Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

08
11.17
ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები კსუ-ში
ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები კსუ-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ლიბერთი ბანკის ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტის შერჩევის განყოფილების უფროსი მაია ბლიაძე და კლიენტების მომსახურების კოორდინირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - სალომე გიორგბერიძე შეხვდნენ და ბანკში არსებულ ვაკანსიებსა და დასაქმების პერსპექტივებზე - ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

ვაკანსიები თბილისსა თუ რეგიონებში - განვადების მენეჯერის, გაყიდვების კონსულტანტის, სერვის კონსულტანტისა და სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციებს გულისხმობს, ბანკის წარმომადგენლებმა თითოეული მიმართულების სპეციფიკა და უნარები დეტალურად აუხსნეს დამსწრე საზოგადოებას.

ლიბერთი ბანკის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს შერჩევის კრიტერიუმებსა და ეტაპებზე, ანაზღაურებასა და სტუდენტზე მორგებულ მოქნილ გრაფიკზეც.

შეხვედრის ბოლოს, დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სპეციალური სააპლიკაციო ფორმები დაურიგდათ, რომელთა გადარჩევისა და შესწავლის შემდეგ, ბანკის თანამშრომლები მათ შემდეგ ეტაპზე მოიწვევენ და გაესაუბრებიან.

შეგახსენებთ, რომ ლიბერთი ბანკი  სწრაფად მზარდ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ბანკში 6000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, რომელთა რიცხვი ბანკის მასშტაბების ზრდასთან ერთად - ყოველწლიურად იზრდება.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;