Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

04
12.17
ევროპის კოლეჯის წარმომადგენელმა საქართველოში კსუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა
ევროპის კოლეჯის წარმომადგენელმა საქართველოში  კსუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა

კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ევროპის კოლეჯის წარმომადგენელმა საქართველოში - ირაკლი ჯღარკავამ,  კსუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. მისი თქმით, ევროპის კოლეჯი  ევროპათმცოდნეობის მიმართულებით პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს, რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავის (პოლონეთი) კამპუსებში ერთწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიის მოპოვების შანსს აძლევს.

სტიპენდია კი აბსოლუტურად მოიცავს ყველა იმ საჭიროებას, რაც სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია:  სწავლა,  კომფორტული სტუდენტური საცხოვრებელი, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია.

ევროპის კოლეჯის წარმომადგენელმა დეტალურად აუხსნა კსუ-ს სტუდენტებს  ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციისა და დანართის შესახებ, რომელიც სააპლიკაციო პროცესში მნიშვნელოვანია:

სტუდენტებს, კოლეჯში საკონკურსო განაცხადის რეგისტრაცია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე   https://admissions.coleurope.eu/login  შეუძლიათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 18 იანვარია. შერჩევის პროცესი  ორ ეტაპს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;