Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

15
04.18
მაგისტრანტების - საბა ქიტიაშვილის, ნინო ზვიადაურისა და შენგელი კიკილაშვილის ექსპერიმენტული ღვინოების დეგუსტაცია
მაგისტრანტების - საბა ქიტიაშვილის, ნინო ზვიადაურისა და შენგელი კიკილაშვილის ექსპერიმენტული ღვინოების დეგუსტაცია

კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის, სადეგუსტაციო დარბაზში, მაგისტრანტების - საბა ქიტიაშვილის, ნინო ზვიადაურისა და შენგელი კიკილაშვილის ექსპერიმენტული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაცია სამაგისტრო ნაშრომების სრულყოფის მიზნით ჩატარდა და მიღებული შედეგები საბოლოო ნაშრომში აისახება.

დეგუსტაციას, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - ოლან გოცირიძე, ,,კახური ღვინის მარნის“ მთავარი ტექნოლოგი - თემურ გონჯილაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახოების სამმართველოს უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი - დავით მაღრაძე და ფაკულტეტის მაგისტრანტები ესწრებოდნენ.

დეგუსტრატორებმა წინასწარ შემუშავებული შეფასების ფორმების მეშვეობით,  წარმოდგენილი ექსპერიმენტული ღვინოები ფერის, სხეულის, არომატებისა და სიჯანსაღის კატეგორიებში, შესაბამისი კრიტერიუმებით შეაფასეს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;