Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

10
02.18
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტს - რეფორმატორი 2018 - უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტს - რეფორმატორი 2018 - უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  არასამთავრობო ორგანიზაციის "Youth Alliance for Reforms-ის“ მორიგი პროექტი - ,,რეფორმატორი 2018“ - 10 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა.  დელეგატებს პროექტის ორგანიზატორი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორი - დაჩი ჩიტაია და მთავარი ორგანიზატორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი - სალი სურამელი მიესალმნენ და წარმატებული საკომიტეტო მუშაობა უსურვეს.

არასამთავროო ორგანიზაცია - YAR-ის ორგანიზებული პროექტი, საქართველოს თემატიკაზეა მორგებული და საკომიტეტო სესიების განმავლობაში ახალგაზრდები სწორედ საქართველოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმუშავებენ.

ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი  14-დან 24 წლამდე ასაკის 140-მა დელეგატმა გამოთქვა და ისინი 5 თემატურ - ,,თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების“, ,,საგარეო ურთიერთობათა“, ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“, ,,საკონსტიტუციო საკითხთა“ და ,,ადამიანის უფლებათა“ საბჭოში  გადანაწილდნენ.

პროექტი 3 დღის მანძილზე ჩატარდება და დასკვნით ცერემონიაზე, მონაწილეები გაერთიანებულ ფორმატში იმსჯელებენ თითოეული კომიტეტის მიერ დასახულ საკითხზე.

ღონისძიების მიზანია მონაწილეებმა ლიდერული უნარ-ჩვევები გაიღრმავონ, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ხელოვნებას დაეუფლონ, ასევე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ღრმა შინაარსობრივი ცოდნა მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ პროექტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორი დღის განმავლობაში - 10 და 11 თებერვალს უმასპინძლა.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;