Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

09
01.18
კსუ აცხადებს გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე
კსუ აცხადებს  გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს  გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ფინანსების რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების  VI და VIII სემესტრებში.
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II და III სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
  • საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II და III სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ადგილი;  პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის მაგისტრან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი; საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ადგილი; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: მაგისტრან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების IV, VI და VIII სემესტრებში;
  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების IV, VI და VIII სემესტრებში;
  • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების VI სემესტრში;
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, III, IV, VI, VII და VIII სემესტრებში;
  • ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, V, VI, VII და VIII სემესტრებში;
  • მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების ყველა სემესტრში, გარდა მეთერთმეტე სემესტრისა;
  • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების ყველა სემესტრში;
  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს).

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე eqe.ge 18 იანვრიდან 1 თებერვლის 18 საათამდე (https://students.eqe.ge/VacancyInfo).

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 6 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ბაკალავრიატში/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

მაგისტრატურაში:

  • პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  • 2 ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული  და დანართის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

დოქტორანტურაში:

  • ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი.
  • სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
  • დარგის სპეციალისტის ორი რეკომენდაცია. 
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;