Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

08
02.18
კსუ-ში მასწავლებელთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
კსუ-ში მასწავლებელთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებს მეოთხე წელია სისტემატურად ახორციელებს, შესაბამისად, ამ კონკურსებში საქართველოს მასშტაბით არსებული კერძო და სახელმწიფო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეების საკონკურსოდ მომზადების კუთხით, დიდ მუშაობას ახორციელებდნენ. სწორედ წინა წლების გამოცდილების მაგალითზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან მუშაობისა და კომუნიკაციის შემდეგ,  მასწავლებელთა პირველი  სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება ჩანიშნა.

აღნიშნული სამეცნიერო კონფერენცია - ,,ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“ კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში რექტორმა- კახაბერ კორძაიამ გახსნა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პლენარულ სხდომაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით კსუ-ს კანცლერმა - ვახტანგ წივწივაძემ მიმართა და პედაგოგიური საქმიანობა, როგორც ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლი და დამსახურება გამოყო. კანცლერმა მისასალმებელ სიტყვაში კსუ-ს ახალი წამოწყება გააჟღერა და საქართველოს მასშტაბით, 5 სკოლის პატრონაჟზე ისაუბრა. ეს ინიციატივა კონკრეტული სკოლების კეთილმოწყობას, სასწავლო ლაბორატორიების შექმნასა და კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან ინტენსიური ლექცია-სემინარების ჩატარებას გულისხმობს. ვახტანგ წივწივაძის მიერ გაჟღერებულმა ამ ინიციატივამ, დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ამგვარ წამოწყებებში კსუ-ს მხარს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც აუბამენ.

კონფერენციის მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი - სესილი გოგიბერიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტის განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი - მარიკა სიხარულიძე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის საზეიმოდ გახსნის შემდეგ, მარიამ ჯაშის ინიციატივით, მასწავლებლებს საშუალება მიეცათ თავიანთი პოზიცია გამოეხატათ და კონკრეტული შეკითხვები დაესვათ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისათვის.

სამეცნიერო კონფერენციის სამუშაო პროგრამის მიხედვით, მონაწილეები ხუთ სექციაში გადანაწილდნენ. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების ფარგლებში, სამი ჰუმანიტარული და ორი ტექნიკური სექცია მუშაობდა.

კონფერენციის ორგანიზატორის - მარინა უგულავას თქმით, ღონისძიებაში მასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთნენ, პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურვლეთა რიცხვი 100-მდე იყო, ფინალური ეტაპისათვის  კი,   კომისიის გადაწყვეტილებით,  77 მოხსენების ავტორი შეირჩა.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა; პედაგოგთა საქმიანობის სტიმულირება, მათი ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და პედაგოგთა კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.

ღონისძების დასკვნით ნაწილში, კონფერენციის კომისიის წევრებმა პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ინოვაციური საგანმანათლებლო იდეების გაჟღერებისა და წარმატებული პრეზენტაციის ჩატარებისათვის გაცემული  სერტიფიკატი, თითოეულ მონაწილე მასწავლებელს დამატებითი კრედით-ქულთაც უზრუნველყოფს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;