Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

27
12.17
კსუ-ს სტუდენტებმა არაგადამდებ დაავადებათა პირველ კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავეს
კსუ-ს სტუდენტებმა არაგადამდებ დაავადებათა პირველ კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსელმა სტუდენტებმა: მარიამ თოდუამ და ქეთევან ჩაჩანიძემ „არაგადამდებ დაავადებათა“ პირველ კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავეს.

კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცისფერ დარბაზში „ახალგაზრდები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისათვის“ თაოსნობითა და ორგანიზირებით გაიმართა.

კონფერენციაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სამედიცინო აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ალმა-მატერის“ სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მონაწილე 25 სტუდენტის ნაშრომს კომპეტენტური ჟიურის წევრები - თსსუ-ს მაგისტრანტი, ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი ათათია, თსსუ-ს მაგისტრანტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და „ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისათვის“ ხელმძღვანელი დავით შოვნაძე და „ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისათვის“ მენეჯერი მარიამ ბერიკაშვილი - აფასებდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების -  მარიამ თოდუას, ქეთევან ჩაჩანიძის, ცირა კელენჯერიძის, თამარ ფაღავას, გვანცა მუჯირიშვილისა და თეონა ხეჩიკაშვილის წარდგენილი თემატიკები მაქსიმალურად ესადაგებოდა კონფერენციის მიზანსა და აქცენტებს.

კონფერენციის ფარგლებში, სამი გამარჯვებული თემატიკა დასახელდა, მათ შორის ერთ-ერთის ავტორები, როგორც აღვნიშნეთ, კსუ-ს სტუდენტები -  მარიამ თოდუა და ქეთევან ჩაჩანიძე გახლავთ.

„არაგადამდებ დაავადებათა“ პირველ კონფერენციაში ჩართულ სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, I, II და III ადგილოსნებს კი გამარჯვებულის დიპლომები გადაეცათ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები საინტერესო, საქმიანი და აქტუალური იყო.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;