Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

13
05.18
პოლონეთის, იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორი - კრჟიშტოფ კოშჩელნიაკი კსუ-ში
პოლონეთის, იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორი - კრჟიშტოფ კოშჩელნიაკი კსუ-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, პოლონეთის, იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორი - კრჟიშტოფ კოშჩელნიაკი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. პირველი შეხვედრა პროფესორმა - კსუ-ს რექტორთან - კახაბერ კორძაისთან, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან - ირინა ღვინერიასთან, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსთან - თამარ ინასარიძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან სვეტლანა კირაკოსიანთან გამართა.

კსუ-ს წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ერთთვიანი სამუშაო ვიზიტით მყოფ პროფესორს - უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. მხარეებმა -  ინტენსიური კურსის -  ,,რელიგიური ტერორიზმი ევროპაში, აზიასა და აფრიკაში“ დეტალებზეც ისაუბრეს, რომელიც 15 მაისიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში, კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 50-ზე მეტ სტუდენტს, საშუალება ექნება ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით,  2 აკადემიური საათის მანძილზე პროფესორის ლექცია მოისმინოს.

ინტენსიური კურსის საორგანიზაციო საქმეს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს, ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროფესორს საწყის ეტაპზე დახმარებასა და მეგზურობას,  საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის სტუდენტი - ჯემალ კონცელიძეც გაუწევს, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ირინე სხირტლაძის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტია და პოლონურ ენას მაღალ დონეზე ფლობს.

დაინტერესებულ პირებსა და კურსზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ ინტენსიური კურსის დასრულების შემდგომ,  მსმენელები თავისუფალ კრედიტს მოიპოვებენ და მონაწილეობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;