Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბიბლიოთეკა

კსუ-ს ელექტრონული კატალოგი

სწავლების ხარისხისასამაღლებლად უნივერსიტეტი სათანადო ყურადღებას უთმობს საუნვერსიტეტო წიგნად ფონდს, რადგან  სტუდენტთა პროფესიულ დაოსტატებას ხელს უწყობს თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ფონდი.

სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველსაყოფად გამოიყენება უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკის ბეჭდური და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული წიგნადი ფონდი, რომელიც შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. დღეისათვის უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის საერთო რაოდენობა 18489 ერთეულს მოიცავს. აქედან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოების რაოდენობა 13412–ს შეადგენს და მითითებულია საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების პროგრამებში, ხოლო 577 ერთეული არის დამხმარე ლიტერატურა.  ასევე უზრუნველყოფილია საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობა.

უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი სრულადაა ასახული სერვერზე ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში „openbiblio” (http://www.ciu.edu.ge/openbiblio), რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი ავტორიზებული მომხმარებლისთვის.

ბიბლიოთეკაში 30-მდე დასახელების პერიოდიკაზეა ხელმოწერა გაფორმებული. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ჩართულია საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ქსელში, ხოლო 2010 წლიდან არის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრი. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ელექტრონული ვერსიებით, ქსეროასლებითა და კომპაქტდისკებით.

უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონული საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა „Codex”. უნივერსიტეტი გაწევრიანებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, როგორც ბიბლიოთეკათშორისი აბონენტი და სარგებლობს ბიბლიოთეკათშორისი სააბონენტო მომსახურებით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია ასოციაცია "ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის" – eIFL", მონაწილეთა კონსორციუმის წევრად და მინიჭებული აქვს უფლება, გამოიყენოს შემდეგი ელექტრონული რესურსები:

 

 

EBSCO Publishing –წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას, რომელიც მოიცავს: 11000–ზე მეტ დასახელების სტატიას მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროში.  ამერიკის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრულ სტატიებს,  100 000 დასახელების ელექტრონულ წიგნს.   EBSCO იხილეთ ლინკი

ეს კოლექცა ასევე გამოირჩევა  ძალზე მოხერხებული და ეფექტური საძიებლით.

 

Cambridge University Press  – კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები

წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 280 დასახელების ჟურნალს არქივის ჩათვლით მეცნიერების ყველა დარგში. http://journals.cambridge.org/action/login;jsessionid=AFDA5FA1CC753D9CA55A82C60ABFF102.journals

 

Royal Society Journals Collection  წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შემავალ 9 დასახელების მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებს ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B.  http://royalsocietypublishing.org/

 

Bioone – მონაცემთა ბაზა მოიცავს 177 სამეცნიერო ჟურნალს ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების სფეროდან, რომლებსაც აქვეყნებენ ამერიკის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი-სამეცნიერო საზოგადოებები, მუზეუმები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები http://www.bioone.org/

 

The New England Journal of Medicine – გამოქვეყნებულია ნაშრომები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია შინაგანი ორგანოების მედიცინაზე და მის ქვესპეციალობების დარგებზე, მათ შორის არის - კარდიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია, ონკოლოგია, იმუნოლოგია, ალერგია, ინფექციური დაავადება, ნეფროლოგია, ნევროლოგია; ნეიროქირურგია, ფილტვების მკურნალობა და რევმატოლოგია. http://www.nejm.org/

 

IMF eLibrary

The IMF ინტერნეტ ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ძლიერ და მოსახერხებელ ონლაინ ხელმისაწვდომობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ავტორიტეტული გლობალური ეკონომიკური გამოცემების სრულ კოლექციებზე.

ინტერნეტ ბიბლიოთეკა არის საჭირო რესურსი ეკონომიკური სწავლებებისა და ანალიზებისათვის 11,000–ზე მეტი ტექსტური გამოცემებითა და ხელმისაწვდომობით IMF სტატისტიკური მონაცემთა ბაზებიდან.

www.elibrary.imf.org

 

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books მოიცავს 5 წამყვან რეცენზირებულ ჟურნალს სამართალში, ეკოფინანსები, ეკონომიკა, ინოვაციური კვლევები, ინფრასტრუქტურული განვითარება, ჯანდაცვა, კორპორატიული მართვა, საჯარო და სოციალური პოლიტიკა, მიგრაცია, კვლევის მეთოდიკა, ინტელექტუალური საკუთრება, ლეგალური რეფორმა ნომიკაში, მენეჯმენტსა და პერსონალის მართვაში და 2014 წლის ჩათვლით გამოსულ 187 დასახელების წიგნებს კვლევების დარგში.  წიგნების ინტერდისციპლინარულ კოლექციაში შედის მრავალი დარგი, როგორიცაა და სხვანი. მასში არის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და ცნობარები. www.elgaronline.com

 

 

 

SAGE - გამომცემლობა SAGE-ის 824 დასახელების ელექტრონული ჟურნალები მეცნიერების ყველა სფეროში. SAGA - იხილეთ ლინკი
 

უნივერსიტეტში შექმნილია მულტიმედია ცენტრი, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო და სხვა ტიპის საინფორმაციო რესურსების ფედერაციული ტიპის კოორდინირებულ სისტემას. მულტიმედია ცენტრი ახდენს არა მონოპოლიზაციას ინფორმაციის ერთ სივრცეში, არამედ პირიქით, ახდენს საინფორმაციო პოლიტიკის დივერსიფიკაციას, რაც ხდის ინფორმაციის მიღების, გადამუშავების, გამოყენების და შენახვის პროცესს უფრო ეფექტურს.

 

 ორგანიზაციული ერთეულებია:

• ბიზნესის, მედიცინისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ბიბლიოთეკა;

• სამართლის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;

• კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ბიბლიოთეკა;

• კონფლიქტების და სამშვიდობო პროცესების მართვის ბიბლიოთეკა;

• ადამიანური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ბიბლიოთეკა;

• კარიერის განვითარების ცენტრის ბიბლიოთეკა;

• კინოცენტრის ვიდეოთეკა და დარბაზი.

 

დაწესებულებაში არსებობს ბიბლიოთეკის კატალოგი, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზები.

კსუ-ს ბიბლიოთეკაში მუშაობს ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამა, არსებობს როგორც ბეჭდური, ასევე საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული ელექტრონული კატალოგი, წიგნადი ფონდითა და მკითხველთა ელექტრონული ბარათებით. ბიბლიოთეკაში მოქმედებს სარეგისტრაციო ჟურნალი, მკითხველთა ბარათები.

 

ბიბლიოთეკის დებულება, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან  შაბათის ჩათვლით, კვირაში 46 საათის განმავლობაში.

ბიბლიოთეკის სამუშაო დრო:

ორშაბათი - პარასკევი: 10-00 სთ - 18-00 სთ,

შაბათს - 10-00 სთ - 16-00 სთ.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;