Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

04
03.18
გიწვევთ საქართველოსა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად
გიწვევთ საქართველოსა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ  მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრი გიწვევთ საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ  მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

საქართველო, თბილისი, კსუ, 11 ოქტომბერი, 2018 წელი

კონფერენციის მიზნები:

  • საქართველოსა და ირანის უნივერსიტეტებს შორის ერთიანი აკადემიური  გარემოს განვითარების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
  • მონაწილეებს შორის კონტაქტების დამყარება;
  • უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან  დაკავშირება.

სამუშაო ენებიქართულისპარსული, ინგლისური.

მოთხოვნები:

  1. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო ხარისხისა და აკადემიური წოდების მქონე წარმომადგენლებს;
  2. თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • მონაწილის სახელი, გვარი;
  • სამეცნიერო რეკვიზიტები: სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური წოდება;
  • უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასახელება;
  • კონფერენციაზე წარსადგენი თემის სახელწოდება;
  • თეზისი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას;
  • თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს  სამი  შემოთავაზებული ენიდან ორზე, ხოლო ნაშრომი სამი სამუშაო ენიდან ერთზე;
  1. თეზისი და  ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ტექნიკური პარამეტრების დაცვით:
  • შრიფტი: ქართული, ინგლისური და სპარსული ვერსიისათვის - Sylfaen; ზომა: სათაური (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა)  - ქართული და ინგლისური ტექსტებისთვის 14 Bold, ხოლო სპარსულისთვის 16 Bold, ქართული და ინგლისური ძირითადი ტექსტი - 12, ხოლო სპარსული 14 Bold;
  • ინტერვალი: 1,5;
  • გვერდის საზღვრები: 2,5 ყველა მხრიდან.
  1. კონფერენციაზე წარსადგენი თემა უნდა ეხებოდეს საქართველო-ირანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ პრობლემებს. მოხსენება შეიძლება წარმოადგინოს ორმა ავტორმაც; 
  2. თეზისები და სრული ნაშრომი ავტორებმა უნდა გამოგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ქვემოთ აღნიშნული თარიღების დაცვით: georgia.iran@ciu.edu.ge ; maia-maiko@mail.ru .

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 15 სექტემბერი - თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა;
  • 28 სექტემბერი - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
  • 11 ოქტომბერი  -კონფერენციის გახსნა.

ინფორმაცია მონაწილეთათვის:

1.  კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომები დაიბეჭდება კონფერენციის შრომებში,  ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი;

2.  მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი.

საორგანიზაციო კომიტეტი:

მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, კსუ-ს საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი;

ვახტანგ წივწივაძე - კსუ-ს კანცლერი;

კახაბერ კორძაია - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  კსუ-ს პროფესორი,  რექტორი;

ვახტანგ წივწივაძე - კსუ-ს რექტორის მოადგილე;

თამარ კიკნაძე - პოლიტიკის  მეცნიერებათა დოქტორი, კსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, კსუ-ს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 

სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ირმა მახარაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;

ვალერი მოდებაძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს  ასოცირებული პროფესორი;

ანუკი წივწივაძე - კსუ-ს სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსი;

მედეა წივწივაძე - კსუ-ს  სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი;

ციცინო ბუკია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის რედაქტორი;

შორენა ქურდაძე - კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სპეციალისტი;

ვერიკო ხუციშვილი - სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს მოწვეული პროფესორი.

სამეცნიერო საბჭო:

ვახტანგ წივწივაძე - კსუ-ს კანცლერი;

კახაბერ კორძაია - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  კსუ-ს პროფესორი,  რექტორი;

მარინა გედევანიშვილი - ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს  ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის სპეციალობით, კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე;

თამარ კიკნაძე - პოლიტიკის  მეცნიერებათა დოქტორი, კსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, კსუ-ს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 

მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, კსუ-ს საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი;

ირმა მახარაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;

მამუკა თორია - ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ირინა ღვინერია  - ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

ციცინო ბუკია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის რედაქტორი;

ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული  პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;

ქეთევან  შოშიაშვილი  -  ისტორიის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ვალერი მოდებაძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს:

ტელ.: (995 32) 2 61 12 98 (შიდა 142);  +995 558 766 887;  +995 577 418 632

ელფოსტაgeorgia.iran@ciu.edu.ge ; maia-maiko@mail.ru

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;