Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კსუ-ს სამეცნიერო პრემია თამარი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ დაწესდა.

სამეცნიერო პრემია „თამარი“ კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის თამარის სახელს ატარებს.

თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია სტიმულის მიმცემი იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის. აღნიშნული პრემია წაახალისებს ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.

სამეცნიერო პრემია გაიცემა ყოველწლიურად კონკურსის წესით.

2017 წელს გაიცემა 3 პრემია:

პრემია - 3750 ლარი (დარიცხული);

II პრემია - 2500 ლარი (დარიცხული);

III პრემია - 1250 ლარი (დარიცხული) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერისთვის.

I და II პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კსუ-ს აკადემიურ პერსონალს, ხოლო III პრემიის მოსაპოვებლად _ კსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერებს (კსუ-ს აკად. პერსონალს ან დოქტორანტებს 35 წლამდე).

მნიშვნელოვანი თარიღები:

  1. 2017 14 ნოემბერი -  10 დეკემბერი: საკონკურსო განაცხადისა და დოკუმენტაციის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში ელექტრონულად წარდგენა;
  2. 2017 წლის 10 - 25 დეკემბერი: საკონკურსო კომისიის  მიერ დოკუმენტაციის განხილვა;
  3. 2017 წლის 27 დეკემბერი: გამარჯვებულთა დაჯილდოება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის დებულებას, განაცხადის რეგისტრაციის ინსტრუქციას და დანართებს.

დანართი №1

დანართი №2

დანართი №3

სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი

ელ. ფოსტა: awards@ciu.edu.ge

ტელ: 261 12 98; 294 59 92 (შიდა ნომერი 184; 181)

ოთახი: 59

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;