14 დეკემბერს, 14:00 საათზე, 304-ე აუდიტორიაში, კსუ-ს სტუდენტებთან „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“-ს აღმასრულებელი დირექტორი უჩა ვახანია „დაბერებასა და ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე“ საჯარო ლექციას ჩაატარებს.
შეხვედრისას მომხსენებელი სტუდენტებს საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებს გააცნობს, რაც ხანდაზმული მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელს, მათ რეალიზებას, მიგრაციის როლს დემოგრაფიულ მდგომარეობაში და 2030 - 2050 წლებისთვის პროგნოზს გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ ხელს უწყობს ხანდაზმულთა საჭიროებების ადვოკატირებას, ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწას და დასავლური ღირებულებების საზოგადოების ჩამოყალიბებას.