Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

15
04.18
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე ველური ვაზის კალმების დაფესვიანების პროცესი მიმდინარეობს
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე ველური ვაზის კალმების დაფესვიანების პროცესი მიმდინარეობს

კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ველური ვაზის კალმების დაფესვიანების პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული ინიციატივა კსუ-სა და ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და დაფესვიანებული ველური ვაზის ფორმები, სწორედ ჯიღაურას ბაზაზე გადაირგვება.

პროექტში ჩართული ერთ-ერთი წევრი, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი - შენგელი კიკილაშვილი გახლავთ, რომელმაც  მიმდინარე წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. 

კსუ-ს ბაზაზე, სწორედ შენგელი კიკილაშვილის მონაწილეობით, ველური და გაველურებული ვაზის ფორმების დაფესვიანების ხარისხს დააკვირდებიან და ლაბორატორიულ სამუშაოებს ჩაატარებენ.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;