Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

24
12.17
ნანა პარინოსმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (Freie Universität Berlin) სამეცნიერო „A” ტიპის (უმაღლესი კლასის) გრანტი მოიპოვა
ნანა პარინოსმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (Freie Universität Berlin) სამეცნიერო „A” ტიპის (უმაღლესი კლასის) გრანტი მოიპოვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის - USACA ხელმძღვანელმა, მოწვეულმა ლექტორმა/რექტორის ასისტენტმა ნანა პარინოსმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (Freie Universität Berlin) სამეცნიერო „A” ტიპის (უმაღლესი კლასის) გრანტი მოიპოვა, რის შედეგადაც იგი მიემგზავრება ბერლინში სამეცნიერო საქმიანობის განსახორციელებლად. აქვე შეგახსენებთ, რომ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი კვლევითი უნივერსიტეტის სტატუსით სარგებლობს და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მაღალრეტინგული უნივერსიტეტია.

1994 წლის შემდეგ საქართველოს კვლავ ერგო ზემოთხსენებული გრანტის მოგების პატივი.

ამავდროულად, ნანა პარინოსი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტია.

ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოფხვრასა და შეუსწავლელ საკითხთა კვლევას, რისთვისაც მას ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო ბიბლიოთეკებში შემავალ შეერთებული შტატებისა და კანადის მიმართულებით უნიკალურ ბიბლიოთეკას დაუთმობს.

აღნიშნული სტიპენდია მიზნად ისახავს ნანა პარინოსის სადისერტაციო ნაშრომის სრულყოფას, შეერთებული შტატებისა და კანადის კუთხით ახალი სამეცნიერო პროდუქტის შექმნასა და Freie Universität Berlin-ში მიღებული გამოცდილებით კსუ-ს შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის - USACA საგანმანათლებლო-კვლევითი კუთხით განვითარებას.  

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;