Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

03
08.18
განცხადება
განცხადება

განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის

შესახებ

 

კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად

 

მიმართულება სამართალი

სპეციალობა  სამართალმცოდნეობა

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

 

 სპეციალობა  საჯარო სამართალი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

 

 სპეციალობა  კერძო სამართალი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია

 

 სპეციალობა  საერთაშორისო სამართალი

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

 

მიმართულება სოციალური მეცნიერებები

სპეციალობა ჟურნალისტიკა

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

 

სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობები

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1ვაკანსია

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია

 

მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია

 

კონკურსი ცხადდება 2018 წლის 4 აგვისტოდან აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა  2018 წლის 5 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სპეციალობისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე); 

2. ავტობიოგრაფია (CV); 

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. ერთი ფოტოსურათი;

5.კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად   დამოწმებული ასლი;

6. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7. სამეცნიერო–პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

8. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

9. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;

10. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერტიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა);

11. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა.  (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • დარგში ფუნდამენტური კვლევების არსებობის, ახალი სამეცნიერო/აკადემიური კადრების მომზადების და  დოქტორანტების ხელმძღვანელობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
  • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.

 

ასოცირებულიპროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • დარგში ფუნდამენტური კვლევების არსებობის, ახალი სამეცნიერო/აკადემიური კადრების მომზადების და  დოქტორანტების ხელმძღვანელობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.

 

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც  ექნება სამეცნიერო – პედაგოგიური გამოცდილებაც;
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში.

 

პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:

  • დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც არის შესაბამისი დარგის / მიმართულების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები).

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);

2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება / საჩვენებელი ლექციის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში).

 

კონკურსის პირობები:

კონკურსი ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „აკადემიურ თანამდებობათა დაკავების წესი“-ს შესაბამისად, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 

საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;

ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის  გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

 

კონკურსის პირველი ეტაპი  ჩატარდება 2018 წლის 7 სექტემბერს;

კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში)  ჩატარდება 2018 წლის 8 სექტემბერს;

შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 8 სექტემბერს.

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 712

ტელ.:  261-12-98;  2 30-86-41;  210-52-03

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;