Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

13
11.17
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა - კახაბერ კორძაიამ და საქართველოს საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების თავმჯდომარემ ციცინო ცხვედიანმა - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ეს ორმხრივი თანამშრომლობა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს  საშუალებას მისცემს გაერთიანებაში შემავალ 100-მდე ბიუროში სასწავლო პრაქტიკა გაიარონ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ ერთობლივ სემინარებს,  სამეცნიერო კონფერენციებს და ხელს შეუწყობენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ადვოკატისათვის სავალდებულო საადვოკატო გამოცდისა და ერთწლიანი სტაჟირების პერიოდის გავლასთან დაკავშირებით, რომელიც სამთვიან თეორიულ და ცხრათვიან პრაქტიკულ კურსს მოიცავს.

მემორანდუმის ფარგლებში, სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის 30-მდე სტუდენტი უკვე შეირჩა და ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებაში პროფესიულ პრაქტიკას.

მემორანდუმის გაფორმებას კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ მაჭარაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების გამგეობის წევრი - ოთარ კაჭკაჭიშვილი და ბიურის სხვა წევრები ესწრებოდნენ. 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;