Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

14
04.18
კსუ-ს ფეხბურთელთა გუნდი, სუპერლიგის მეოთხედფინალში გადავიდა და საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას ღირსეულად აგრძელებს!
კსუ-ს ფეხბურთელთა გუნდი, სუპერლიგის მეოთხედფინალში გადავიდა და საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას ღირსეულად აგრძელებს!

კსუ-ს ფეხბურთელთა გუნდი, სუპერლიგის მეოთხედფინალში გადავიდა და საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას ღირსეულად აგრძელებს!

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში სუპერლიგის  რეგულარული  ჩემპიონატის დასკვნითი  მეცხრე  ტური გაიმართა, სადაც კსუ-ს ფეხბურთელები, საქართველოს უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან კსუ-ს უპირატესობით წარიმართა და მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. მეტოქის კარი მეოთხე წუთზე ნიკოლოზ გორდულაძემ, მეშვიდე და მეთხუთმეტე წუთზე დავით ხარაზმა და მეათე წუთზე გიორგი ცერცვაძემ დალაშქრეს. ოთხი უპასუხო გოლის შემდეგ, მეტოქემ პირველი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა უნივერსიტეტის ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვეს და ირაკლი ჯანხოთელმა, ზურაბ ფიჩხაძემ და თევდორე მაყაშვილმა, თითო-თითო გოლიც გაიფორმეს ანგარიშზე.

შეხვედრის დასრულებამდე ანგარიში 7:5 კსუ-ს სასარგებლოდ გახლდათ, თუმცა, ბოლო წუთებში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა, ერთი ავტო გოლიც გაიტანა, რის შემდეგაც, სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოო ანგარიში 8:5 დაფიქსირდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი კსუ-ს თავდამსხმელი - ზურაბ ფიჩხაძე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ გუნდის მწვრთნელი ილია მოდებაძე გახლავთ. სუპერლიგის მეოთხედფინალური მატჩები 29 აპრილიდან განახლდება, სადაც ფინალში მოსახვედრად, კსუ-ს ფეხბურთელები -  პსპ-ს დაუპირისპირდებიან.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;