Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კონფერენციაზე რეგისტრაცია
 
საქართველო, თბილისი, 20 მაისი, 2017  წელი.
სექციები:
  • ბიზნესი
  • ირანისტიკა
  • მედიცინა
  • მევენახეობა-მეღვინეობა 
  • ჟურნალისტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
 
სამუშაო ენები:
  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული
 
მოთხოვნები: 
  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, წელს პირველად კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია  დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
  • მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებგვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს;
  • სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას  არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის  ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე  დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული  თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
  • ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;
  • თეზისები და  ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
  • შრიფტი ქართული ვერსიისათვის - Sylfaen; რუსული და ინგლისური - Sylfaen;
  • ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა)  - 14 Bold;  ძირითადი ტექსტი - 12; 
  • ინტერვალი - 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
 
მნიშვნელოვანი თარიღები:
2017 წლის 15  აპრილი კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა
2017 წლის 25  აპრილი აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში   მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ
2017 წლის 5 მაისი  სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა
2017 წლის 20 მაისი კონფერენციის გახსნა

 

ინფორმაცია მონაწილეთათვის:
  • კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს დაურიგდება სერტიფიკატი; აგრეთვე, სერტიფიკატებით დაჯილოვდებიან სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები;
  • მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი;
  • უცხოელი მონაწილეების თბილისში დაბინავებას კსუ უზრუნველყოფს;
  • სრული ნაშრომი გადმოგზავნეთ  შემდეგ მისამართზე conference@ciu.edu.ge .

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ მისამართზე: conference@ciu.edu.ge

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;