Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
აკადემიურ თანამდებობათა დაკავების წესი

იხილეთ დოკუმენტის pdf-ვერსია

 

დამტკიცებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

რექტორის 2013 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით #02-374

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

აკადემიურ თანამდებობათა დაკავების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. აღნიშნული წესი არეგულირებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (შემდგომში - უნივერსიტეტი) აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის პროცედურებსა და პირობებს.

2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პესრონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.

3. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

4. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.

5. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.

 

მუხლი 2. კონკურსის გამოცხადება

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ რექტორი გამოსცემს  ბრძანებას,  რომლითაც განისაზღვრება კონკურსის ჩატარების წესი, ვადები და პირობები.

3. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

4. ბრძანებით განისაზღვრება:

ა)  ვაკანტური ადგილები მიმართულების, სპეციალობების/სპეციალიზაციების მიხედვით და მისაღები აკადემიური პერსონალის რაოდენობა;

ბ) აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები;

გ) წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი;

დ) საბუთების წარმოდგენის ვადა და მისამართი;

ე) კონკურსის ჩატარების დრო;

ვ) კონკურსის შედეგების გამოცხადების ვადა.

 

მუხლი 3. საბუთების მიმღები და საკონკურსო კომისიები

1. ვაკანტურ თანამდებობაზე შემოტანილი საბუთების აღრიცხვისა და კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით რექტორის ბრძანებით იქმნება საბუთების მიმღები კომისია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შემადგენლობიდან.

2. რეგისტრირებულ კანდიდატთაგან აკადემიურ თანამდებობებზე  არჩევის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც მოქმედებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის, ამ დებულებისა და უნივერსიტეტის სხვა შიდა აქტების შესაბამისად. (01-68, 31.05.2017)

3. საბუთების მიმღები და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

4. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირი.

 

მუხლი 4. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. პროფესორის თანამდებობაზე კანდიდატი აირჩევა 4 წლის ვადით.  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება:  (01-68, 31.05.2017)

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) სამეცნიერო -პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
გ) იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
დ) იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;

ე) ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია. (02-314, 30.07.2016)

 

2. ასოცირებული-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატი აირჩევა 4 წლის ვადით. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება:      

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) სილაბუსები სასწავლო კურსის (კურსების) მიხედვით, რომელთა წაკითხვაც შეუძლია;
დ) იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;

ე) ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია. (02-314, 30.07.2016)

 

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე კანდიდატი აირჩევა 4 წლის ვადით. ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს    აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;

გ) ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია. (02-314, 30.07.2016)

 

4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

5. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირი, რომელსაც  კვალიფიკაცია აქვს პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

მუხლი 5. კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები

 კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
 ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
 გ) ერთი ფოტო სურათი 3*4;
 დ) უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

 ე) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან სამეცნიერო–პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობა  სამუშაო ადგილიდან;

 ვ) პერსონალური ინფორმაცია - CV;
 ზ) ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია; (02-314, 30.07.2016)
 თ) სალექციო კურსების ჩამონათვალი და შესაბამისი სილაბუსები  (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია);
 ი) იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს

კონკურსანტს (პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთათვის). (02-314, 30.07.2016)

 

მუხლი 6. კონკურსის ჩატარება

1. საკონკურსო კომისია კონკურსს ატარებს ორ ეტაპად.

2. პირველ ეტაპზე ხდება კონკურსანტთა მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება.

3. თუ გამოცხადებულ ვაკანსიებზე რეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით არ შეიქმნა კონკურსი, კომისიას უფლება აქვს, მხოლოდ პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, მეორე ეტაპის ჩატარების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

4. თუ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით შეიქმნა კონკურსი, კანდიდატის უპირატესობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა. გამოცდილება იმ მიმართულებაში ან/და სპეციალობაში, რომელშიც სურს აკადემიური

თანამდებობის დაკავება;

ბ. პუბლიკაციების რაოდენობა და აქტუალობა;

გ. პრაქტიკაში მუშაობის გამოცდილება;

დ. სპეციალური მომზადება, რაც მტკიცდება შესაბამისი სერტიფიკატებით;

ე. უცხო ენების ცოდნა (02-314, 30.07.2016)

 

მუხლი 7. კონკურსის შედეგები

1. საკონკურსო კომისია მუშაობის დასრულების შემდეგ ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

2. კომისიის ოქმის საფუძველზე გამოიცემა რექტორის ბრძანება აკადემიურ თანამდებობებზე კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა არჩევის შესახებ.

3. ბრძანებაში აუცილებელია მითითებულ იქნას კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და ვადები.

 

მუხლი 8. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. ამ წესის ამოქმედებამდე აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ, მოქმედ ასისტენტ-პროფესორზე, აკადემიურ თანამდებობაზე დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, არ ვრცელდება ასისტენტ-პროფესორისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

2. წინამდებარე წესში, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;