Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

10
11.17
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის 10 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას რიქსოს ბორჯომში გაივლის
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის 10 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას რიქსოს ბორჯომში გაივლის

კსუ-ს ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას რიქსოს ბორჯომში უკვე მეორე წელია გადიან. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის 10 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას ელიტარულ, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო - რიქსოს ბორჯომში - (Hotel Rixos Borjomi) – 29 დეკემბრიდან - 12 იანვრის ჩართვლით პერიოდში გაივლის.

სტუდენტები მაღალი აკადემიური მოსწრებით შეირჩნენ და პრაქტიკის კურსის წყალობით არდადეგების პერიოდს ნაყოფიერად გაატარებენ. პროგრამის ხელმძღვანელის - ლალი მიქელაძის თქმით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სასწავლო პრაქტიკაზე სტუდენტები უკვე მეორე წელია იგზავნებიან. მიღებული შედეგები და გამოხმაურება კი პერსპექტიულ სურათს აჩვენებს: პოტენციური დამსაქმებლები სასწავლო პრაქტიკის ბოლოს, სტუდენტებს ინდივიდუალური, სპეციალური სერთიფიკატებით აჯილდოებენ. აღნიშნული პრაქტიკა ორმაგად საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა თავად სტუდენტებისთვისაც, რომლებიც ადგილზე ეცნობიან და პრაქტიკულად უწევთ შეხება მასპინძლობის მენეჯმენტსა თუ სხვა მომიჯნავე სასწავლო დისციპლინაში ათვისებულ ყველა პარაგრაფთან თუ ქვეთავთან.

პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, სტუდენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ და ძალები მოსინჯონ ელიტარული სასტუმროს მომსახურეობის სფეროს ნებისმიერ მიმართულებაში, რაც ტურიზმის სპეციალობის სტუდენტისთვის უდიდესი გამოცდილებაა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვეში რიქსოს ბორჯომში, ტურიზმის სპეციალობის მეორე კურსის 10 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გაიგზავნება.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;