Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

25
07.18
კსუ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე
კსუ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობები:

 

  • მაგისტრანტობის კანდიდატის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. www.naec.gov.ge; online.naec.ge (პროცესი დასრულებულია);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერი (იხ. 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი) - https://naec.ge/#/ge/post/1780
  • უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
  • უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება.

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და შიდა გამოცდების ვადები:

კსუ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წელს ჩარიცხვის მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს:

2018 წლის 3 დან 15 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში.

ინგლისური ენის B2 დონის დასადგენი ტესტირება ჩატარდება კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურში 17 სექტემბერს.

სპეციალობების მიხედვით გამოცდები ჩატარდება შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში 18 სექტემბერს.

გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება 19 სექტემბერს ვებ. გვერდზე www.ciu.edu.ge

 

შედეგების გამოქვეყნების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტთან ხელშკრულებაზე ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა ჩარიცხვაზე 22 სექტემბრის ჩათვლით.

ჩარიცხული მაგისტრანტები 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლას დაიწყებენ 24 სექტემბერს.

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე -

იხ. თანდართული ფაილი

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები, ჩარიცხვა და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის ტიპის პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობა:

1.  სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 60 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : C

მიღების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი, მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო პროგრამა - 60 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის  ტესტის ტიპი: A

მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

3. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 60 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B

მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

4. საერთაშორისო მარკეტინგის  სამაგისტრო პროგრამა - 30 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B

მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

5. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის  სამაგისტრო პროგრამა - 30 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : A

მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

 

უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
  • B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი.

 

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდების ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები

 

  1. სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე  მისაღები გამოცდის საკითხები

სპეციალობების მიხედვით

კერძო სამართალი

1. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ცნება, სუბიექტები, ობიექტები და უფლება-მოვალეობანი.

2. გარიგებათა ცნება და სახეები.

3. ვადები სამოქალაქო სამართალში.

4. ქონების ცნება. ნივთების ცნება და სახეები.

5. მფლობელობის ცნება და სახეები.

6. საკუთრება.

7. გირავნობა. იპოთეკა.

8. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების  ვალდებულება და ხელშეკრულების ფორმა.

9. ვალდებულების შეწყვეტა.

10. ნასყიდობა, ჩუქება, სესხი.

11. სამისდღემშიო რჩენის, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის ხელშეკრულება.

12. ტურისტული მომსახურების,  ფრენშაიზინგის, ნარდობის ხელშეკრულება.

13. გადაზიდვა-გადაყვანის, სატრანსპორტო ექსპედიციის, დავალების  ხელშეკრულება.

14. საკუთრების მინდობის, შუამავლობის, მიბარების და თავდებობის ხელშეკრულება.

15. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომანდიტური საზოგადოება.

16. შპს. სააქციო საზოგადოება. კოოპერატივი.

17. სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობები.

18. მხარეები სამოქალაქო პროცესში. სასამართლო შემადგენლობა.

19. მტკიცება და მტკიცებულებები სამოქალაქო პროცესში.

20. სარჩელი სამოქალაქო პროცესში.

21. სამოქალაქო საქმის  აღძვრა სასამართლოში. საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად.

22. სასამართლო შეტყობინება და დაბარება. სასამართლოს მთავარი სხდომა.

23. უდავო წარმოება.

24. სამოქალაქო საქმეთა გამარტივებული წესით განხილვა.

25. პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებები. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

26. აპელაცია. კასაცია.

ლიტერატურა:

1. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011;

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე,  სანივთო (ქონებრივი სამართალი) თბ., 1999;

3. ზ. ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი (შედარებით-სამართლებრივი კვლევა), მეორე გადამუშავებული გამოცემა, გამომც. „ბონა კაუზა“, თბ., 2010;

4. თ. შოთაძე, სანივთო სამართალი, სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისათვის, თბ., 2014;

5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ავტორთა კოლექტივი, თბ., 2016;

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი IV, ტომი I, თბ., 2001;

7. სახელშეკრულებო სამართალი, სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისათვის, რედ. გ. ჯუღელი, გამომც. „მერიდიანი“, თბ., 2014;

8. ლ. ჭანტურია, თ. ნინიძე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის კომენტარები, (მესამე გამოცემა), თბ., 2002;

9. ქ. ქოქრაშვილი, სამეწარმეო სამართალი, თბ., 2010;

10. შ. ქურდაძე, ნ. ხუნაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბ., 2015.

 

ნორმატიული მასალა:

1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1997;

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997;

3. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, 2009;

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, 1994.

 

საჯარო სამართალი

საქართველოს კონსტიტუციური (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი

1. საქართველოს ტერიტორიული მოწყობა.

2. ძირითადი უფლებები - არსი და განვითარების ისტორია.

3. არჩევნები, რეფერენდუმი.

4. სახელმწიფო ხელისუფლება და მისი ორგანიზაციის კონსტიტუციური პრინციპები. ხელისუფლების დანაწილება.

5. საქართველოს პარლამენტი.

6. საქართველოს პრეზიდენტი.

7. საქართველოს მთავრობა.

8. სასამართლო ხელისუფლება.

9. ადგილობრივი თვითმმართველობა.

 

ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი

1. ადმინისტრაციული ორგანოს ცნება, სახელმწიფო მმართველობის ორგანო. ადმინისტრაციული ზედამხედველობა.

2. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები.

3. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი).

4. რელაქტი. ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

5. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.

6. ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის აღსრულება.

8. ადმინისტრაციული საჩივარი.

9. ადმინისტრაციულ საქმეთა უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა.

10. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილენი.

11. მტკიცება და მტკიცებულებები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.

12. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

13. ადმინისტრაციული სარჩელი და სახელშეკრულებო დავები.

14. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში და არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შედეგები.

15. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ადმინისტრაციულ პროცესში. დაჩქარებული და გამარტივებული სამართალწარმოება. სარჩელის ტრანსფორმირება.

16. აპელაცია. კასაცია.

 

ლიტერატურა.

1. ა. დემეტრაშვილი, გ. გოგიაშვილი, კონსტიტუციური სამართალი, თბ.,  2016;

2. ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, გამომც. „მერიდიანი“, თბ., 2017;

3. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, პ. ტურავა, ნ. წკეპლაძე, თბ., 2013;

4. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, პ. ტურავა, თბ., 2016;

5. მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა–ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2008;

 6. მაია ვაჩაძე, ინგა თოდრია, პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე – საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ., 2005;

 7. გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც. ჩქარეული, ი. ხარშილაძე – საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ., 2008.

 

ნორმატიული მასალა:

1. საქართველოს კონსტიტუცია, 1995;

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, 2014;

3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 2012;

4. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, 1996;

5. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, 2014;

6. საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, 1996;

7. საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 2011;

8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999;

9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, 1999;

10. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, 2009;

11. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის კანონი.

12. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, 2009.

 

სისხლის სამართალი

სისხლის სამართლის ზოგადი და კერძო ნაწილები.

1. სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები (დროში, სივრცეში, პირთა წრის მიმართ).

2. ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

3. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

4. დაუმთავრებელი დანაშაული.

5. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები.

6. დანაშაულში თანამონაწილეობა.

7. ბრალის გამომრიცხველი გარემოებები.

8. სასჯელის ცნება, მიზნები და სახეები.

9. დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ.

10. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ.

11. დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ.

12. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ.

13. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ.

14. დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ.

15. სატრანსპორტო დანაშაული.

16. დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

17. ნარკოტიკული დანაშაული.

18. სამოხელეო დანაშაული.

 

სისხლის სამართლის პროცესი.

1. სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები.

2. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი.

3. მტკიცება და მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში.

4. დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

5. საგამოძიებო მოქმედებები.

6. სისხლისსამართლებრივი დევნა, დაკავება.

7. პირის ბრალდებულად ცნობა.

8. აღკვეთის ღონისძიებები.

9. საპროცესო შეთანხმება.

10. საქმის არსებითი განხილვა.

11. აპელაცია. კასაცია.

12. განაჩენის დადგენა და აღსრულება.

 

ლიტერატურა.

1. სისხლის სამართალი. სახელმძღვანელო, ზოგადი ნაწილი, რედ. პროფ. გ. ნაჭყებია, პროფ. ნ.

თოდუა, თბ., 2016;

2. მ. ტურავა, სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბ., 2013;

3. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი I, პროფ. გ. მამულაშვილის რედ., თბ., 2016;

4. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი II, პროფ. გ. მამულაშვილის რედ., თბ., 2017;

5. გ. თუმანიშვილი, სისხლის სამართლის პროცესი - ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, თბ., 2014;

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი 2015 წ. 1 ოქტომბრის მდგ., ავტ. კოლექტივი,  თბ., 2015.

 

ნორმატიული მასალა:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 1999;

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 2009;

3. საქართველოს ორგანული კანონი „ საერთო სასამართლოების შესახებ“, 2009;

4. საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“, 2008;

5. საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“, 2001.

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა ჩატარდება წერილობით.

გამოცდაზე წარმოდგენილი იქნება 3 საკითხი სტუდენტისათვის სასურველი სპეციალობიდან.

თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა.

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კანდიდატი დააგროვებს 16 ქულას.

 

 

  1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

მიმართულებების მოკლე დესკრიფცია

მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება სათანადო მინიმალური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გამოვლენა შემდეგი მიმართულებებით:

  • საერთაშორისო  ურთიერთობების ისტორია;
  • საერთაშორისო ურთიერთოების თეორია;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ისტორია და სტრუქტურა;
  • საქართველოს პოლიტიკური სისტემა;
  • საერთაშორისო პოლიტიკის უახლესი ისტორია: მეორე მსოფლიო ომი, „ცივი ომი“;
  • საერთაშორისო უსაფრთხოების პროცესებზე ზოგადი ინფორმაცია.

ესსების ჩამონათვალი:

  1. ისაუბრეთ გლობალური გავლენის ცენტრების ანუ სუპერ-სახელმწიფოების რაობაზე და მათ ფაქტორზე მსოფლიო პოლიტიკაზე (დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები და შეფასებები დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკის მოვლენებზე);
  2. როგორია მორალის და ეთიკის ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობების პროცესებზე (მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები);
  3. ისაუბრეთ კომუნიზმის ფენომენზე და მის გავლენაზე მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე (აღწერეთ თქვენი მოსაზრებებით);
  4. ისაუბრეთ ძალის ფაქტორზე საერთაშორისო ურთიერთობების პროცესებზე ზოგად კონტექსტში (მოიყვანეთ თქვენი მოსაზრებები და შეფასებები);
  5. რას წარმოადგენს ნატო და რა როლი გააჩნია ამ ორგანიზაციას საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში (მოიყვანეთ კონკრეტული ფაქტები);
  6. ისაუბრეთ გაეროს შექმნის მიზეზებზე და მის როლზე საერთაშორისო ურთიერთობების პროცესებზე, თუნდაც თანამედროვე პირობებში (აღწერეთ თქვენი მოსაზრებები);
  7. მსოფლიო წესრიგის რაობა და როგორ განისაზღვრება მისი კომპონენტები (დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები და მოიყვანეთ არგუმენტები);
  8. საერთაშორისო ტერორიზმი: 21-ე საუკუნის ახალი თუ ძველი გამოწვევა??? (დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები და მოიყვანეთ არგუმენტები).
  9. ისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის ჩამოყალიბებაზე და თეორიების როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში (დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება);
  10. განმარტეთ ეროვნული ინტერესის ცნება და რა გავლენას  ახდენს უსაფრთხოების დილემა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე? (დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები);
  11. თანამედროვე პერიოდში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რა როლი აკისრია საინფორმაციო უსაფრთხოებას და რა ზეგავლენას ახდეს  კიბერიმო: 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ პროცესებზე (მოიყვანეთ კონკრეტული ფაქტები);
  12. ისაუბრეთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჩარევაზე და საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციებზე (მოიყვანეთ თქვენი მოსაზრებები და შეფასება).

 

ლიტერატურული წყაროები საგამოცდო საკითხებისთვის:

  1. არტი ჯერვისი „საერთაშორისო პოლიტიკა: მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2011 წელი;
  2. ალექსანდრე რონდელი „საერთაშორისო ურთიერთობები“, მესამე განახლებული გამოცემა, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2006 წელი;
  3. ზურაბ აბაშიძე „ცივი ომი“: წარსული თუ დღევანდელობა?“, თბილისი, 2009 წელი;
  4. ვახტანგ მაისაია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და დეტერმინანტები „ცივი ომის“ შემდეგ (1991-2004)“, სახელმღვანელო, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისი, 2013 წელი;
  5. ბესიკ ალადაშვილი „ეკონომიკური უსაფრთხოება: თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა“, თბილისი, 2011 წელი;
  6. ავთანდილ ტუკვაძე „პოლიტიკური კულტურის შედარებითი ანალიზი“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2014 წელი;
  7. ნიკა ჩიტაძე „გეოპოლიტიკა“, გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი, 2012.
  8. ეკა აკობია ,,საერთაშორისო ურთიერთობების თეორია“, გამომცემლობა ,,სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“, თბილისი, 2006.
  9. ენდრიუ ჰეივუდი ,,პოლიტიკა“ მესამე გამოცემა, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“, თბილისი, 2008.
  10. პიერ დე სენარკლენი, იოან არიფენი ,,საერთაშორისო პოლიტიკა - თანამედროვე თეორიები და ამოცანები“, მეხუთე გამოცემა, გამომცემლობა ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, თბილისი, 2014.  
  11. ედიშერ გვენეტაძე ,,საერთაშორისო უშიშროების ასპექტები“, გამომცემლობა ,,იურისტების სამყარო“, თბილისი, 2017.
  12. გუგული მაღრაძე, ვახტანგ მაისაია 21-ე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკა და „თანამშრომლობითი უსაფრთხოების“ თეორია: მითი და რეალობა - რეგიონული და გლობალური ასპექტები, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2017.

გამოცდის ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები:

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად  სპეციალობაში ჩატარდება წერილობითი გამოცდა.  

შეფასების კრიტერიუმებია:

  • 15 ღია ტიპის კითხვა - სულ 15 ქულა;
  • 5 დახურული ტიპის კითხვა - სულ 5 ქულა.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ბარიერის  გადასალახად  უნდა მიიღონ მინიმუმ 8 ქულა.

  • გამოცდაზე წარმოდგენილი 4 ესედან უნდა ამოირჩიოთ ერთი და შეადგინოთ არგუმენტირებული ტექსტი არანაკლებ ერთი გვერდისა;  მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა, მინიმალური - 5 ქულა.

მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.

გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ღია და დახურული ტიპის კითხვებში მინიმალური 8 ქულისა და არგუმენტირებულ  ესეში მინიმალური 5 ქულის მიღების შემთხვევაში.

 

  1. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის საგამოცდო საკითხები

 

1. ეკონომიკური აზროვნების შესწავლის მნიშვნელობა;

2. დაახასიათეთ ეკონომიკის პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღებას;

4. დაახასიათეთ ეკონომიკის პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობას;

5. დაახასიათეთ ეკონომიკის პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ეკონომიკის, როგორც მთლიანის ფუნქციონირებას;

6. დაახასიათეთ ბაზრის არსი და სტრუქტურა. ბაზრის სუბიექტები;

7. მოთხოვნის არსი და მოთხოვნის კანონი. ნორმალური და მდარე საქონელი;

8. მოთხოვნის განმსაზღვრელი არაფასობრივი ფაქტორები;

9. მიწოდების არს და მიწოდების კანონი. მიწოდების განმსაზღვრელი არაფასობრივი ფაქტორები;

10. საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები;

11. სამეწარმეო ფირმა და სრულყოფილი კონკკურენცია;

12. მთლიანი ეროვნული პროდუქტი და მთლიანი შიდა პროდუქტი;

13. მომსახურების სფეროს განვითარება;

14. საწარმოო სექტორის განვითარება;

15. ბირჟები და მათი ფუნქციები;

16. ფულის არსი და ფუნქციები;

17. შემოსავალი და ცხოვრების დონე;

18. სახელმწიფო ბიუჯეტი და საბიუჯეტო პოლიტიკა;

19. გადასახადების არსი, სახეობები და ფუნქციები;

20. მწარმოებლურობის როლი ეკონომიკასა და მისი ზრდის დეტერმინანტები;

21. ბიზნესის არსი და ამოცანები. ეკონომიკური თავიუსუფლება;

22. ეკონომიკური სისტემები და მათი ბუნება;

23. ბიზნესზე მოქმედი ეკონომიკური ძალები;

24. მცირე ბიზნესი და მისი ადგილი ეკონომიკაში;

25. ბიზნესის მორალურ–ეთიკური კოდექსი. ბიზნესის კულტურა;

26. საერთაშორსისო ბიზნესის განვითარება;

27. საერთაშორისო ბიზნესის სახეები და მასზე მოქმედი გარემო;

28. მარკეტინგის არსი და საზოგადოებრივი როლი;

29. ინვესტიციების არსი და სახეები;

30. ინფორმაციის არსი და სახეები.

 

ლიტერატურა:

1. გრეგორი მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები, გამომცემლობა ,,დიოგენე“, თბ. 2008 წელი;

2. გრიგილ თოდუა, რევაზ გოგოხია, როინ ქუტიძე, ეკონომიკის პრინციპები – მიკროეკონომიკა (ლექციების კურსი), თბილისი 2008;

3. გრიგილ თოდუა, რევაზ გოგოხია, როინ ქუტიძე, ეკონომიკის პრინციპები – მაკროეკონომიკა (ლექციების კურსი), თბილისი 2009;

4. ლალი ჩაგელიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირება, გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბ. 2013 წ.

 

,,საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა  ჩატარდება წერილობით.

საგამოცდო ბილეთში იქნება სამი საკითხი;

თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა;

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ კანდიდატი დააგროვებს 15 ქულას.

ნაშრომის  შეფასების კრიტერიუმები:

9–10 ქულა: ნაშრომის შინაარსობივი, ფორმალური მხარე სრულყოფილია. საკითხი ზუსტად არის დასმული  და გადმოცემულია ამომწურავად;

7–8 ქულა: ნაშრომის შინაარსობივი, ფორმალური მხარე კარგია, მაგრამ  საკითხის შესახებ ვერ ავლენს საფუძვლიან ცოდნას; 

5–6 ქულა: საკითხი ზუსტად არის დასმული, მაგრამ არ არის გადმოცემული ამომწურავად; 

3–4 ქულა: პასუხი არის ბუნდოვანი, სტუდენტი ავლენს მწირ ცოდნას; 

1-2 ქულა: ნაშრომი არასრულყოფილია. გადმოცემულია მხოლოდ ზოგიერთი საკითხი. 

  1.  ქულა:  საკითხი პასუხგაუცემელია.

 

 

  1. საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ლიტერატურა:

  1. ფილიპ კოტლერისა და გარი არმსტრონგის მარკეტინგის პრინციპების, მე-14 გამოცემა ქართულ ენაზე,  2015 წელი
  2. მანანა ნანიტაშილი და გიორგი შუბლაძე - მარკეტინგის მენეჯმენტი, 2014 წელი;

კითხვები:

  1. განმარტეთ რა არის მარკეტინგი
  2.  განმარტეთ მარკეტინგის ფუნქციები
  3. განმარტეთ მარკეტინგული არხები
  4. რა არის სეგმენტირება
  5. რა არის დიფერენცირება
  6. რა არის პოზიციონირება
  7. რა არის მიწოდების ჯაჭვი
  8. განმარტეთ ბაზარი და მისი ტიპები
  9. განმარტეთ ძირითადი საზოგაოებრივი ძალები
  10.  განმარტეთ მარკეტინგული ხედვა
  11.  განმარტეთ კორპორაციის მისია
  12. განმარტეთ ხედვა
  13.  რა რის ბიზნეს ერთეული
  14.  მარკეტინგული ინფორმირების სისტემები
  15.  რა არის საბაზრო მოთხოვნა
  16.  განმარტეთ პროდუქტი
  17. განმარტეთ მომსახუროეობა
  18.  განმარტეთ ფასწარმომქნა
  19. განმარტეთ დისტრიბუცია
  20. განმარტეთ საბითუმო და საცალო ვაჭრობა
  21.  განმარტეთ მარკეტინგული კვლევა

,,საერთაშორისო მარკეტინგის“ სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა ჩატარდება წერილობით.

თითოეული კითხვა იქნება 10 ქულიანი. თითოეულ ვარიანტში არის 3 კითხვა . მაქსიმუმი ქულები რაც შეიძლება დააგროვოს სამაგისტრო პროგრამაზე შემომსვლელმა არის 30 ქულა.

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ კანდიდატი დააგროვებს 15 ქულას.

 

ნაშრომის  შეფასების კრიტერიუმები:

9–10 ქულა: ნაშრომის შინაარსობივი, ფორმალური მხარე სრულყოფილია. საკითხი ზუსტად არის დასმული  და გადმოცემულია ამომწურავად;

7–8 ქულა: ნაშრომის შინაარსობივი, ფორმალური მხარე კარგია, მაგრამ  საკითხის შესახებ ვერ ავლენს საფუძვლიან ცოდნას; 

5–6 ქულა: საკითხი ზუსტად არის დასმული, მაგრამ არ არის გადმოცემული ამომწურავად; 

3–4 ქულა: პასუხი არის ბუნდოვანი, სტუდენტი ავლენს მწირ ცოდნას; 

1-2 ქულა: ნაშრომი არასრულყოფილია. გადმოცემულია მხოლოდ ზოგიერთი საკითხი. 

0 ქულა:  საკითხი პასუხგაუცემელია.

 

  1. ქართული მევენახეობა - მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის საგამოცდო საკითხები
  1. ვაზისა და ყურძნის ზოგადი შემადგენლობა, მცენარის ჰაერიდან და მიწიდან კვების   
  2. სისტემების ზოგადი მიმოხილვა;
  3. ქართული ვაზის  აბორიგენული ჯიშები და მათგან წარმოებული პროდუქტები;
  4. საქართველოს მევენახეობის რეგიონები და სპეციფიკური ზონები;
  5. საქართველოს ვაზის წამყვანი ჯიშები;
  6. ვაზის სოკოვანი დაავადებები;
  7. ღვინის წარმოების ტექნოლოგიები;
  8. ღვინის კლასიფიკაცია;
  9. ქვევრი და მისი დანიშნულება, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია და ტექნოლოგია;
  10. ღვინის დახასიათება და შეფასება, ღვინის სენსორიკა;
  11. ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოების ზოგადი ტექნოლოგია.

 ლიტერატურა:

  1. ვ. ქანთარია, მ. რამიშვილი. მევენახეობა. გამომცემლობა „განათლება“. თბილისი, 1983;
  2. მ. რამიშვილი. ამპელოგრაფია. გამომცემლობა „განათლება“. თბილისი, 1986;
  3. გ. ალექსიძე. ვაზის დაცვა მავნე ორგანიზმებისგან. გამომცემლობა „ლეგა“. თბილისი, 2009.
  4. საქპატენტის მიერ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები;
  5. საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ, 1998;
  6. კოლეტ ნავარი; ფრანსუაზ ლანგლადი ,,ენოლოგია“. (თარგმანი გ.სამანიშვილი). გამომცემლობა დიოგენე. თბილისი 2004 წელი. 367გვ.;
  7. თეიმურაზ ღლონტი, ზურაბ ღლონტი „ქვევრის ღვინის გამორჩეულობა.“ თბილისი, 2013 წ. 59 გვ.;
  8. გ. ბარისაშვილი, ღვინის დაყენება ქვევრში. თბილისი. ასოციაცია ელკანა, 2010 წელი. 38 გვ.;
  9.  ინგა ფუნკე, DLG TestService GmbH  ღვინის დეგუსტაციის სახელმძღვანელო, 2016 წ.
  10.  ემილ პეინო, მეღვინეობა, 2014 წ.

 

შეფასების კრიტერიუმებია:

  • 20 ღია ტიპის კითხვა- სულ 20 ქულა;
  • 10 დახურული ტიპის კითხვა  - სულ 10 ქულა.

მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.

გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ღია და დახურული ტიპის კითხვებში მინიმალური 16 ქულის მიღების შემთხვევაში.

 

სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციისა და შიდა გამოცდების ვადები გამოქვეყნდება ვებ. გვერდზე www.ciu.edu.ge

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;