Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

15
04.18
კსუ-ს სტუდენტმა ავტორბოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კსუ-ს სტუდენტმა ავტორბოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა  რვა მანქანამ, რომლებიც უნივერსიტეტის ფერებითა და ლოგოთი იყო დაბრენდილი, გუნდური პრინციპით ჩატარებულ ავტორბოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

რუსთავის მოტოპარკში ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის,  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

ჩემპიონატი BMW CLUB GEORGIA-ს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია რბოლები ღია სივრცის ნაცვლად, უსაფრთხო ტერიტორიაზე ჩატარდეს.

კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და ავტო კლუბი მადლობას უხდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული მატერიალური დახმარებისთვის, ხოლო კომპანია Rheinol-სა და frego-ს მხარდაჭერისათვის.

გულშემატკივრებს კი შეგახსენებთ, რომ უახლოესი ტურნირი 7 მაისს გაიმართება.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;