Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბაკალავრიატის დებულება

ბაკალავრიატის დებულება

დანართი #1

დამტკიცებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

კანცლერის 2014 წლის 27 მარტის #01-36 ბრძანებით

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

ბაკალავრიატის დებულება

პრეამბულა

კავკასიის საერთაშიროსო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტის) საბაკალავრო პროგრა­მები შეესაბამება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონს, ინსტი­ტუციური აკრედი­ტა­ციის ეროვნულ სტანდარტებს, ბოლონიის კონვენციის მოთხოვნებს. საქართვე­ლოს კანონმდებ­ლობის შესაბამი­სად, უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველ­ყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გა­მომუშავებას და დასტურდება კვალიფი­კაციის შესაბამისი დოკუმენტით. აკადემიური უმაღლესი გა­ნათლების პირველი საფეხურის საგან­მანათ­ლებლო პროგრამა არის ბაკალავრიატი. რომელიც ითვა­ლისწინებს შესაბამისი სპეციალობის საფუძვ­ლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრა­ტურაში შემდგომი სწავლისათვის.

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საბაკალავრო პროგრამა

1. ბაკალავრიატი არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური და სასწავლო პროგ­რამების ერთობლიობა, რომლებიც ითვალისწინებენ სტუდენტთა პროფესიულ მომზა­დებას და შე­საბამისი სპეცია­ლობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია მაგისტრატურაში შემდგომი სწავ­ლისათვის ან მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის. ბაკალავრიატი – საგან­მანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს  არანაკლებ 240 კრედიტს.

2. აღნიშნული დებულება ვრცელდება პირველი საფეხურის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზეც.

მუხლი 2. სწავლების ენა

1. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული;

2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, აკრედიტებული პროგრამის შესაბამისად უნივერსიტეტში სწავლება ზოგიერთ ფაკულტეტზე შესაძლებელია განხორციელდეს ნაწილობრივ ან მთლიანად უცხო ენაზე.

 

მუხლი 3. სწავლების ფორმა

ბაკალავრიატში სწავლების ფორმაა დასწრებული სწავლება.

მუხლი 4. ბაკალავრიატის დაფინანსება

უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლება ფასიანია. დაფინანსება ხორციელდება სტუდენტების სას­წავლო გადასახადის ხარჯზე, რომლის რაოდენობა განისაზღვრება კანცლერის ბრძანებით. სწავლის საფასურის ოდენობა და ურთიერთ უფლება-მოვალეობანი უნივერსიტეტსა და ბაკალავრს შორის რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 5. საბაკალავრო პროგრამის მიზნები და ამოცანები

1. სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიული მომზადება პროფესიული საქ­მიანობის დასაწყებად ბაკალავრის ხარისხის ფარგლებში განხორციელებადი კომპეტენციით.

2. ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის, როგორც პროფესიული კომპეტენციისა და სამოქალაქო ცნო­ბიერების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ინტელექტუალური რესურსის ფორმი­რება.

3. სტუდენტთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება, გონივრული სას­წავლო მოტივაციის ჩამოყალიბება.

4. სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, მაგისტრატუ­რაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი თეორიული საფუძვლების შექმნა და ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება. რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მა­გისტრატურაში შემდგომი სწავლისა და პრაქტიკული პროფესიული საქმიანობისათვის.

5. დამსაქმებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული აკადემიური პროგრამების შემუშავება.

6. სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

7. სტუდენტთა მობილობის სტიმულირება/განვითარება.

8. ევრო-ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება, შეფასებისა და კრედიტების ტრანსფე­რისა და დაგროვების ეევროპული სისტემის (ECTS) დანერგვა.

თავი II.  საბაკალავრო პროგრამაზე მიღება-რეგისტრაცია

მუხლი  6.  საბაკალავრო  პროგრამებზე  მიღება-რეგისტრაცია და სწავლების ხელშეკრულება

1. საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტები მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად, განათლების მინისტრის მიერ გამოცემული რანჟირების დოკუმენტისა და სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ბრძანების საფუძველზე. ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესისა და მობილობის შედეგების შესაბამისად.

2. სამინისტროს მიერ სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოიცემა რექტორის ბრძანება სტუდენტების უნივერსიტეტის შესაბამის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე.

3.  რექტორის მიერ სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემის შემდეგ სტუდენტები ვალდებულნი არინ გაიარონ ადმინისტრაციული რეგისტრაცია დადგენილ ვადებში და წამოადგინონ შემდეგი საბუთები:

1.      სკოლის ატესტატი - დედანი,

2.      პირადობის მოწმობა – ასლი,

3.      4 ფოტოსურათი 3X4;

4.      მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებმა)

5.      შეავსოს სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია.

4.          ხელშეკრულება. უნივერსიტეტის ბაკალავრიატში ჩარიცხვის შემდეგ უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის წარმოქმნილ ურ­თიერთ უფლება-მოვალეობებს. სწავლის პერიოდში სტუდენტს გააჩნია ყველა ის უფლება-მო­ვალეობა, რაც დადგედნილია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და ურთიერთ შეთანხ­მებით.

5.             სწავლის საფასური. ბაკალავრიატში სწავლა ფასიანია. სწავლის საფასურის ოდენობა აგრეთვე ურთიერთ უფლება-მოვალეობანი უნივერსიტეტსა და ბაკალავრს შორის რეგულირდება ხელშეკ­რულების საფუძ­ველზე. სწავლის საფასური განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ. დაუშვებელია სწავლის საფასურის გაზრდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებთანაც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება.

6.          უნივერსიტეტის ვალდებულებები: თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით უნივერ­სი­ტეტი ბაკალავრიატს უზრუნველყოფს პროგრამების ყოველწლიურად განახლება-დამუშავებით; მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალით; მუდმივად განაახლებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს; ევროპული საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისად ფართოდ ნერგავს სწავლების ახალ ეფექტურ ფორმებსა და მეთოდებს.

7.          სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა და განახლება. სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტისა და აგრეთვე უნივერ­სი­ტეტში აღდგენისა და სწავლის განახლების შემთხვევებს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი.

მუხლი 7.  უნივერსიტეტში  სტუდენტთა მობილობის წარმართვა 

1. სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებზე სხვა სასწავლებლებიდან სტუდენტთა გად­მოსვლის, ისევე როგორც უნივერსიტეტის შიგნით სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებზე ან ფაკულტეტებზე გადასვლის პროცესს არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობა და უნივერ­სიტეტის  სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი.

2. სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში არაუმეტეს ორჯერ - შესაბამისი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.

3. პროგრამის აკადემიურ ცნობაში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისობები და შეუსაბამობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამებთან, რომლებზედაც პირს სურს სწავლის გაგრ­ძელება, რაც დადასტურდება წერილობითი გამოცდის შედეგად.

4. სხვა უმაღლეს სასწავლებლებიდან სტუდენტთა ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს სასწავლო სემესტრის დაწყებამდე, შე­საბამისი კა­ნონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.

5. სტუდენტის ჩარიცხვა სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან უნივერ­სიტეტში ხდება რექტორის ბრძანების საფუძველზე კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სხვა აქტებით დადგენილი წესით.

თავი III.  საბაკალავრო პროგრამით სწავლება

მუხლი 8.  ECTSსაბაკალავრო სასწავლო კურსის საკრედიტო სისტემა

1. საბაკალავრო  პროგრამა:           240 კრედიტი

2. ხანგრძლივობა:                             4 წელი, 8 სემესტრი

3. უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე საკრედიტო სისტემა, რომელიც ეფუძნება ამერიკული და ევ­როპული უნივერსიტეტების გამოცდილებას. სასწავლო-საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს. 1 კრედიტი = 25 სთ.‚ რომელიც ფარავს როგორც სააუდიტორიო‚ ისე დამოუკი­დებელ მუშაობას. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროგ­რამის ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით. 1 კრედიტი = 25 სთ. და ფარავს  სააუდიტორიო და დამოუკიდებელ მუშაობას (1 კრედიტი = 25 სთ.

4. ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე კრედიტების რაოდენობის შესაბამისად.

მუხლი 9. საბაკალავრო პროგრამით სწავლების ვადა

1. საბაკალავრო პროგრამით სწავლების განსაზღვრული ვადაა 4 წელი (8 სემესტრი) და ბაკალავ­რიატის სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტი;

2. სწავლება შეიძლება გახანგრძლივდეს, თუ:

·       სტუდენტმა ვერ ჩააბარა რამდენიმე საგანი და მას მოუწია დამატებითი სემესტრის აღება;

·       სტუდენტმა აიღო აკადემიური შვებულება.

3. უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე შესაძლებელია 4 დამატებითი სემესტრის აღება.

4. ბაკალავრიატში სწავლა/სწავლების სისტემა ეყრდნობა საქართველოს კანონით „უმაღლესი გა­ნათ­ლების შესახებ", უნივერსიტეტის დებულებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით და წინამდებარე დებულებით  განსაზღვ­რულ პრინციპებს.

 

მუხლი 10. საბაკალავრო პროგრამის შინაარსი და საკვალიფიკაციო ნიშნები

საბაკალავრო პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იქნეს პროგრამის მიზნები, მისი ადგილი განათ­ლების უწყვეტ ციკლში და სწავლების შედეგები. საბაკალავრო პროგრამებში უნდა აღინიშნოს პროგრამის დასახელება და მისანიჭებელი აკადე­მიური ხარისხი.

საბაკალავრო პროგრამაში აღინიშნება:

·                პროგრამის აქტუალობა და მიზანი.

·                სწავლის შედეგი - ბაკალავრიატის კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დარ­გობრივი კვალიფიკაცია, მისი ზოგადი ცოდნის დონე, კომპეტენცია და უნარ-ჩვევები.

·                დასაქმების სფეროები სადაც რეკომენდებული იქნება აღნიშნული პროგრამით კურსდამთავ­რებულის შრომითი საქმიანობა.

·                საბაკალავრო პროგრამის განხორციელების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

·                სწავლის შემდგომი გაგრძელების სფერო სამაგისტრო პროგრამებზე.

 

მუხლი 11. პრაქტიკა

უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის პრაქტიკა. იგი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს რეალურ ცხოვრებაში გამოსცადოს აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპე­ტენციები (ცოდნა და უნარები), კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს ისინი. სასწავლო პრაქტიკის განხორციელების ძი­რითადი პრინციპები, პრო­ცედურები და სანიმუშო დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია პრაქტიკის დაგეგმვის, გან­ხორციელების და შეფასების პროცესისათვის, წარმოდგენილია პრაქტიკის სა­ხელმძღვა­ნე­ლო დებულებაში.

თავი IV.  საბაკალავრო ნაშრომი

მუხლი 12.  საბაკალავრო ნაშრომის შესრულება

1. საბაკალავრო ნაშრომი არის წერითი ხასიათის პროექტი, რომელიც უნდა შეას­რულოს სტუდენტმა აკადემიური პროგრამის დასრულების ბოლოს და დაიცვას საკვალი­ფიკაციო კომისიის სხდომაზე. საბაკალავრო ნაშრომი მოიცავს 6-12 კრედიტს.

2. ნაშრომში უნდა გამოვლინდეს სტუდენტის ცოდნის დონის, შემოქმედებითი და კვლევითი უნარ-ჩვევების ხარისხის შესაბამისობა აკადემიური პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. ნაშრომის შეფასების ხდება უნივერსიტეტის საბაკალავრო ნაშრომის შესრულებისა და კომისიაზე დაცვის წესის შესაბამისად.

4. საბაკალავრო ნაშრომის შესრულების პერიოდი მოიცავს ერთ სემესტრს. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცებული თემატიკიდან, სტუდენტი ირჩევს საბაკალავრო თემას სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა.  სემესტრის ბოლო ორ კვირაში ფაკულტეტი განიხილავს წარდგენილ ნაშრომებს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში ავტორებს ეძლევათ რეკომენდაცია საჯარო დაცვისათვის.

5. ნაშრომის წარმოდგენის კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს დეკანატი. შეფერხების შემთხვევაში სტუ­დენტი ვალდებულია ოფიციალურად მიმართოს დეკანატს დასაბუთებული განცხადებით ნაშრომის წარდგენის გადავადების შესახებ და  გადაწყვეტილებას იღებს დეკანატი.

თავი V.  საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების შეფასების სისტემა,
შედეგების გასაჩივრება

მუხლი 13.  სწავლის შედეგების შეფასების მიზანი, სტრუქტურა  და კრიტერიუმები

1. შეფასების მიზანი: ხარისხობრივად განსაზღვროს სტუდენტის სწავლის შედეგები აკადემიური პროგ­რამის მიზნებთან და პარამეტრებთან მიმართებით.

2. შეფასების სტრუქტურა:   მოდულის/საგნის ფარგლებში, ორ ელემენტად იყოფა - შუალედური და შე­მა­ჯამებელი. თითოეულს თავისი პროცენტული წილი აქვს. შუალედური ელემენტი შეიძლება დაიყოს კომპონენტებად, რომლებსაც, აგრეთვე, თავისი პროცენტული წილი აქვს ამ ელემენტის ფარგლებში.
ყოველი კონკრეტული შეფასება ორივე ელემენტის ჯამურ შედეგებს ეყრდნობა შესაბამისი პრო­ცენ­ტული წილის გათვალისწინებით. კონკრეტული მოდულის/საგნის სილაბუსში, სპეციფი­კიდან გამომდინარე, შესაძლებელია კრიტერიუმების დაზუსტება.  შეფასება ხდება ქულათა სისტე­მით. სტუდენტის შეფასებისას გათვალისწი­ნებული უნდა იყოს არა მხოლოდ მის მიერ უშუალოდ და­მამთავრებელ გამოცდაზე მიღწეული წარ­მატება, არამედ მთელი კურსის დროს ნაჩვენები შედეგები.

3. სტუდენტთა შეფასების ფორმები და კრიტერიუმები განისაზღვრება სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.

თავი VI.  აკადემიური ხარისხის მინიჭება, ბათილობა და
ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის გაცემა

მუხლი 14.  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

ბაკალავრის ხარისხი არის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო იერარქიის პირველი დონის კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება სრული სასწავლო ციკლის დასრულების, 240 კრედიტის მოგროვების, სასწავლო პრაქტიკის გავლის, საბაკალავრო ნაშრომის დაცვის და მხოლოდ დადებითი შეფასებების მიღების შედეგად. აკა­დემიური ხარისხი ადეკვატურად უნდა ასახავდეს ბაკალავრის კვალიფიკაციას. ბაკალავრის კვალიფი­კაცია ენიჭებათ სტუდენტებს, რომლებსაც:

·                გააჩნიათ დისციპლინების ცოდნა, რომელიც ემყარება ზოგად განათლებას, ეფუძნება სკოლის შემდ­გომი დონის სახელმძღვანელოებს და მოიცავს ამ დისციპლინების მოწინავე ასპექტებზე.

·                შეუძლიათ თავისი ცოდნისა და უნარის გამოყენება ისე, რომ წარმოაჩინონ პროფესიული მიდგომა თავისი სამუშაოსა და პროფესიისადმი.

·                შეუძლიათ ინფორმაციის, იდეების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ კო­მუნიკაცია როგორც სპეციალისტების, ისე არასპეციალისტების წრეშიც.

·                გამომუშავებული აქვთ სწავლის და მუშაობის ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია გა­ნათლების შემდგომი გაგრძელებისა და პროფესიული საქმიანობისათვის.

·                ბაკალავრიატში სწავლისას ათვისებული აქვს სავალდებულო 240 კრედიტი, გავლილი აქვს სასწავლო პრაქტიკა, დაცული აქვს საბაკალავრო ნაშრომი და მიღებული აქვს მხოლოდ დადებითი შეფასებები.

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პისრ შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს შეუძლია დაიკავოს თანამდებობა საკართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 15.  აკადემიური ხარისხის მინიჭება / ბათილობა და ხარისხის დამადასტურებელი

დიპლომის გაცემა

1. უნივერსიტეტში განათლების ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულ­ზე გაიცემა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპ­ლომი. მისი გაცემის წესი რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

2. აკადემიური პროგრამის დასრულებისა და მიღწეული შედეგების შესაბამისად, უნივერსიტეტი მიღ­წეული წარმატებების მიხედვით კურსდამთავრებულებს ანიჭებს ორი კატეგორიის დიპლომს:

·       წარჩინების დიპლომი - დიპლომის საშუალო ქულა (GPA) 3,7 და მეტი.

·       ჩვეულებრივი დიპლომი - დიპლომის საშუალო ქულა (GPA) 3,7-ზე ნაკლები.

3. დიპლომის კატეგორიის შეცვლის მიზნით სტუდენტმა შეიძლება ისარგებლოს საგნის გადაბარების უფლებით, მაგრამ არაუმეტეს სამი საგნისა. ასეთ შემთხვევაში ის იხდის საგნის იმ ღირებულებას, რაც არის დადგენილი საგნის ხელმეორედ აღების პერიოდისათვის.

4. უნივერსიტეტში სწავლება დამთავრებულად ითვლება და შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ბაკალავრიატის სტუდენტმა შეასრულა საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და მას მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

5. კადემიური ხარისხისა და დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს კრედიტების დად­გენილი რაოდენობა: I საფეხურზე (ბაკალავრი) - 240 კრედიტი.

 

მუხლი 16უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კურსდამთავრებულის - ბაკალავრის კვალიფიკაციის აღმწერი:

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს დარგის ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს ძირითად პრინციპებს, თეო­რიებს, კონცეფციებსა და მეთოდებს, ასევე ზოგიერთ გამორჩეულ ან ახალ ასპექტს; აცნობიერებს დარგის საერთო სტრუქტურასა და  ურთიერთკავშირებს ქვედარგებს შორის.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების
უნარი

შეუძლია დარგისთვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორ­ჩეული/ახალი  მეთოდის გამოყენება, მათ შორის პრობლემების გადაჭ­რის მიზ­ნით; შეუძლია კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების/ინსტრუქ­ციების მიხედვით.

დასკვნის გაკეთების
უნარი

შეუძლია დარგის შესაბამისი მონაცემების შეგროვება და განმარტება;  ახა­ლი და განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების  ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული/ახალი მეთოდის გამოყენე­ბით დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება, რომელიც ასახავს შესაბამის სოციალურ, სამეცნიერო და ეთიკურ საკითხებს.

კომუნიკაციის
უნარი

 

კომუნიკაცია დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე (პრობლემები, იდე­ები, გადაჭრის გზები) სპეციალისტებთან და არასპეციალისტებ­თან, მათ შორის უცხოურ ენაზე; პროექტის/ნაშრომის დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ზეპირი წარდგენა; დამოუკიდებლად ითვი­სებს ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

სწავლის
უნარი

შეუძლია შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრა და დამოუკი­დებლობის მაღალი ხარისხით სწავლის გაგრძელება.

 

 

 

მუხლი 17.  დასკვნითი დებულებები

1. უნივერსიტეტში  ფაკულტეტების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე  სასწავლო პროცესი რე­გულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, ბოლონიის კონვენციის მოთხოვნების, უნივერსიტეტის დებულების, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირე­ბელი წესისა  და წინამდებარე დებუ­ლების   საფუძველზე.

2. აღნიშნულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანცლერის ბრძანებით.

3. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების  შემთხვევაში.

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;