კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ანონსები
18
05

18 მაისს, 17:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვარშავის 1944 წლის აჯანყების გმირის "ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი" საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

ცერემონიას პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და სხირტლაძეების საგვარეულოს წარმომადგენლები არიან.

ღონისძიებაზე პოლონეთის ელჩი საჯარო ლექციას ჩაატარებს თემაზე: „პროტესტის კულტურა პოლონეთში და პოლონური გამოცდილება საქართველოსთვის“.

აღნიშნული აქტივობა პოლონეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

სიმბოლურად, ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა, წმინდა ირინეს ხსენების დღეს შედგება.

ცენტრის გახსნის ინიციატივა კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ეკუთვნის. 

11
05

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბი ახალ ინტელექტუალურ პროექტს იწყებს. „ქვიზის“ პირველი თამაში 11 მაისს შემდეგ თემატიკაზე - „ლიტერატურა და კინომატოგრაფია“ - ჩატარდება.  

თამაში რა? სად? როდის? ტიპის კითხვებს, ფრაზებს ფილმებიდან/წიგნებიდან, პოსტერებსა და საუნდტრეკებს მოიცავს. თამაში ერთჯერადი ხასიათისაა და გამარჯვებული ყოველი თამაშის შემდეგ გამოვლინდება.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია ჯგუფში - „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბი“ - გაწევრიანება და ორგანიზატორებთან დაკავშირება.

რეგისტრაცია დაწყებულია და 9 მაისამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
574 87 30 30 - ჯემალ კონცელიძე
598 10 37 31 - ბაკურ ხუბულავა

04
05

4 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი №305) „სტეპისა“ და „Spark Agency“-ს ერთობლივი პროექტის „Pitch Bootcamp“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას კსუ-ს სტუდენტი, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი დემეტრე ლომაძე ჩაატარებს.

აღნიშნული საერთაშორისო პროექტი საქართველოში პირველად ტარდება. ტრენინგს ლისაბონიდან სპეციალურად მოწვეული აკრედიტებული ტრენერი გაუძღვება.

პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით სტუდენტები და კურსდამთავრებულები თეორიოული ცოდნის შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებას შეძლებენ.

მუშაობის პროცესისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას შეხვედრის მსვლეობისას შეიტყობთ.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;