Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

06
12.17
კსუ-ს გზა ტაძრისაკენ
კსუ-ს გზა ტაძრისაკენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასმა - ,,ღვინის თეატრი“, თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალ - ,,ნიღაბი 2017-ის“ ფარგლებში მაყურებლისა და ჟიურის  წინაშე მორიგი სპექტაკლი - ,,გზა ტაძრისაკენ“ წარადგინა. სპექტაკლზე დასი ახალი სასწავლო წლიდან მუშაობდა, სცენარის ავტორი და რეჟისორი კი ,,ღვინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელია გახლავთ.

ფესტივალი - ,,ნიღაბი 2017“ 4 დეკემბერს გაიხსნა და ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტი, ინტეგრირებული თეატრალური და ასევე ირანის ეკონომიკისა და უკრაინის აგრარული უნივერსიტეტების დასები.

ფესტივალის აუცილებელი პირობაა, რომ მონაწილე ჯგუფებში დაკომპლექტებული სტუდენტები მოყვარული მსახიობები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ,,ღვინის თეატრი“ ექვსი წლის წინ ჩამოყალიბდა და ამ ხნის მანძილზე დასმა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პროფესიონალური თეატრების სცენაზე, არაერთი სპექტაკლი წარადგინა.

ფესტივალის - ,,ნიღაბი 2017-ის“ საზეიმო დახურვა 11 დეკემბერსაა ჩანიშნული, სადაც კომპეტენტური ჟიური წარმოდგენილ სპექტაკლებს შეაფასებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ დასებსა და სტუდენტებს გამოავლენს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;