Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

26
12.17
სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია
სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო პრემია ,,თამარი” დაწესდა. ეს პრემია ყოველწლიურად კონკურსის წესით გამოავლენს უნივერსიტეტში მოღვაწე წარმატებულ მეცნიერებს, პოსტდოქტორანტებსა და დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო და კვლევითი აქტივობები ჯეროვნად დაფასდება.
კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის საპატივსაცემოდ მიენიჭა და ეს წამოწყება და სახელწოდებაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – ილია მეორემ დალოცა. 
2017 სამეცნიერო კონკურსის დასკვნით ღონისძიებას, რომელიც ქორთიარდ მარიოტის წვეულებათა დარბაზში გაიმართა, კსუ-ს ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, გამოჩენილი მეცნიერები და მკვლევარები, პარლამენტისა და საკრებულოს  წევრები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
სამეცნიერო პრემია - ,,თამარის” დაჯილდოების ცერემონია კსუ-ს რექტორმა და კონკურსის კომისიის თავმჯდომარემ - კახაბერ კორძაიამ გახსნა. მან მეცნიერების მხარდაჭერაზე, მათ სტიმულირებასა და მოტივაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თითოეულ მეცნიერს, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა. 
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ განათლებისა და მეცნიერების  მინისტის მოადგილე – ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი – როინ მეტრეველი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – მარიკა დარჩია.  გამომსვლელებმა  კსუ-ს ინიციატივის დროულობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და უნივერსიტეტის გადაწყვეტილება -  წაახალისოს სამეცნიერო აქტივობები – დადებითად შეაფასეს.
დამსწრე საზოგადოების წინაშე, სამეცნიერო კონკურსი - კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ შეაჯამა. მისი თქმით, პრემიის გამარჯვებულთა გამოვლენის საქმეში საკონკურსო კომისიასთან ერთად, უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტის წარმომადგენელიც აქტიურად  ჩაერთო. კომისიამ  პრემია - ,,თამარის” კონკურსზე დარეგისტრირებული 29 მეცნიერიდან - გამარჯვებულები  მკაცრად გაწერილი  კრიტერიუმებითა  და შეფასების სისტემით გამოავლინა.   
სამეცნიერო პრემია ,,თამარის” გამარჯვებულები სამ (I, II და III) პრემიაზე საზეიმო ვითარებაში გამოაცხადეს. მესამე პრემია და საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციაში გამარჯვება  - მარიამ ჯიქიას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა – გიორგი კეკელიძემ მიულოცა. მეორე პრემია, რომელიც სოფია კასრაძეს ერგო – შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ გამოაცხადა, ხოლო პირველი პრემიის გამარჯვებულის ვინაობა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა – დავით ლორთქიფანიძემ ამცნო. ეს ჯილდო კსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მანანა მარიდაშვილმა დაიმსახურა. 
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო (I პრემია - 3750 ლარი, II პრემია - 2500 ლარი, III პრემია - 1250 ლარი) და მედლები გადაეცათ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, დამსწრე საზოგადოების წინაშე კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე წარსდგა, თითოეულ მონაწილეს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა და პროექტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იდეა უფრო მასშტაბური გახდება და სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიც გამოთქვამენ სურვილს სამეცნიერო მიმართულება წაახალისონ. სწორედ კსუ-ს კანცლერის გადაწყვეტილებით, პრემიის ფარგლებში საკონკურსო კომისიის შეფასებით პრემია ,,თამარის” გამორჩეული მონაწილეები - მაია მერლანი, ირმა მდინარაძე და კარენ მულკიჯანიანიც დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა და კსუ-ს მესვეურებისა და პრემიის საორგანიზაციო ჯგუფის  გადაწყვეტილებით, ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულები:

კსუ-ს წარმომადგენლები "საქმიან დილაში" - TV პირველი.

1TV.

ერთსულოვნება.

PALITRA NEWS.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ინტერპრესნიუსი.

edu.aris.ge

etaloni.ge

ფოტოალბომი

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;