Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

11
05.18
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 მაისიდან, კსუ-ს მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა წყვეტს მუშაობას და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს!

თვითმმართველობის საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩევნები ჩატარდება 31 მაისს, 10-დან 20 საათამდე (სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამების სტუდენტთა გრაფიკის გათვალისწინებით).

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცედურები განსაზღვრულია თვითმმართველოს წესდებით:

  • თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 8 დელეგატი - 4 პროპორციული და 4 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით;
  • პროპორციული სისტემის არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ საინიციატივო ჯგუფი. არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობისათვის აუცილებელია ჯგუფის ხელმძღვანელმა წარადგინოს ფაკულტეტების მიხედვით შედგენილი კანდიდატთა სია. თითოეულ ფაკულტეტზე კანდიდატთა სია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4, მაქსიმუმ კი 8 წევრისგან.
  • ფაკულტეტზე პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ თვითმმართველობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ხმების პროპორციულად, საარჩევნო ბარიერი კი შეადგენს 20%-ს.
  • მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ საინიციატივო ჯგუფის წევრებს ან დამოუკიდებელ კანდიდატებს;
  • მაჟორიტარული სისტემის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფი ფაკულტეტზე წარადგენს 4 კანდიდატს, დამოუკიდებელ კანდიდატთა რაოდენობა კი შეუზღუდავია;
  • არჩევნებში მონაწილეობის უფლება (კანდიდატად რეგისტრაციის ან/და ხმის მიცემის) აქვს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს;
  • ამომრჩეველს უფლება აქვს ხმა მისცეს არაუმეტეს 4 მაჟორიტარულ კანდიდატს და ერთ საინიციატივო ჯგუფს.

თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ან სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე კანდიდატთან ან საინიციატივო ჯგუფთან.

თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვამდე სტუდენტი ან საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია არაუგვიანეს 25 მაისისა გაიაროს რეგისტრაცია, რა დროსაც წარმოსადგენია:

1.  სარეგისტრაციო განაცხადი;

2. კანდიდატთა სრული სია ფაკულტეტების მიხედვით (სახელი გვარი/პირადი ნომერი/ფაკულტეტი/კურსი) - საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში;

3. 2 წლიანი სამოქმედო გეგმა.

რეგისტრაცია იწარმოებს კსუ-ს ცენტრალურ კორპუსში, მესამე სართულზე, 317-ე ოთახში.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 555949959

იხილეთ კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წესდება.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;