Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

12
02.18
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მოხალისეებს ეძებს
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მოხალისეებს ეძებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში ჩართვის მიზნით, მოტივირებულ, ერუდირებულ და ენთუზიაზმით სავსე მოხალისეებს ეძებს.

2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოტქომბრამდე იწყება ყველაზე მასშტაბური საჭადრაკო ღონისძიება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, ოლიმპიადის პარალელურად იმართება ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობენ 190-მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები.

გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება ბათუმი ბლექ სი არენაზე, ხოლო დახურვა 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდიბარე შეიქმნა 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია.

ოლიმპიადის სრულყოფილად გამართვისათვის აუცილებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, ყველაზე მოტივირებული, ერუდირებული და ენთუზიაზმით აღსავსე მოხალისეების მოძიება, რომელთა ასაკი განისაზღვრება 18-დან 30 წლამდე. მოხალისეები ერთვებიან როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო საქმიანობაში, ისე ერთიან, სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობაში.

მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე - batumi2018.fide.com 

გაცნობებთ, რომ მოჟადრაკეები, კაპიტნები, არბიტრები, თანმხლები პირები, კონგრესის დელეგატები,  უცხოელი ჟურნალისტები, საქართველოს 21 სექტემბრიდან ეწვევიან. ფრენები განხორციელდება საქართველოს სამივე აეროპორტში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფედერაციის ვებგვერდს: www.gcf.org.ge ან დარეკეთ ნომერზე: 2982747 .

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;