოლია.

11. სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე სხდომის დასრულებისთანავე საჯაროდ აცხადებს კოლეგიის  საბოლოო გადაწყვეტილებას. დოქტორანტს უფლება აქვს გაეცნოს სადისერტაციო კოლეგიის შეფასებას.

12. დისერტაციის დაცვაზე, მის მსვლელობასა და მის საბოლოო შედეგებზე სადისერტაციო საბჭოს მდივანი ადგენს დისერტაციის დაცვის ოქმს, რაზედაც ხელს აწერს კოლეგიის ყველა წევრი.

13. სადისერტაციო ნაშრომის დაცვიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში დოქტორანტურის კოორდინატორი დისერტაციის ერთ ეგზემპლარს გადასცემს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხოლო ერთ ეგზემპლარს - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

14. დისერტაციის დაცვის მსვლელობის ვიდეო გადაღება უნდა უზრუნველყოს დისერტანტმა.

 

მუხლი 35. დისერტაციის გამოქვეყნება და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

1. დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, წარმატებით დაცული სადისერტაციო ნაშრომი დისერტანტმა უნდა გამოაქვეყნოს ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

2. სადისერტაციო ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ პირს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

3. სადისერტაციო საბჭოს მდივანი სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებიდან ათი დღის ვადაში ამზადებს ბრძანების პროექტს დოქტორანტისთვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების და შესაბამისი დიპლომის გაცემის შესახებ, რომელსაც წარუდგინს  უნივერსიტეტის რექტორს.

4. ბრძანების გამოცემა, აგრეთვე დიპლომის და დიპლომის დანართის გაფორმება მოხდება უნივერსიტეტში დადგენილი საქმისწარმოების წესის შესაბამისად.

 

მუხლი 36. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი

1. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა/დიპლომი გაიცემა უნივერ­სი­ტეტის მიერ.

2. პირი დოქტორად იწოდება დოქტორის დიპლომის გადაცემის შემდეგ.

    

მუხლი 37. სადისერტაციო საქმის არქივი

1. დისერტაციის დაცვის შემდეგ სადისერტაციო საბჭოს არქივში რჩება სადისერტაციო საქმე, რომელშიც შედის:

ა. დოქტორანტის განცხადება, დადასტურებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ვი­ზით დისერტაციის განსახილველად მიღების შესახებ;

ბ. დისერტაციის ავტორეფერატი;

გ. სამეცნიერო ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელების) წერილობითი დასკვნა სადისერტაციო ნაშრომის შესახებ;

დ. დისერტაციის და ავტორეფერატების ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში);

ე. დოქტორანტის ავტორობით ან/და თანაავტორობით შესრულებული გამოქვეყნებული სამეც­ნიერო ნაშრომები, აგრეთვე მათი სია;           

ვ. სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგების ამსახველი სამეცნიერო სემინარების, ფორუ­მე­ბისა და კონფერენციების მასალები და ნუსხა;

ზ. სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულების ამსახველი შეფასებების (ნიშნების) ფურ­ცელი;

თ. რეცენზენტების დასკვნები;

ი. სადისერტაციო კოლეგიის სხდომის ოქმი, დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით;

კ. წარმატებით დაცული სადისერტაციო ნაშრომის ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით გამო­ქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ლ. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების ასლი დოქტორანტისათვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.

2. აკინძული დოკუმენტაცია საბჭოში ინახება ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადა­ეცემა უნივერსიტეტის არქივს.

 

 მუხლი 38. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა

1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორს დოქტორის აკადემიური ხარისხი ჩამოერთმევა, სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენის, მონაცემების გაყალბების, პლაგიატის და აკადემიური პატიოსნების სხვა ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

2. თუ პლაგიატი ან დისერტაციის დოკუმენტაციის გაყალბება დადგინდა დისერტაციის დაცვის შემდეგ ნებისმიერ დროს, სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილა ბათილად ცნოს მინიჭებული აკადემიური ხარისხი და გააუქმოს შესაბამისი დიპლომი.

 

თავი VII

დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით

 

მუხლი 39. შეთანხმება სადოქტორო პროგრამის განხორციელებაზე

1.უნივერსიტეტი უფლებამოსილია საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უნივერსიტეტებთან ერთობლივად განახორციელოს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

2.სადოქტორო პროგრამის განხორციელება პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით წესრი­გ­დება ამ უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.

3.  უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმებია:

ა.  ერთობლივი სწავლების ორგანიზება;

ბ.  დოქტორანტის თანახელმძღვანელობა;

გ.  ერთობლივი ხარისხის მინიჭება.

 

მუხლი 40. განცხადება დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ

1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კან­დი­დატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წინა­პი­რო­­ბებს, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულებით ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.
2. დოქტორანტობის მსურველი პირის განცხადებას, ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუ­თებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხ­მობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

 

მუხლი 41. სამეცნიერო ხელმძღვანელი

1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დოქტორანტს ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. აუცილე­ბელია ორივე პროფესორის დასკვნა. დისერტაციის დაცვას უნდა ესწრებოდეს ერთ-ერთი ხელ­მძღვანელი მაინც.
2. პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თემის ხელმძღვანელობაზე განაცხადებს თანხმობას, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს თავის დასკვნას.

3. თუ სადისერტაციო საქმისწარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, მოქმედებს პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება.

 

მუხლი 42. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი

1. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ის უნივერსი­ტე­ტი, სადაც განხორციელდა დისერტაციის დაცვა.
2. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ დისერტაცია დაცულია პარტნიორი უნივერ­სი­ტე­ტების მონაწილეობით.

 

მუხლი 43. დისერტაციის წარდგენისა და დაცვის ენა

დისერტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულად და პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 44. გამოქვეყნება

გადაწყვეტილება დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ მიიღება ამ დებულების ან პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. 

 

 

თავი VIII

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

მუხლი 45. საპატიო დოქტორის წოდება

1. განსაზღვრულ სფეროში განსაკუთრებული სამეცნიერო დამსახურების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება.
2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სადისერ­ტაციო საბჭოს წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი.

 

თავი IX

დაფინანსება

მუხლი 46. დაფინანსების წყაროები

დოქტორანტურის დაფინანსება ხორციელდება საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიე­ბის, ქველმოქმედებისა და თვითდაფინანსების ფორმით.

თავი X

მობილობა

მუხლი 47. მობილობა დოქტორანტურაში

1. მობილობის უფლება დოქტორანტს ეძლევა სწავლების პირველი წლის დამთავრების შემდეგ, სემესტრის დაწყებამდე, წელიწადში ორჯერ.

2. მობილობის უფლება დოქტორანტს აქვს მხოლოდ იმავე ან მონათესავე სადოქტორო პროგრა­მაზე.

3. მობილობის პროცესი რეგულირდება კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდა აქტების შესაბამისად.

4. მობილობით ჩარიცხული დოქტორანტის მონაცემები წარედგინება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს, სადისერტაციო თემის და სადისერტაციო თემის სამეცნიერო ხელმძღვანელის დამტკიცების მიზნით.

5. სადისერტაციო საბჭო არსებული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ამტკიცებს სადისერ­ტაციო თემას და თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს.

თავი XI

დასკვნითი დებულებები

მუხლი 48. დასკვნითი დებულებები

1.  წინამდებარე დებულების დამტკიცება, ისევე როგორც მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ხორციელდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადების დასმის უფლება აქვს ფაკულტეტის დეკანს ან სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ წევრს. დასაბუ­თებულ წინადადებას განიხილავს სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე. დადებითი გადა­წყვეტილების მიღების შემთხვევაში ფაკულტეტის დეკანი სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღე­­ბულ გადაწყვეტილებას განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს.
3. წინამდებარე დებულება ძალაში შედის 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

4. ამ დებულების 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების სისტემა არ ვრცელდება დოქტორანტებზე, რომელთაც კვლევით კომპონენტებში უკვე მოპოვებული აქვთ კრედიტები. მათი საბოლოო შეფასება მოხდება 120 კრედიტს გამოკლებული მათ მიერ შესრულებულ კვლევით კომპონენტებში მოპოვებული  კრედიტების ჯამი.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;