Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

31
07.18
პლაგიატის დამდგენი ელექტრონული პროგრამის - „ურკუნდი“ - პრეზენტაცია კსუ-ში
პლაგიატის დამდგენი ელექტრონული პროგრამის - „ურკუნდი“ - პრეზენტაცია კსუ-ში

კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017“-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა, რომელმაც პრეზენტაცია ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის „ურკუნდი“ (URKUND) შესაძლებლობებისა და გამოყენების სპეციფიკის შესახებ გააკეთა. მომხსენებელმა შეხვედრაზე  პროგრამის ტექნიკურ დეტალებსა და მისი მუშაობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, შეხვედრის მეორე ნაწილი კი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 2 მაისს კსუ-სა და ქსელის კონსორციუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, პროგრამის „ურკუნდი“ გამოყენება კსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე აქტიურად დაიწყო. პირველ ეტაპზე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევითი ნაშრომები მოწმდება.

ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის დანერგვის მიზანია უნივერსიტეტს ჩამოუყალიბოს პლაგიატის აღმოჩენის და მასზე რეაგირების გამჭირვალე და სამართლიანი მექანიზმები.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;