Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

01
12.17
კსუ-ში საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრი გაიხსნა
კსუ-ში საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრი გაიხსნა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის პრეზენტაცია რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა.

ღონისძიებას კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, და სტუდენტები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე საპატიო სტუმრების ამპლუით ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი, ირანის საელჩოს კულტურის ატაშე მოჯთაბა ქამრანფარდი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია კაპანაძემ, შეკრებილ აუდიტორიას თემით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და მოკლედ გააცნო განხორციელებული  პროექტები და სამომავლო გეგმებზეც  ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და ყველა იმ  კულტურულ  წამოწყებასა და ინიციატივას, რომელსაც უნივერსიტეტი და სამეცნიერო - ანალიტიკური ცენტრი განახორციელებს - მხარდაჭერა აღუთქვა.

„ირანის საელჩოს ხელშეწყობა საქართველოში ირანისტიკის განვითარების საქმეში“, „საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის მიზნები და ამოცანები“, „ისტორიკოსების როლი ქართული ირანისტიკის განვითარებაში“, „ქართული ირანისტიკის განვითარების საფეხურები - ეს ის ძირითადი საკითხები და თემები იყო, რომლებზეც საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის პრეზენტაციის დღეს, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში სიტყვით გამომსვლელებმა გაამახვილეს ყურადღება.

www.interpressnews.ge

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;