Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

11
02.18
კსუ-ს საფეხბურთო გუნდმა თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ნაკრები ანგარიშით 6:2 დაამარცხა
კსუ-ს საფეხბურთო გუნდმა თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ნაკრები ანგარიშით 6:2 დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის გამართულ მატჩში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ნაკრებს დაუპირისპირდა.

კსუ-ს ფუტსალის ფეხბურთელებისათვის შეხვედრა წარმატებული გამოდგა. პირველი გოლი, მესამე წუთზე, ნიკოლოზ გორდულაძემ გაიტანა, რასაც თევდორე მაყაშვილის, მერაბ ბოლოთაშვილის, ბექა ყარსიმაშვილის, ზურაბ ფიჩხაძისა და ილია მოდებაძის გოლები მოჰყვა. მატჩის საბოლოო ანგარიში 6:2 - კსუ-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა. 

მატჩის დასასრულს, ტრადიციულად,  ორივე გუნდიდან თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. კსუ-ს მხრიდან ეს გამარჯვება გუნდის მწვრთნელმა და მცველმა ილია მოდებაძემ მოიპოვა.

გუნდს უახლოესი თამაში 25 თებერვალს პსპ ფარმას ნაკრებთან აქვს ჩანიშნული.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;