Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

15
05.18
კსუ გიწვევთ სასერტიფიკატო კურსზე - პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი
კსუ გიწვევთ სასერტიფიკატო კურსზე - პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი

„პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამის სასერტიფიკატო კურსზე _ „პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი“.

გთავაზობთ უნიკალურ, მაღალი დონის ლექტორებისა და ტრენერების მიერ შემუშავებულ პროგრამას.

ტრენინგკურსი დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული თქვენ მიერ შერჩეულ პროფესიაში.

გეძლევათ შანსი:

  • მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა;
  • მოხვდეთ სტაჟირებაზე საქართველოს პარლამენტში, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სტრუქტურებში;
  • განახორციელოთ რეალური პროექტი სწავლის დასრულების შემდეგ.

სწავლის პროცესში, სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იქნებიან ცნობილი პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები. ასევე, მსმენელები ეწვევიან საქართველოს პარლამენტს და დაესწრებიან  საკომიტეტო მუშაობასა და სესიას (ქუთაისი), შეხვდებიან და გაესაუბრებიან პოლიტიკურ ლიდერებს.

საგნები და ლექტორები

  1. „პოლიტიკური პიარი, პოლიტიკური  მენეჯმენტი და იმიჯის შექმნის თავისებურებანი“ / 30 საათი / - მსმენელები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სტრატეგიის თავისებურებებს პოლიტიკაში. ასევე, იმიჯის შექმნის ძირითად საკითხებს: ლიდერობის პირამიდას; ვერბალური და არავერბალური  კომუნიკაციების ხელოვნებას; მესიჯის შედგენის ტექნოლოგიებს; ფსიქოგრაფიული მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას; სტრატეგიის შერჩევასა და დაგეგმარებას; ღონისძიებების მართვას.

სწავლებისას გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ფორმა: ლექცია, დისკუსია, დებატი, პრაქტიკული სამუშაოები.

ლექტორი თამარ ჩიბურდანიძე - პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი; საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, საქართველოს თვითმმართველი ორგანოების, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ტრენერი „პოლიტიკური იმიჯის შექმნის ტექნოლოგიებსა“ და  „საარჩევნო პოლიტტექნოლოგიებში“.

  1. „პოლიტიკის ისტორია“ / 14 საათი / - მსმენელები შეისწავლიან მსოფლიო პოლიტიკის ისტორიის ძირითად საკითხებს, პოლიტიკურ სისტემებს, რეჟიმებსა და იდეოლოგიებს. განიხილავენ ცნობილი პოლიტიკოსების მოღვაწეობის მნიშვნელოვან ქეისებს.

ლექტორი თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

  1.  „უახლესი ისტორიის პოლიტიკური პროცესების ანალიზი“ / 10 საათი / - სალექციო კურსში ,,უახლესი ისტორიის პოლიტიკური პროცესების ანალიზი" განხილული იქნება ცივი ომის (1945–1991) მიზეზები და განვითარება. გაანალიზებული იქნება: ტოტალიტარული კომუნისტური სისტემის მარცხი და სოციალისტური ბანაკის დაშლა და მისი შედეგები; გეოპოლიტიკური სურათი დღევანდელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებების გავლენა საერთაშორისო ვითარებაზე. კურსი დასრულდება არსებული პროგნოზების ანალიზით.

ლექტორი პეტრე მამრაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2016 წლიდან (სოციალური მეცნიერებები). ფიზ. მათ. მეცნიერებათა კანდიდატი (1992 სანქტ–პეტერბურგი); ორი მონოგრაფიისა და მრავალი ანალიტიკურ–პუბლიცისტური წერილის ავტორი.

  1. "საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები" / 10 საათი / - სალექციო კურსის მიზანია განხორციელდეს საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების დეტალური ანალიზი. კერძოდ, კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს უსაფრთხოების ცნებასთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები, შეიარაღების კონტროლისა და იარაღით ვაჭრობის პრობლემები, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკობიზნესისა და ტერორიზმის პრობლემები, კონფლიქტები თანამედროვე მსოფლიოში, „გლობალურ ჩრდილოეთსა“ და „გლობალურ სამხრეთს“ შორის განსხვავებათა ძირითადი ასპექტები, დემოგრაფიული პრობლემები და სხვ.

ლექტორი ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. 

  1. „მედიასთან ურთიერთობა და ინფორმაციის მართვა“ / 12 საათი / - მსმენელები შეისწავლიან ინფორმაციის მართვასა და მის მიწოდებას საზოგადოებისათვის. ასევე, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საკანონმდებლო აქტებსა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თავისებურებებს; ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების მეთოდოლოგიას, მონაცემთა ბაზების შექმნასა და მათ გამოყენებას. პრესრელიზების მომზადებასა და გავრცელებას, მედიასთან ურთიერთობას, მედიასამართლისა და ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლებს.

ლექტორი ელისო ჩაფიძე - ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა პერიოდში: გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, გერდ ბუცერიუსის ოქროს ფრთისა და ოქროს კალმის ლაურეატი. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ამჟამად, სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

  1. „ელექტრონული მმართველობა“ / 8 საათი / - მსმენელებს ექნებათ სრული წარმოდგენა და გამოყენების შესაძლებლობა არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების, მისი ყველაზე ეფექტიანი მოხმარებისა და ძალიან მოქნილი მარტივი ხერხების. ისინი გაეცნობიან მსოფლიო გამოცდილების ყველაზე უკეთეს და მარტივი მოხმარების საიდუმლოებებს. საკუთარი ინტერესებისათვის ამ რესურსების მოხმარების განსაკუთრებულ ილეთებსა და ინსტრუმენტებს, რათა შეძლონ დაეუფლონ მოქმედი ელექტრონული რესურსების საკუთარ საჭიროებებზე მარტივად მორგებისა და გამოყენების შესაძლებლობებს.

ლექტორი თემურ მაისურაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსალეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიწვეული ტრენერი, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის სერტიფიცირებული სპეციალისტი, 155 ინოვაციისა და გამოგონების ავტორი.

  1. „აკადემიური წერა“ / 7 საათი / - კურსის მიზანია აკადემიური წერის ჩვევების განვითარება, მეცნიერული აზროვნებისა და ადეკვატური ტექსტების შექმნის უნარის გამომუშავება. სალექციო კურსი აგებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპებზე და მოიცავს სამეცნიერო ნაშრომის შექმნის მეთოდებს, ხერხებსა და საშუალებებს. კურსის შინაარსი ითვალისწინებს ლოგიკური არგუმენტის შექმნის, არგუმენტირებული მსჯელობის ჩამოყალიბების უნარის განვითარებას.

ლექტორი ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

  1. „უპირატესობის მენეჯმენტი - წარმატების ფორმულა“ / 12 საათი / - მსმენელები შეძლებენ დაეუფლონ კრეატიული აზროვნების ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლის გამოყენებითაც საქმიანობაში შეძლებენ როგორც პიროვნული, ასევე ორგანიზაციული უპირატესობების მოპოვებასა და შედეგის სარგებელზე ორიენტირებულ მართვას. ყოველდღიური კონკრეტული პრობლემებისა და შეუთავსებლობების გადაჭრას. შეძენილი უნარები უნივერსალურია და შესაძლებელია მათი გამოყენებით ნებისმიერი სახის მოხელეობისა და ნებისმიერი დარგის საჭიროებებისათვის.  ორიენტირებულია ბაზარზე  ნოვაციური იდეების, კრეატიული პროექტების გენერირებისა და განხორციელებისათვის საჭირო განსაკუთრებული უნარების შეძენასა და გამომუშავებაზე. ტრენინგები მიმდინარეობს კონკრეტული კორპორაციული თუ ორგანიზაციული პრობლემების გადაჭრის დემონსტრირებით.

ლექტორი თემურ მაისურაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიწვეული ტრენერი, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის სერთიფიცირებული სპეციალისტი, 155 ინოვაციისა და გამოგონების ავტორი.

  1. „კვლევები“ / 8 საათი / - მსმენელები შეისწავლიან რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდებს, ფოკუს-ჯგუფში მუშაობის ტექნოლოგიებს. შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ მსმენელები შეძლებენ მარტივად, თავად გააკეთონ პოლიტიკური კვლევები.

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სოციალური მეცნიერებების კვლევის მეთოდები და მიაწოდოს მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნა. კურსის მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას კვლევის ყველა ტიპისა და მეთოდის შესახებ, დეტალურად შეისწავლიან კვლევის ეტაპებს: დაგეგმვა, კვლევის დიზაინის ჩამოყალიბება, მასალების მოძიება და ანალიზი, შედეგების შეჯამება და პრეზენტაცია. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ  სრულყოფილი და ხარისხიანი აკადემიური კვლევის ჩატარებას.

ლექტორი მირანდა აბრამიშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, უძღვება სალექციო კურსს _ კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში.

  1. „პოლიტიკური მარკეტინგი“ / 10 საათი / - პოლიტიკური მარკეტინგის საგანი მსმენელს გააცნობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური მარკეტინგი და პოლიტიკური კონსალტინგი; პოლიტიკური მარკეტინგი და საარჩევნო ინჟინერია, საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულება; პოლიტიკური სისტემებისა და პოლიტიკური პროცესების ანალიზი; პოლიტიკური იმიჯი და იმიჯმეიკერები; პოლიტიკური სტრატეგიის შემმუშავებელი მატრიცა; მასმედია და პოლიტიკური დებატები, დისკუსია, პრეზენტაცია; პოლიტიკური მარკეტინგი და სახელმწიფო მმართველობა.

ლექტორი ჯაბა სამუშია - პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურ. „ისტორიანის“ მთავარი რედაქტორი.

  1. „პრეზენტაციის ტექნიკა“ / 6 საათი / - მსმენელები გამოიმუშავებენ პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადებისა და წარდგენის უნარ-ჩვევებს.

ლექტორი თამარ ჩიბურდანიძე - პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი; საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, საქართველოს თვითმმართველი ორგანოების, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ტრენერი „პოლიტიკური იმიჯის შექმნის ტექნოლოგიებსა“ და  „საარჩევნო პოლიტ-ტექნოლოგიებში“.

სტუმარი სპეციალური მოწვევით პოლონეთიდან:

  1. „თანამედროვე ევროპული პოლიტტექნოლოგიები, პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური ფსიქოლოგია“ - მსმენელები შეისწავლიან თანამედროვე ევროპულ პოლიტტექნოლოგიებს; გაეცნობიან პოლონეთის, როგორც ცენტრალური ევროპის, დემოკრატიული განვითარების ისტორიას. ასევე, პოლიტიკურ კულტურას საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ.

ლექტორი მარჩინ ალეინიკი - პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. სხვადასხვა დროს იყო: პოლონეთის სახელმწიფო საკონსტიტუციო რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში; პოლონეთის მთავრობის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი და სხვა.  

მარჩინ ალეინიკი ლექციას რუსულ ენაზე ჩაატარებს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია თარჯიმნის მომსახურება.

სასწავლო პროცესი

სწავლის ხანგრძლივობა  6  კვირა  (სალექციო პროცესი).  სწავლა დაიწყება 2018 წლის 4 ივნისს.

ლექციები  ჩატარდება ყოველდღე კვირის გარდა. სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

კურსის მოცულობა: 130 საათი

სწავლების ენა: ქართული

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის  29 მაისი.

საბუთების მიღების შემდეგ, 1 ივნისს, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმი:

მოტივაცია

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება:  800 ლარი

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად:

1 ეტაპი - 500 ლარი - 2018 წლის 4 ივნისამდე

2 ეტაპი - 300 ლარი - 2018 წლის 25 ივნისამდე

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის შეღავათები:

  1. CIU - ს კურსადმთავრებულთათვის ან სტუდენტებისთვის - 10%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებით:

  1. ორი ან სამი თანამშრომელი - 10%
  2. ოთხი ან მეტი თანამშრომელი 15%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.

თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: იხილეთ თანდართული ფაილი.

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ კავკასიის  საერთაშორისო უნივერსიტეტის და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პოლიტიკური იმიჯის შექმნის მენეჯერის სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად

  • დადებითი შეფასება;
  • შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჩაბარება;
  • საბოლოო პროექტის მომზადება (დასკვნითი გამოცდისთვის).

მსმენელების ცოდნა შეფასდება ტრენერის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე, რომელსაც მონაწილეები გაეცნობიან პირველ შეხვედრაზე. 

საკონტაქტო პირი: თამარ დემურიშვილი - ტელ.: 598 62 11 75

ტრენინგკურსის ხელმძღვანელი: თამარ ჩიბურდანიძე - ტელ.: 591 93 94 70

მის.: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;

ელფოსტა: 

tchiburdanidze@yahoo.com

ips.info.edu@gmail.com

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;